მთავრობის პოლიტიკა ეპიდემიასთან საბრძოლველად მხოლოდ არჩევნებზეა გათვლილი — ჭიაბერაშვილი
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გაუარსესებულ ეპიდიტუაციას და მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს ეხმაურება.
ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის პოლიტიკა ეპიდემიასთან საბრძოლველად მხოლოდ არჩევნებსა და პოლიტიკურ პიარზე იყო გათვლილი. მისი თქმით, მთავრობას რესურსი პანდემიასთან საბრძოლველად უკვე ამოწურული აქვს და ვირუსის შეჩერება მხოლოდ ადამიანების კეთილგონიერებას შეუძლია.
"1. ვირუსთან თანაცხოვრება არ ნიშნავს ფეხებზე დაკიდებას. 9 მარტს (იხილეთ ჩემი მაშინდელი სტატუსი), როდესაც ფრაზა "ვირუსთან თანაცხოვრება" ვიხმარე, თავს დამესხა მთელი სამთავრობო პროპაგანდა და მის ფეხის ხმას აყოლილი ქოცობა, რომელმაც დრო იხელთა, რომ COVID-ის მართვის "წარმატებული ქართული მოდელის" გაპიარება დაეწყო. დღეს ეს სამთავრობო პროპაგანდის საკვანძო ფრაზაა, ოღონდ ქოცურად — გაგებით მოვეკიდოთ ყველაფერს.
2. სამწუხაროდ, რაც დრო გავა, მით უფრო ნათელი გახდება, რომ არანაირი COVID-ის მართვის "წარმატებული ქართული მოდელი" არ არსებობს. "ქართული მოდელის" წარმატებული პიარი ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს.
3. როგორც იქნა, პროტოკოლები უახლოვდება იმ სტანდარტს, რაც მსოფლიო პრაქტიკაა და რაც აქამდეც უნდა გვქონოდა. ოღონდ მთავრობას ამ ცვლილებისაკენ უბიძგა გაუარესებულმა სტატისტიკამ და არა მოქალაქეების ინტერესმა. მაგალითად, უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე, თვითიზოლაციაში მკურნალობის აუცილებლობის შესახებ მთავრობას ვეუბნებოდით გაზაფხულზევე.
4. დღეს მთავარი ამოცანებია:
- ხანდაზმულებისა და სხვა რისკ-ჯგუფების იზოლაცია. ის, რომ ბათუმისა და წნორის ხანდაზმულთა სახლებში ვირუსმა შეაღწია, მთავრობის "წარმატებულ" მენეჯმენტზე მეტყველებს.
- სამედიცინო პერსონალის დაცვა დაინფიცირებისგან. აქაც უმძიმესი მდგომარეობაა.
- მოქალაქეთა არა "დამშვიდება", რომ ყოველ გარდაცვლილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, არამედ სათანადო ინფორმირება და გაფრთხილება, როგორ დავიცვათ თავი და, რაც მთავარია, ჩვენი ოჯახების რისკ-ჯგუფებში შემავალი წევრები.
- მთავრობის საინფორმაციო კამპანია კრიტიკას ვერ უძლებს. საზოგადოების მხრიდან საფრთხის არასაკმარისი შეგრძნება დიდწილად ამის შედეგია.
5. გაზაფხულზე გაფრთხილების მიუხედავად (22 აპრილს ამაზე ფბ-ზეც დავწერე), მთავრობამ არ დაარეზერვა საკმარისი რაოდენობის სეზონური გრიპის ვაქცინა. ესეც "წარმატების" მაგალითი.
6. სამწუხაროდ, გახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი — ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური — გაზაფხულზე ამოწურა. მთავრობას არც ჰქონია გრძელვადიანი გათვლა. მათი "სტრატეგია" იყო: არჩევნებამდე მივიდეთ და მერე რაც იქნება, იქნება. ამ ფონზე ვირუსი კრეფს გავრცელების სიჩქარეს და ამის შენელება მხოლოდ ჩვენს კეთილგონიერებას შეუძლია: პირბადე, ჰიგიენა, დისტანცია. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", — აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები