ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 39,98 პროცენტი, ანუ 3 847 უბნიდან 1538. დათვლილი უბნების შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 50,93%;
  • ნაციონალური მოძრაობა — 24,68%;
  • ევროპული საქართველო — 3,87%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,33%;
  • ლელო — 3,08%;
  • გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი — 2,96%;
  • გირჩი – 2,80%;
  • მოქალაქეები — 1,32%.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ძირითადად, ეს არის პატარა უბნები და მოსალოდნელია, რომ დიდი უბნების მონაცემები გავლენას იქონიებს საბოლოო შედეგებზე.

ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ხვალ, 16:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც გაჟღერდება მათი გეგმებისა და მოთხოვნების შესახებ.

ცესკოს პირველადი შედეგები მიახლოებულია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზტიპოლის მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც, "ოცნებას" — 54%, ენმ-სა და ძალა ერთობაშიას კი 24% აქვს.

გაიგეთ მეტი ეგზიტპოლების შედეგებზე: