NASA-მ ცოტა ხნის Space X-ის ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გაფრენის თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა. როგორც ჩანს, ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 31 ოქტომბერს Falcon 9-ით NASA-ს კენედის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან გაფრინდებიან.

შეგახსენებთ, რომ NASA-ს ასტრონავტები ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Space X-ის ხომალდით მაისში გაემართნენ და ორბიტაზე დაახლოებით ორი თვე გაატარეს. ახალ ფრენაში სამი ამერიკელი და ერთი იაპონელი ასტრონავტი, მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოკერი და სოიჩი ნოგუჩი მიიღებს მონაწილეობას. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვეს გაატარებენ.

ივლისში NASA-მ Crew 2-ის მისიის გაგზავნის ამბიციაც გამოთქვა. მორიგი გაშვება გაზაფხულისთვის იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოს NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე "გაჟონვის პრობლემის" გამოკვლევა დაიწყო. საბედნიეროდ, პრობლემის მიუხედავად, ასტრონავტების ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებია.