საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ არჩევნებზე.

"ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზედაც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ, ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით", — განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა საღამოს რვა საათზე შეწყდება.