გიგი უგულავა ზუგდიდში მედიათეკების მოწყობის ინიციატივით გამოდის
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში მედიათეკების პროექტის პრეზენტაცია გამართა.
მისი განცხადებით, მედიათეკების პროექტის განხორციელება შესაძლებელია: ქ. ზუგდიდში გულუას პარკის ტერიტორიაზე, კომბინატის უბანში, ასევე ე.წ. ფაიფურის დასახლების ტერიტორიაზე და ყველა სოფელში.
უგულავას ინფორმაციით, თბილისის მედიათეკების ისტორია 2013 წლის 29 მარტს იწყება, როდესაც ვაკის პარკში, პირველი ფილიალი გაიხსნა. მედიათეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე და კლასიკურ, ქართულ და უცხოენოვან, მხატვრული და დარგობრივი ლიტერატურის ვრცელ ბიბლიოთეკას, წყნარ სამუშაო სივრცეს, კომპიუტერულ მომსახურებას, სახელოვნებო თუ სამეცნიერო ღონისძიებათა ფართო არჩევანს და სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის.
მედიათეკის მიზანია ხელი შეუწყოს ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას და მიაწოდოს კონკრეტული სერვისი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით.
მედიათეკის შენობები მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც იმართება ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრა. მედიათეკის ამოცანა, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მომხმარებელთა და პარტნიორთა პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.
"ჩვენი წინადადება ზუგდიდელებისათვის არის, რომ ავაშენოთ ზუგდიდში, ჯერ თავიდან ქალაქში და შემდეგ უკვე სოფლებში მედიათეკები. მედიათეკა ჩვენ პირველად თბილისში ავაშენეთ 2011-12 წლებში, სამწუხაროდ, ეს პროექტი შემდეგ ქართული ოცნების ადმინისტრაციამ გააჩერა.
მედიათეკის იდეა არის შემდეგი, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებთან ახლოს მოეწყოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც არის მულტიფუნქციური და არის სამკითხველო, ისევე როგორც ინტერაქციული საშუალებები, საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობები.
ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიოთეკების მომხმარებლები საქართველოში არიან ან ახალგზარდები, ან ხანშიშესულები, რომლებიც ყველაზე მეტად თავს იყრიან ჩვენს სკვერებსა და ბაღებში და მათ განსაკუთრებით უნდა ჰქონდეთ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.
უკვე 7-8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 3 მედიათეკა გავაკეთეთ ჩვენ თბილისში და ეს ის პროექტია, რომელსაც პრაქტიკულად წუნი არ აქვს და რომელიც ძალიან კარგად მიიღეს ჩვენმა მოქალაქეებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისთვის ეს იქნება უნიკალური სივრცე, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებული ინტერაქციის შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ზუგდიდელბს ვთავაზობთ სამ მედიათეკას: პირველ რიგში ეს უნდა დაიწყოს ფაიფურისა და კომბინატს დასახლებაში, ასევე ადმინისტრაციის შენობა ბოტანიკურ ბაღში, შეიძლება მოეწყოს აქაც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ზუგდიდელები დაუჭერენ მხარს", — განაცხადა უგულავამ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები