ლელოს მარშალის გეგმა — საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა
ფოტო: ლელო
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ლელოს "მარშალის გეგმის" — საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნული გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. ლელოს ლიდერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს რეგიონის ფინანსურ და კულტურულ ცენტრად ქცევის შესახებ. მამუკა ხაზარაძის პრეზენტაცია, რომელიც უცხოელ ექსპერტებთან და ლელოს ლიდერებთან ერთადაა შექმნილი, ერთ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატები, ელჩები, ქართველი ექსპერტები, ჟურნალისტები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. გაგაცნობთ ლელოს სტრატეგიული დოკუმენტის მთავარ მესიჯებს:
- ძლიერი საშუალო ფენა. 600 000 ადამიანი 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალით და 200 000 ახალი სამუშაო ადგილი;
- გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში;
- არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე;
- გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება;
- სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს კერძო სადაზღვეო კომპანიის ჩართულობით;
- მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან.
პრეზენტაციაზე ასევე განხილული იყო ლელოს მოდელი 3.2.1, რომელიც გულისხმობს 3 მილიარდიან საგარანტიო ფონდს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, 1 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიებისთვის.
პრეზენტაციის მსვლელობისას მამუკა ხაზარაძემ საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟის დაფუძნებაზეც ისაუბრა, რის შედეგადაც სახელმწიფო ლიცენზირებული კომპანიების აქციების 20%-ის განთავსება საფონდო ბირჟაზე სავალდებულო იქნება. სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება მოხდება საფონდო ბირჟის მეშვეობით და თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, გახდეს საწარმოების თანამფლობელი. გარდა ამისა, ლელოს თავმჯდომარემ საერთაშორიო არბიტრაჟის დაფუძნებაზეც ისაუბრა.
საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი მაცხოვრებელი, ხოლო 1,5 მლნ ემიგრანტი, 450 000 სოციალურად დაუცველი და 235 000 უმუშევარი, უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10 წელში და ოკუპირებული ტერიტორიების 20%. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით 104-ე ადგილზე, ბედნიერების ინდექსში 119-ე ადგილი, საქართველოს მოსახლეობის 1,5% (64 000 ადამიანი) წარმოადგენს საშუალო ფენას. საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა.
ეს არის დღეს საქართველოს რეალობა, რის შეცვლასაც ლელო საკუთარი გეგმით აპირებს და პრეზენტაციის მსვლელობისას ხაზარაძემ პარტიის მისიაზე ისაუბრა, თუ სად არის დღეს ქვეყანა და სად უნდა იყოს. ბედნიერი მოქალაქე — ძლიერი სახელმწიფო: ამ პროგრამით ლელოს მიზანია, აქციოს საქართველო რეგიონის ფინანსურ, ლოჯისტიკურ, კულტურულ, ინოვაციურ ცენტრად, შექმნას ძლიერ საშუალო ფენა. 4 წელიწადში დასრულდეს ყველა სტრატეგიული მეგა-პროექტი — (ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ძირითადი გზა და ავტობანი, რკინიგზის სრული მოდერნიზაცია, ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია).უზრუნველვყოფთ სარწყავი და სასმელი წყლით ყველა ოჯახს და სოფელს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ყველაფერი ლელოს მოდელით 3.2.1 მიიღწევა, რადგან ლელოში აცხადებენ, რომ ძლიერი რეგიონი ძლიერ სახელმწიფოს უტოლდება. რეგიონების განვითარება პარტიის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილა.
ქუთაისი — ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი, სადაც დაფუძნდება საერთაშორისო საფონდო ბირჟა. აეროპორტის გარშემო კი მოეწყობა ძლიერი, საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრი. ლელო მოიწვევს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არის Amazon, Alibaba, DGL, TNT and etc. და განავითარებს სატვირთო გადაზიდვებს ისე, რომ რეგიონში, 3,5 საათის საფრენ მანძილზე, 0,5 მლრდ დაიფარება.
ანაკლია — ხაზარაძის განცხადებით, იქნება კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში და პირველი გაჩერება სოხუმამდე მიმავალ გზაზე — ქალაქი ანაკლია იქნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც წარმატებული ევროპული და აზიური საწარმოები განთავსდებიან.
ბათუმი — საზღვაო ინდუსტრიისა და ტურიზმის ცენტრი, სადაც ქართული სანაოსნო შეიქმნება.
თელავი — ღვინის დედაქალაქი.
კახეთი — ტურიზმის 4 სეზონი. მსოფლიოში რეგისტრირებული 50 მლნ ღვინის ტურისტი წელიწადში 30 მლრდ დოლარს ხარჯავს. მამუკა ხაზარაძის თქმით, კახეთში 1% მაინც უნდა მოვიზიდოთ და მხოლოდ ღვინის ტურიზმიდან კახეთს 1 მლრდ. ლარის სარგებელი ექნება, რაც 10 000 ლარი დამატებითი შემოსავალია ყველა კახელი გლეხისთვის.
ქართლი — აგრო და ბიო წარმოების ცენტრი, ლელოს ამოცანაა 1 მლრდ დოლარის პროდუქციის ექსპორტზე გატანა, სახელმწიფო კი ფინანსურ დახმარებას გაუწევს აგრო და ბიო წარმოებას.
რაჭა — საერთაშორისო საგანმანათლებლო სკოლა-კამპუსების ცენტრი. ენების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საერთაშორისო სკოლების ინფრასტრუქტურების შექმნა. თბილისი — ბიზნეს (საქმიანი) ქალაქი IT და ინოვაციების ცენტრი. ინოვაციური IT კომპანიები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 5 წლის ვადით.
მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციის მსვლელობისას ისეთი საკითხები განიხილა, როგორიცაა ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველა ოჯახს და სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა კერძო კომპანიების ჩართულობით. განათლება — დისტანციური სწავლების დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების შვილებისთვის. ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი და მეტი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან, ასევე მეტი მეწარმე ქალი ქვეყანაში. ყურადღება გამახვილდა შრომის თანაბარი ანაზღაურებაზეც. რაც შეეხება მომავალ თაობას, ხაზარაძემ კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ახალგაზრდებმა ქვეყანაში და თან განვითარდნენ. ამისთვის კი აუცილებელ პირობად მიიჩნია "პირველი სამსახური" — გარანტირებული ანაზღაურებადი სტაჟირება 6 თვით სწავლის დასრულებისთანავე. "პირველი სახლი" — 100 მილიონი ლარი ყოველწლიურად ახალგაზრდა ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ახალგაზრდული ბარათი "25" — უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში.
მამუკა ხაზარაძე შეეხო ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა. სწრაფი ინტეგრირება NATO-სა და ევროკავშირში. ასევე, ლელო აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის. ლელომ ემიგრანტების პროგრამაც განიხილა და მათი ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში დაბრუნება აუცილებელ თეზისად მიიჩნია. ხაზარაძის თქმით, ლელო გაატარებს ემიგრანტების დაბრუნების და ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რიცხვის შემცირების პოლიტიკას. ლელო შექმნის წარმატებულ ემიგრანტთა — მეცნიერთა და ბიზნესმენთა — მუდმივმოქმედ საბჭოს. ემიგრაციიდან დაბრუნებულთათვის შეიქმნება სპეციალური პროგრამები და დაწესდება შეღავათები.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები