ენმ ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშს ითხოვს, ჯაფარიძე არ აპირებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჯაფარიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს ენმ-ის ამომრჩევლის ხმები მისთვის საინტერესო არ არის, შეცდომაა და უნდა განმარტოს, რა იგულისხმა. ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ საბოდიშო არაფერი აქვს.
23 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გირჩის ლიდერმა განაცხადა, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას 25 ოლქი არ უნდა შეხვედროდა. მისივე თქმით, მაჟორიტარული ოლქები რომ პროპორციულად განაწილებულიყო, ენმ-ს ნახევარი ან ნახევარზე მეტი ოლქი შეხვდებოდა და არა 25, რადგან ამაზე მეტყველებს რეიტინგები.
ჯაფარიძის ამ განცხადებას ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სტუდიაშივე უპასუხა და თქვა, რომ რეიტინგებისა და წინა არჩევნების შედეგების მიხედვით თუ იმსჯელებდნენ, ჯაფარიძე დღეს ვერც ერთ ოლქში ვერ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი. დეპუტატის თქმით, ის, რომ ჯაფარიძე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, მისთვის ენმ-სგან საჩუქარია.
დისკუსიის პროცესში სამადაშვილმა ჯაფარიძეს ასევე უთხრა, რომ მსგავსი ტაქტიკით თავადვე ამცირებდა დიდუბის ოლქში არჩევნების მოგების შანსს, რაზეც გირჩის ლიდერმა უპასუხა — "ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ხმები".
სწორედ ამასთან დაკავშირებით გამართა ორი დღის შემდეგ პრესკონფერენცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სადაც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძემ ამომრჩეველს ბოდიში უნდა მოუხადოს.
სალომე სამადაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატებმა სხვადასხვა პარტიების ნდობა მოიპოვონ.
"ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ბევრ ოლქში დავამარცხოთ ივანიშვილის კანდიდატები. ბატონმა ჯაფარიძემ იმისთვის, რომ შეასრულოს ის ფუნქცია, რისთვისაც მხარდაჭერილი იყო ჩვენ მიერ, უნდა მოძებნოს რამე გზა, რათა ენმ-ის მხარდამჭერების ხმები მიიღოს", — აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება ბოდიშთან დაკავშირებით გირჩის ლიდერის პასუხს, ზურაბ ჯაფარიძე On.ge-სთან ამბობს, რომ ბოდიში მოსახდელი არ აქვს და ხელს აწერს ყველა სიტყვასა და ფრაზას, რაც TV პირველის ეთერში თქვა.
"არასდროს მითქვამს, რომ ნაციონლური მოძრაობის ხმები არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ვამბობ, რომ ჩემთვის სიმართლე უფრო მიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ხმები და ეს რატომ არის შეურაცხმყოფელი, არ მესმის. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არც მქონია ამის მიზანი. შეიძლება, ამის მერე ხმები შემიმცირდეს, მაგრამ მართლა მჯერა, რომ სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია", — აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, აქვს დაშვება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კონკურენტად საკუთარ კანდიდატს დაუყენებს.
"თუ ასე მოხდება, მაშინ გამოჩნდება, რომ, უბრალოდ, საბაბს ეძებდნენ მაგისთვის და იპოვეს საბაბი. არ ვარ მაგაში დარწმუნებული, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად ვუშვებ", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემა შეიცვალა და პარლამენტში მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა იქნება შესაძლებელი, ოპოზიციამ მოლაპარაკებები დაიწყო. მათი სურვილი იყო, მინიმუმ თბილისში საერთო კანდიდატების დაყენება, რაც, მეტწილად, მოხერხდა. ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია, ვისაც ოპოზიცია მხარს უჭერს, მათ შორისაა ნაციონალური მოძრაობაც.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები