ლელო ქართული ოცნების დეპუტატებს მევახშეობაში ადანაშაულებს, ისინი უარყოფენ
ლელო ქართული ოცნების დეპუტატებს მევახშეობაში ადანაშაულებს. პარტიის წარმომადგენელი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ ისკო დასენი, დავით სონღულაშვილი, ილია წულაია და ბექა ოდიშარია მევახშეობითა და ხელზე ფულის აღებით არიან დაკავებულები. ბუაძის თქმით, სწორად ამ თანხით ფინანსდება ქართული ოცნება.
მან წარმოადგინა 4 დეპუტატის სია, რომლებიც, მისი თქმით, მევახშეობითა და კერძო გამსესხებლობით არიან დაკავებულები. საბა ბუაძის მტკიცებით:
- ისკო დასენი — დაკავებულია კერძო მევახშეობით და ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მისო ლიდერ კრედიტი, რომელმაც 2018 წელს მოგების სახით მიიღო 10 მილიონ ლარზე მეტი. ისკო დასენის მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ქართულ ოცნებას 120 000 ლარი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 5 000 ლარი;
- ბექა ოდიშარია — 2016 წელს გასესხებული ჰქონდა 170 000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო 22 723 დოლარის შემოსავალი. 2019 წელს ინვესტიციის სახით გაცემული ჰქონდა 350 000 დოლარი, საიდანაც შემოსავლის სახით მიიღო 105 000 ლარი;
- ილია წულაია — 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9,6 მილიონი დოლარი. ილია წულაიამ 2014 წელს, ისანში სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიიდან 250 დევნილი ოჯახი გამოასახლა და დასაკუთრებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენა. ილია წულაიას ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 170 000 ლარი;
- დავით სონღულაშვილი — გასესხებული აქვს 611 000 ევრო, საიდანაც შემოსავლის სახით მიღებული აქვს 38 000 ლარზე მეტი.
On.ge ბუაძის ბრალდებებზე საპასუხოდ ქართული ოცნების აღნიშნულ დეპუტატებს დაუკავშირდა. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ ბანკიდან ნასესხები ფული საკუთარ კომპანიებზე აქვთ გაპროცენტებული. მევახშეობაზე ბრალდება მათ უარყვეს და ლელოს წარმომადგენლებს მატყუარები და დეზინფორმაციის გამავრცელებლები უწოდეს.
ილია წულაია ამბობს, რომ საბა ბუაძის სახელი და გვარიც არ იცის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ის ახალგაზრდა კაცია, "ჯერ არ დაუწყია".
"ეგ ადამიანი არის მატყუარა, ახალგაზრდა კაცია, ჯერ არ დაუწყია... სახელი და გვარი არ ვიცი მისი და არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ. მევახშეები მოიკითხოს მის პარტიაში. მე თუ რამე თანხა მაქვს, ჩემს კომპანიაში მაქვს შეტანილი და ჩემს კომპანიაზე მაქვს მისესხებული და არა კერძო პირებზე. ნახევრად სიმართლეს რომ ამბობს, დეკლარაციაში ჩემი კომპანიაც არის დაწერილი, სადაც თანხა მაქვს ინვესტიციის სახით შეტანილი და არა კერძო პირზე მიპროცენტებული, როგორც ეგ მატყუარა არამზადა ამბობს", — აცხადებს ილია წულაია On.ge-სთან.
ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ ლელომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა მისი თქმით, ბანკიდან სესხი აღებული აქვს და მისსავე კომპანიაზე გაასესხა. პარლამენტის მოქმედი წევრი ამბობს, რომ როცა კვლავ გახდება პარლამენტის წევრი, აუცილებლად იზრუნებს დეზინფორმაციაზე.
"საბა ბუაძე კარგად გაერკვიოს და ხალხის შეცდომაში შეყვანას თავი გაანებოს, კარგად გაერკვეს, ვინ არის მევახშეობაში და ვინ — არა. მე მაქვს ბანკიდან სესხი აღებული და ჩემსავე კომპანიაზე გადასესხებული, ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც არის. როცა ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებენ, ამაზე პასუხი მოეთხოვებათ და პასუხი უნდა აგონ. ამ ეტაპზე, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რაიმე ღონისძიებას ვერ გავატარებ, იმიტომ, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი პარლამეტში შევალ, აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე", — დავით სონღულაშვილი.
ისკო დასენი კი ამბობს, რომ ბიზნესთან შეხება არასდროს ჰქონია და მსგავსი ბრალდება მისთვის მიუღებელია.
"რა უნდა გითხრათ, ლელოს სხვა რა გზა აქვს, ოღონდ ვიღაცაზე რაღაცა პროვოკაცია მოაწყოს და ტყუილი თქვას. რა მევახშეობაზეა ლაპარაკი, 27 წელიწადი ვიყავი სახელმწიფო სამსახურში, დაახლოებით ერთი წელი, როდესაც ვიყავი უმუშევარი, ჯერ კიდევ პარლამენტამდე, ლიდერ კრედიტში ვიყავი დირექტორთა საბჭოში ლიდერი. სხვა შეხება ამ კომპანიასთან არ მქონია, მე ბიზნესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ეს ყველაფერი არის ტყუილი, არც კი რცხვენია ამ ხალხს!", — აცხადებს ისკო დასენი.
On.ge ეცადა დაკავშირებოდა ბექა ოდიშარიასაც, თუმცა დეპუტატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
კომენტარები