"გიგახანძარი" კალიფორნიაში თანამედროვე ისტორიაში პირველად გაჩნდა
ჯერ კიდევ აგვისტოში მკვლევრები ამბობდნენ, რომ კალიფორნიის ხანძრების ასაღწერად ლექსიკონში "გიგახანძრის" ცნების დამატება გახდებოდა საჭირო.
ამ ორშაბათს ჩრდილოეთ კალიფორნიაში მილიონი აკრის ფართობი დაიწვა, რაც ამ ხანძრის გიგახანძრად კლასიფიკაციის საშუალებას გვაძლევს. მძვინვარე ცეცხლის გავრცელება კალიფორნიის ხანძრის წინა რეკორდზე ორჯერ მასშტაბურია.
მიმდინარე ხანძრებს "აგვისოტს კომპლექსს" ეძახიან. ის შუა აგვისტოს დაიწყო და ახლა მთლიან როუდ აილენდს მოედო. ამჟამად კონტროლს ცეცხლის მხოლოდ 54% პროცენტი ექვემდებარება.
ამ წლის დასაწყისში გიგახანძარი ჩვენ ავსტრალიაშიც ვიხილეთ, რომელმაც უამრავი ეკოსისტემა გაანადგურა და ადამიანებიც იმსხვერპლა. მილიონ აკრზე მეტი აშშ-ში ბოლოს 2004 წელს ალასკაში დაიწვა.
მსგავსი მასშტაბური და უკონტროლო ხანძრები დროთა განმავლობაში, გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, სავარაუდოდ გახშირდება. Climate Central-ის ანალიზი აჩვენებს, რომ დიდი ხანძრები დასავლეთში 1970-იანების შემდეგ სამჯერ გახშირდა.
ამ პერიოდში ტემპერატურა მხოლოდ 1 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა. იმის გამო, რომ მომავალში გლობალური ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, ხანძრები სავარაუდოდ ბევრად დამანგრეველი იქნება. მსგავს კატასტროფებს ხელს ველური ბუნების დაცვის დაბალი სტანდარტებიც უწყობს.
სწრაფი ურბანიზაციის გამო, ხანძრებისგან ქალაქები ნაკლებად დაცულია. ხანძრის გავრცელების რისკს ადამიანური ინფრასტრუქტურაც ზრდის.
კალიფორნიაში 20 ყველაზე დიდი ხანძრიდან ჩვიდმეტი 2 000 წლის შემდეგ დაფიქსირდა. მათგან, ინფრასტრუქტურის დაზიანების მიხედვით, 3 ყველაზე მასშტაბური ხანძარი წელს დაფიქსირდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების, ტყეების მენეჯმენტის და საშიშ ზონებთან სიახლოვეში არსებული დასახლებების გადააზრება გვჭირდება. ამასთანავე ბევრი მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ნახშირბადის ემისიების შემცირებაც მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს კომპლექსი კალიფორნიის პირველი გიგახანძარია, ის სავარაუდოდ უკანასკნელი არ იქნება.
კომენტარები