ტოკიოში მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აღიარებული სუპერკომპიუტერი - Fugaku კორონავირუსის გავრცელების სიმულაციის გასაკეთებლად გამოიყენეს. ანალიზი აჩვენებს, რომ ვირუსის გადადების რისკი ტენიანობაზეა დამოკიდებული. მშრალ ჰაერში და დახურულ სივრცეებში, კორონავირუსის ათვისების უფრო მაღალი რისკია, ხოლო 30%-ზე დაბალი ტენიანობის პირობებში ორჯერ მეტი ვირუსის შემცველი წვეთი ვრცელდება.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ პირბადე პრევენციისთვის უკეთესი საშუალებაა, ვიდრე დამცავი ფარი. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მაგალითად, სასადილოში, ვირუსის გვერდზე მჯდომი ადამიანიდან ათვისება უფრო მეტად ალბათურია, ვიდრე პირისპირ მჯდომისგან.

ექსპერტებს შორის მზარდი კონსენსუსია, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ჰაერითაც ვრცელდება. ანუ, ადამიანის სხეულიდან გამოტყორცნილი პატარა ნაწილაკები ჰაერში რჩება, რომლის შესუნთქვისას სხვა ადამიანებიც ინფიცირდებიან.

კვლევა Riken-მა Kobe-ს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარა და მას მაკოტო ცუბოკურა ხელმძღვანელობდა. მას Fugaku-ს კომპიუტერი სხვა კორონვაირუსთან ასოცირებული კვლევებისთვისაც გამოუყენებია. მეცნიერები სხვადასხვა გარემოში კორონავირუსის გავრცელების ალბათობას სწორედ კომპიუტერული სიმულაციებით იკვლევენ.