როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი სტარტაპისთვის - Finmark
სტარტაპს წარმატებისთვის აუცილებელია ბიუჯეტის სწორი განაწილება და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მკაფიო წარმოდგენის შექმნა. ზუსტად ასეთი ამოცანის შესასრულებლად შეიქმნა სერვისი Finmark, რომელიც კომპლექსური ფინანსური კონცეფციითა და დაანგარიშების მოდელით ქმნის მარტივად გამოსაყენებელ ინტერფეისს. აღნიშნული სერვისის გამოყენებით კი სტარტაპს აქვს საშუალება შექმნას ბიუჯეტის გეგმა და მარტივად გაუზიაროს ის სხვებს.
გარდა იმისა, რომ Finmark საშუალებას აძლევს კომპანიას შექმნას ბიუჯეტის გეგმა, მისი დახმარებით ხერხდება, ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოითვალოს პროგნოზირებადი ე.წ burn rate, ხარჯები, შემოსავალი და სხვა ფინანსური მონაცემები.
აღნიშნული სერვისის ავტორი აღნიშნავს, რომ ზუსტად ბიუჯეტის არასწორი მართვის შედეგად, მისმა სტარტაპმა კინაღამ კრახი განიცადა. ფინანსური მოდელირება ის საკითხია, რომელშიც სტარტაპები ხშირად შეცდომებს უშვებენ. ასეთ დროს Excel-ში მსგავსი ტიპის მონაცემების შექმნა არაეფექტურია, რადგან იგი, დოკუმენტის ვერსიების მართვასთან ერთად, კიდევ უფრო ართულებს გუნდური მუშაობის პროცესს.
ზუსტად ამ პრობლემის გადასაჭრელად, Finmark ქმნის მარტივად გასაგებ ინტერფეისს, რომელიც აერთიანებს ბიუჯეტირებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს და სტარტაპს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
კომენტარები