გიორგი ვაშაძემ ქუთაისში წინასაარჩევნოდ დასკვნითი ღონისძიება გამართა
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებელმა ქუთაისში წინასაარჩევნოდ იმერეთის დასკვნითი ღონისძიება გამართა. პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს სტრატეგია აღმაშენებელის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც, მისივე თქმით, სამ მნიშვნელოვან პრინციპზეა დაფუძნებული, კერძოდ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, ქვეყნის მოდერნიზაცია და გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.
ვაშაძის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა ქვეყნისათვის, ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდის ფიქრი და დაუღალავი შრომა ქვეყნის მომავლისათვის".
"მივესალმები ქუთაისს, ჩემს იმერეთს, სრულიად საქართველოს. ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო. ახლა ტელეეთერიდან გვადევნებს თვალს. მე მიხარია, რომ აღმშენებლობის ახალ ეროვნულ იდეას, რასაც სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენს, ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს ყველა ქალაქსა და სოფელში. სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არის სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაფუძნებული მოძრაობა: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, ქვეყნის მოდერნიზაცია და გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.
"სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არის აღმშენებლობის ახალი ეროვნული იდეა, ახალი შესაძლებლობა ყველასთვის, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ წარმატებას მივაღწევთ მაშინ, როცა იმ ეროვნულ ენერგიას, რასაც ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, აღმშენებლობისკენ მივმართავთ", — განაცხადა ვაშაძემ, — "სტრატეგია აღმაშენებელი არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა. ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის. სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა ქვეყნისათვის. ეს არის ფიქრი და დაუღალავი შრომა შენი ქვეყნის მომავლისათვის. სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არ არის ჩვენი კულტურის ჩაკეტვა, იზოლაცია, პირიქით — ეს არის ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მთელ მსოფლიოში გატანა. სტრატეგია აღმაშენებელი ეს არის გლობალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი საქართველო. დაბოლოს, სტრატეგია აღმაშენებელი არ არის ერთი წლის, თუნდაც ერთი თაობის პერსპექტივიდან დანახული საქართველო, არამედ ეს არის ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ახლებური გააზრება.
მეგობრებო, დღეს სამწუხაროდ ქვეყანაში ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით უმძიმესი ვითარებაა. უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი, სხვა არჩევანს არ გვიტოვებს, გარდა იმისა, რომ მე, ჩემს გუნდთან და სხვა ათასობით პატრიოტ ადამიანთან ერთად, ჩვენს თავზე ავიღოთ ურთულესი პასუხისმგებლობა უსამართლობასთან, სიღარიბესთან და მონოპოლიებთან ბრძოლისა. მე მჯერა, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ".
ვაშაძის თქმით, არსებობს შანსი 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიული შემობრუნების წერტილად იქცეს, რადგან ამომრჩევლის ხმა ქვეყნის მომავალს "არა ოთხი წლით, არამედ ათწლეულებით განსაზღვრავს".
"მეგობრებო, ცვლილებები მოხდება მაშინ, თუკი ყველანი ვირწმუნებთ ამას და ვიმოქმედებთ ამ რწმენით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი პატრიოტი, გულანთებული მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე, რადგან ამ უსამართლობასთან შეგუება და შესაძლებლობაზე უარის თქმა დანაშაულია. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება მათ, ვინც 8 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებას ანგრევდა, კვლავ ჩვენ ნაცვლად გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი. მე მჯერა თქვენი, რომ ყველა ერთად ავირჩევთ აღმშენებლობას და უკეთეს მომავალს. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია შევქმნათ თავისუფალი და უსაფრთხო გარემო ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეული დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით მივაღწევთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით დავამკვიდრებთ ქვეყანაში კანონის უზენაესობას, დემოკრატიის ევროპულ სტანდარტს, დეპოლიტიზებულ პოლიციას და სამართლიან სასამართლოს. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია, დავამარცხოთ სიღარიბე და უსამართლობა", — აღნიშნა ვაშაძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, გამარჯვებიდან პირველ 30 დღეშივე მოხდება ყველა პენსიონერისათვის "უსამართლოდ მაღალი 36-40 პროცენტიანი სესხის ჩამოწერა", ასევე პრობლემურ სესხებზე 6-თვიანი მორატორიუმი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე, 2020 წელს მისაღები 5 მილიარდიდან 500 მილიონი ლარის მობილიზაცია პრობლემური სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის (ფიზიკური პირები, ვინც დაკარგეს სამასხური, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს). გამარჯვების შემთხვევაში პარტია ასევე გეგმავს დეკემბრის თვეში, პირველივე ინიციატივით დაიწყოს მედიკამენტების 30 პროცენტიანი გაიაფების პროცესი., დანერგოს წამალზე ფასწარმოქმნის გამჭირვალე ევროპულ სტანდარტი., ააწყოს გამართული ტესტირება/დიაგნოსტიკის სისტემა/ქსელო მთელი ქვეყნის მასშტაბით და გაასამმაგოს (7000 ტესტი საშუალო მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში) დღიურად ჩატარებული ტესტების საშუალო მონაცემი, რაც დღეში, არანაკლებ 20 000 ტესტს უდრის.
"კიდევ ერთხელ გთხოვთ, დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება არ უნდა გახდეს ჩვენი სახლში დარჩენის მიზეზი, და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება.
სწორედ ეპიდუსაფრთხოების წესების დაცვით, უფრო მობილიზებულად და ორგანიზებულად მივიდეთ არჩევნებზე, ვუთხრათ უარი მათ, სიღარიბეს, კრიმინალს, უმუშევრობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას, ჩვენი საერთო გამარჯვებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები