თვითმმართველი ქალაქები საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ ლარამდე ხარჯავენ
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
2017 წლის ახალ წელს თვითმმართველი ქალაქები სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ მოქალაქეებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე on.ge-მ გაფორმებული ხელშეკრულებები მოიძია, რომლის ჯამური ღირებულებაც, სავარაუდოდ, 987 691 ლარია. შესაძლოა, მონაცემები არ იყოს სრულყოფილი და თვითმმართველ ქალაქებს სხვა შესყიდვებიც ჰქონდეთ განხორციელებული, რომლის მოძიებაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
ბათუმი
თვითმმართველ ქალაქებს შორის ყველაზე მეტი თანხა ბათუმში დაიხარჯა. შპს ივენთ ჰოუმს-მა ააიპ ქ. ბათუმის კულტურის ცენტრთან 95 680 ლარად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს: განათების აპარატურით უზრუნველყოფა, დიჯეი აპარატურის ქირაობა, ლედ ეკრანი, ჯებირების მოწოდება, მაგიდებისა, სკამების და სხვადასხვა კონსტრუქციების ტრანსპორტირება მერიის საწყობიდან და განთავსება ერას მოედანზე, კარვებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, 25 დეკემბერს - ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე ფოიერვერკი 5 წთ, ცეცხლის შადრევნები ნაძვის ხის გარშემო 15 ცალი, 2 ცალი კონფიტის აპარატით მომსახურება (8 საათი), 2 ცალი საპნის ბუშტების აპარატით უზრუნველყოფა და ბუშტების გაშვება (8 საათი) და ღია ავტობუსის ქირაობა კარნავალისთვის. 31 დეკემბერს კი „უმაღლესი“ ხარისხის ფოიერვერკი 5 წთ, ცეცხლის შადრევნები სცენაზე - 12 ცალი. ჰელიუმით გაბერილი, სხვადასხვა ჭრელი ფერის ბრენდირებული 3 000 ბუშტი კი დამკვეთს სხვადასხვა დღეს უნდა მიეწოდოს. ამავე მომსახურებით გათვალისწინებულია სცენების დეკორაცია, „სოფლის გადახურვა“ და სხვადასხვა მომსახურება.
რუსთავი
შედარებით ნაკლები ჯდება რუსთავში საახალწლო ღონისძიების ორგანიზება. ტენდერის გზით ა(ა)იპ „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრმა“ ინდ. მეწარმე ლაშა კვარაცხელიასთან 81 737 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 16 დეკემბერს გააფორმა. ხელშეკრულების პირობებით, 31 დეკემბრის ღამეს კონცერტი რეჟისორისა და წამყვანის მონაწილეობით ჩაატაროს. ღონისძება განათებით, გახმოვანებით, ტრანსპორტით, საახალწლო მინი ავტობუსით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, თეატრის სცენა მოეწყოს და ჩატარდეს საახალწლო სპექტაკლი. გარდა ამისა, გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს 10 წუთიანი ფოიერვერკი, 120 ცალი სცენის ფოიერვერკი, 3500 მოსაწვევი ბარათი, 3500 საჩუქარი (ტკბილეული, სათამაშო), 10 კონფეტი და 15 სასაჩუქრე ნაკრები.
კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც რუსთავშია დაგეგმილი, ააიპ ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი" ამხანაგობა "ენერჯი და პარტნიორთან" 19 400 ლარად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გეგმავს. კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებულია: შშმ პირთა მონაწილეობით სპექტაკლი, იუმორისტული კონცერტი, ფლეშმობი, ფოტო-ვიდეო გადაღება და 2 ცნობადი სახის (ბიჭი - საახალწლო ქუდით და გოგო - თოვლის დედოფლის საახალწლო ფორმით) მონაწილეობა. ცნობადმა სახეებმა საჩუქრები ქალაქის მასშტაბით უნდა დაარიგონ და საახალწლო განწყობა შექმნან. გარდა ამისა, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა და 100 ცალი საახალწლო საჩუქარი.
ფოთი
შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების მომსახურების შესყიდვა ქალაქ ფოთის მერიას 18 458 ლარი დაუჯდება. მომსახურება ინდ. მეწარმე ნანა ჭითანავამ უნდა შეასრულოს. მომსახურებაში შედის: დაჯიდლოების ცერემონიალი, სცენის საახალწლო გაფორმება, ვიდეოთი გადაღება, საბავშვო სპექტაკლი, პანტომიმის თეატრის მსახიობების შოუ და სხვა. ხელშეკრულებითვეა გათვალისწინებული სასცენო მასალა, კონფეტი, საახალწლო საჩუქრები და საახალწლო აქსესუარები.
თელავი
თვითმმართველ ქალაქ თელავის კულტურის ცენტრმა, სცენის, გახმოვანების აპარატურისა და განათების აპარატურის მომსახურების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებული კომპანია შპს ცეპელინია. აღნიშნული მომსახურების ღირებულება 17 000 ლარია.
ქალაქ თელავის კულტურის ცენტრს კიდევ ერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. შპს Global trading-თან გაფორმებული 15 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 5-კაციანი ბენდი (დასარტყამი ინსტრუმენტი, ბას-გიტარა, სოლო გიტარა, საქსოფონი, კლავიში) და საქართველოში ცნობადი 3 სოლო მომღერალი, რომელთაგან მინიმუმ ერთი უნდა იყოს ვოკალ-ინსტრუმენტალისტი. კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს საათებში, არანაკლებ საათნახევარი უნდა გაგრძელდეს.
ქუთაისი
10 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი ქალაქ ქუთაისის მერიამ 2017 წლის 13 იანვარს ქუთაისში, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ, საახალწლო კარნავალის ორგანიზებისთვის გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა 300 პირისთვის განკუთვნილ საკარნავალო დარბაზში უნდა უზრუნველყოს: კვება, მომღერლის, ბენდისა და დიჯეის მოწვევა და შესაბამისი გახმოვანების აპარატურით მომსახურება, ღონისძიება ორი წამყვანით (ერთი გოგო, ერთი ბიჭი, ასაკი 18- 29 წლამდე), ბანერის ბეჭდვა, ღონისძიების მიმდინარეობის დროს ფოტოგრაფირება და სადღესასწაულო ეფექტების მოწყობა. ამ ტენდერში მონაწილეობის ვადა 2017 წლის 4 იანვარს იწურება.
ზუგდიდი
ა.ა.ი.პ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი "ოდიშის" მიერ შპს პროდაქშენ ჰაუზ-თან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საკონცერტო განათება, თეატრალური წარმოდგენა და წამყვანის მომსახურება. ამ მომსახურების საერთო ღირებულება 4100 ლარია.
მცხეთა და ამბროლაური
მერიის გადაწყვეტილებით, მოკრძალებულად ხვდებიან ახალ წელს ამბროლაურისა და მცხეთის მცხოვრებნი. ქალაქ ამბროლაურის მერიამ მხოლოდ ფოიერვერკები იყიდა. შესაბამისი ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ბექა ბარსონიძესთან გააფორმა და მას 4 ფოიერვერკში 4 300 ლარი გადაუხადა. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაც მხოლოდ ფოიერვერკს ყიდულობს, რომლის ღირებულებაც 2500 ლარია.
რაც შეეხება კიდევ 4 თვითმმართველ ქალაქს, თბილისის მერიამ 721 516 ლარის მომსახურება იყიდა. ახალციხის, გორისა და ოზურგეთის მერიები გეგმავენ თუ არა რაიმე ღონისძებას, შესყიდვების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაცია არ იძებნება.
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
კომენტარები