ვერანაირი გამოძიება გავლენას ვერ მოახდენს აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე — ზალკალიანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას ჩრდილი არ მიადგება. მისი თქმით, ვერანაირი საგამოძიებო პროცესი ან ახლად აღმოჩენილი გარემოებები დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის პროცესის ფარგლებში, გავლენას ვერ მოახდენს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე.
ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მათ დავით გარეჯის საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კომისიის მიერ საგნობრივი მუშაობის გაგრძელება აუცილებელია, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს შეთანხმება.
"ბუნებრივია, კომისიის ფარგლებში ყველა მხარე საკუთარ პოზიციას იცავს და დაიცავს, ამიტომ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მიმართებაში და ეს პოზიცია, ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ძალიან კარგად გაიგეს და მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ პრესკონფერეციაზე, რომელიც ჩვენ ამ ვიზიტის შედეგად გავმართეთ", — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ოპონენტებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხდება საკითხის პოლიტიზაცია და "აბსოლუტურად უსაფუძვლო ბმა" აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე ესკალაციასთან.
"მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან კარგად შევახსენო, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა 24 სექტემბერს. ეს არის ის პერიოდი, როდესაც არანაირი კონფრონტაცია, არანაირი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ მიმდინარეობდა. ეს პროცესი დაიწყო შემდეგ — 27 სექტემბერს. ამიტომ ეს არის საკითხის უსაფუძვლო პოლიტიზირების მცდელობა ოპონენტების მხრიდან", — აღნიშნა მინისტრმა.
29 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად 2020 წლის 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია დაედო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას შეეხებოდა.
"თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 9 სექტემბერს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კარტოგრაფიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით პირი გამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის დროს, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაციასა და ახალ კარტოგრაფიულ მასალებზე ისაუბრეს. დელიმიტაცია გულისხმობს მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის საზღვრის ხაზის განსაზღვრას, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში და გრაფიკულად არის გამოსახული თანდართულ რუკაზე
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები