ხაბელოვი აგრძელებს სპორტული ორგანიზაციების მისაკუთრებას და დარღვევით გეგმავს მესამე ვადით პრეზიდენტობას — ბუაძე
ლელოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების 2021 წელს გადადება მოითხოვა.
ბუაძის თქმით, არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს ქართული ოცნების არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტისა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას. ბუაძის განცხადებით, ბრიფინგის დასრულების შემდეგ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კონფლიქტური სიტუაციის შექმნას შეეცადა. "როდესაც ლელომ მიმართა კომიტეტს დაგეგმილი ყრილობის გადადების მოთხოვნით, ქართული ოცნების დეპუტატის, შოთა ხაბარელის ვაჟი, რომელიც ამავდროულად არის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, შეგვეგებნენ შესასვლელში, სადაც გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები და დაგვადანაშაულეს ტყუილში, იცავდნენ ლერი ხაბელოვს და აცხადებდნენ, რომ ოლიმპიური წესდება კანონიერია", — აცხადებს საბა ბუაძე
"ქართული ოცნების სახელით ლერი ხაბელოვი აგრძელებს სპორტული ორგანიზაციების მისაკუთრებას და ოლიმპიური კომიტეტის წესდების დარღვევით გეგმავს, მესამე ვადით შეინარჩუნოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა. ლელო მოითხოვს, გადაიდოს დაგეგმილი ყრილობა 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ, რაც შესაბამისობაში იქნება ოლიმპიური კომიტეტის წესდებასთან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიასთან. არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს ქართული ოცნების არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას. აუცილებელია, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიან და სანდო გარემოში იმისთვის, რომ არ არსებობდეს კითხვის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო იაპონიაში დაგეგმილი ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიდო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ხვალ მაინც აპირებს, ჩაატაროს საარჩევნო საანგარიშო ყრილობა, სადაც ლერი ხაბელოვი უკონკურენტოდ გეგმავს მესამე ვადით პრეზიდენტობას", — განაცხადა საბა ბუაძემ.
ლელოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული ყრილობა ეწინააღმდეგება პანდემიასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 16 ივლისს გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებს ეთხოვათ, გადადონ დაგეგმილი და რიგგარეშე ყრილობები.
"დღეს ლერი ხაბელოვის სახელი დაკავშირებულია გაუმჭვირვალე, არაეფექტურ და კორუფციულ მმართველობასთან, რომლითაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოლო წლებში დაგვამახსოვრა თავი. ზუსტად ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს კანონმდებლობის სრული დაცვით, მრავალფეროვან და პოლიტიკურად ნეიტრალურ გარემოში. მოვუწოდებთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, გადადოს 11 სექტემბერს დაგეგმილი საარჩევნო და საანგარიშო ყრილობა, რომელიც, კანონდარღვევის გარდა, სპორტულ ფედერაციებში განხეთქილების და უკმაყოფილების საფუძველსაც წარმოადგენს,“ — აცხადებს ბუაძე.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები