მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს ძალადობის თითოეული მონაწილე — სერგო ჩიხლაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, ოპოზიციის მხარდამჭერებისა და მედიის წარმოადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ფაქტს ეხმაურება და მიაჩნია, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ძალადობის წახალისებას ქართული ოცნების მხრიდან.
"კიდევ ერთი დაუსჯელი ძალადობა და ანგარიშსწორება ოპოზიციის მხარდამჭერებისა და ამჯერად, უკვე მედიის წარმომადგენლების მიმართ — ეს არის შედეგი იმ წახალისებული ძალადობისა და დაუსჯელობისა, რასაც წლებია უკვე ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში და რასაც ახალისების მმართველი პარტია. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი დასჯილი დამნაშავე მსგავსი ძალადობის ფაქტის გამო. უფრო მეტიც, ისინი წახალისებულები არიან მმართველი გუნდის მიერ, რასაც მეტყველებს გუშინდელი მათი განცხადებებიც. იმის ნაცვლად, რომ გამოიძიონ ფაქტები და დაგმონ ძალადობა, პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიებს აკისრებენ, მაშინ, როდესაც პოლიცია ადგილზე იყო, არაფერს აკეთებდა, მაშინ როდესაც ძალადობაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და ქართული ოცნების სხვა წარმოამდგენლები.
მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებს აქეზებს ოპოზიციის მხარდამჭერების ან ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, სტრატეგია აღმაშენებლის სახელით. მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას ყველა მოძალადის. განსაკუთრებით. საჯარო მოხელეების, რომლებიც იყვნენ ჩართული და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და მოთხოვნას. გეყოთ ქართული ოცნების წარმომადგენლებო ეს ძალადობა. ძალადობით ვერ შეინარჩუნებთ ხელისუფლებას. მივმართავ პირადად ქართული ოცნების ე.წ. ლიდერშიფს, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანები არიან — ერთი თაობის ადამიანები ვართ, როგორ ფიქრობთ აღარ გინდათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელოთ? აღარ გინდათ რომ საჯარო ცხოვრება და საჯარო აქტივობა გქონდეთ? ეს ძალადობა ხომ ხვდებით, რომ დაასამარებს თქვენ ყველანაირ პოლიტიკურ ამბიციებს? ახალგაზრდა ადამიანები ხართ, იფიქრეთ მომავალზე, იფიქრეთ თუნდაც პოლიტიკურ მომავალზე. შეიძლება წააგოთ, მაგრამ, გქონდეთ და დაიტოვეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლოა. ასეთი ქმედებებით კი, საერთოდ თქვენ პოლიტიკურ სამარეს ითხრით საკუთარი თავისთვის. გეყოთ ძალადობა, ვგმობთ ძალადობას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს ძალადობის თითოეული მონაწილე, ვინც ხელი აღმართა გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებზე. სოლიდარობა ყველა მედიას და სოლიდარობა ყველა დაზარალებულს სტრატეგია აღმაშენებლის მხრიდან", — აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები