პანკისის სათემო რადიოში აცხადებენ, რომ დარბევით ემუქრებიან
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Radio Way
პანკისის სათემო რადიოში აცხადებენ, რომ დარბევით ემუქრებიან. მედიის ცნობით, მათ წინააღმდეგ აქცია გამართეს, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
რადიოში ამბობენ, რომ აქციაზე მათ ოფისში შესვლისა და ინვენტარის გამოყრის მუქარაც ისმოდა. გარდა ამისა, ხეობიდან გაგდებით ემუქრებოდნენ სათემო რადიოს დამფუძნებელ გელა მთივლიშვილს. ამასთან, აქციის ორგანიზატორმა რადიოს თანამშრომლები დაწყევლა.
"ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ ამის გამო მოვიდა", — ციტირებს გამოცემა აქციაზე ერთ-ერთ გამომსვლელს, თამაზ მარგოშვილს.
აქცია სოფელ დუისში 29 აგვისტოს გაიმართა. მისი ორგანიზატორი როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს ხელმძღვანელი, ლია მარგოშვილი იყო. მისი ორგანიზაცია და პანკისის სათემო რადიო ერთ შენობაში მდებარეობს. მარგოშვილს ამ შენობის ყიდვა სურს და ამტკიცებს, რომ გელა მთივლიშვილი ამაში ხელს უშლის.
მისი თქმით, აქციაზე დეპუტატები ნამდვილად იმყოფებოდნენ და ისინი იქ ორგანიზატორებმა მიიწვიეს, რათა მათი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. მარგოშვილი იმედოვნებს, რომ ისინი ამ ინფორმაციას გამგეობამდე მიიტანენ. მისივე თქმით, აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ პანკისიდან Radio Way-ს წასვლის მოთხოვნა ნამდვილად გააჟღერა და მათი ინვენტარის გამოყრაზეც ისაუბრა, თუმცა ეს მისგან დამოუკიდებლად მოხდა და აქციის ეს მონაწილე შემდგომში დეპუტატებმა დაამშვიდეს.
რას ამბობს Radio Way
როდი სკოტის ფონდი მრავალი წელია მოსწავლეებს ინგლისური ენის უფასო კურსებს სთავაზობს. მათი ოფისი განთავსებულია სოფელ დუისში, ყოფილი საბჭოს შენობაში, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ამავე შენობის მცირე ნაწილში აქვს დაკავებული პანკისის სათემო რადიოს.
Radio Way-ში ამბობენ, რომ სამუშაო ფართი მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. როგორც გამოცემა წერს, შენობის პირველ სართულზეა პანკისის მუზეუმი, მცირე სამკერვალო საწარმო და სტომატოლოგიური კაბინეტი, ასევე, ცხოვრობს ორი ხანდაზმული ქალი.
როდი სკოტის ფონდს ამ შენობის შესყიდვა სურს.
სათემო რადიოს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და როდი სკოტის ფონდს შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რადიოს ოფისი 2021 წლის ჩათვლით ჰქონოდა და ეს საიჯარო ხელშეკრულებაშიც წერია. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კი, ახალი მესაკუთრე სათემო რადიოს ხელშეკრულებას აღარ გაუფორმებდა.
"ოფისის კაპიტალურ რეაბილიტაციაში რადიოს დაახლოებით 60 ათასი ლარი აქვს დახარჯული. სათემო მაუწყებლობის გარდა, რადიოში პერიოდულად, ზაფხულობით ფუნქციონირებს უფასო სასწავლო კურსები, სადაც ახალგაზრდები და ქალები ავტომობილის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ, ბუღალტერიის, მცირე პროექტების წერისა და გრანტების მოძიების კურსებს გადიან", — აღნიშნავენ პანკისის სათემო რადიოში.
მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შენობის შესაძლო გაყიდვის საკითხზე ინფორმაცია მერიისგან მოითხოვეს, მერმა იოსებ ქარუმაშვილმა როდის სკოტის ფონდის ხელმძღვანელს უთხრა, რომ ამ შენობას ვეღარ მისცემდნენ და მარგოშვილის უკმაყოფილება სწორედ ამან გამოიწვია.
"მარგოშვილს ურჩიეს, დუისში აქცია მოეწყო, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა. მერიაში დასახული გეგმის მიხედვით, აქციაზე მივიდოდნენ ახმეტის საკრებულოს წევრები პანკისის სოფლებიდან და მერიის თანამშრომლებიც.
მერიიდან რამდენიმე წყარომ შეგვატყობინა, რომ მერის, იოსებ ქარუმაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, ლაშა გოდერძიშვილისა და გიორგი ხარიტონაშვილის დავალებით, აქციის მონაწილეებს პროტესტი უნდა გამოეთქვათ პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, ის ხეობისა და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებაში უნდა დაედანაშაულებინათ და პანკისიდან მისი გასვლა მოეთხოვათ", — წერს სათემო რადიო.
Radio Way-ს ინფორმაციითვე, ლია მარგოშვილმა მის თანამშრომლებს მოსთხოვა, აქციაზე მისულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათავისუფლებით დაემუქრა. ამასთან, რადიოს დუისისა და ჯოყოლას მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ აქცია სკოლის გადარჩენისთვის იმართებოდა და მისი შინაარსის შესახებ მხოლოდ ადგილზე გაიგეს.
გარდა ამისა, ვიდეომასალაში, რომელსაც სათემო რადიო ავრცელებს, ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე რადიოს შენობაში შესვლითა და იქიდან ნივთების გამოყრით იმუქრება.
"ხეობაში 10-20 კაცი იქნება მისი მომხრე, დანარჩენი ყველა მისი წინააღმდეგია. ის ამ ხეობიდან უნდა გავუშვათ. წავიდეს და სხვაგან იმუშაოს. ჩვენ გვაბინძურებს ის. მან ეს ხეობა დააბინძურა", — ციტირებს გამოცემა თამაზ მარგოშვილს.
ამასთან, აქციაზე ლია მარგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს თანამშრომლები დაწყევლა.
"დიდი მადლობა ყველას, ვინც როდი სკოტის ფონდის გამო დღეს აქ მოხვედით და შეწუხდით. მე ძალიან მენდომებოდა, თქვენ, ყველამ ამ დეპუტატებს უთხრათ, დღეს რაც აქ მოისმინეთ, რომ ახმეტაში ჩაიტანონ და უთხრან. ეს საქმე იყო დაწყებული, უკვე აკეთებდნენ, გელა ჩაერია და გააჩერეს ეს საქმე. მეუბნებიან, გელას სახელი არ ახსენოო, მაგრამ ცეცხლი წაეკიდოს გელას და ყველას, ვინც მაგის უკან დგას", — ციტირებს გამოცემა მის სიტყვებს.
მარგოშვილის გვერდით აქციაზე იდგნენ ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ბაღაკაშვილი, ახმეტის საკრებულოს წევრი სოფელ ჯოყოლოდან, თამაზ ბორჩაშვილი და ახმეტის საკრებულოს წევრი ხალაწნის თემიდან, როტსომ ალხანაშვილი.
როგორც სათემო რადიოში ამბობენ, აქციაში მონაწილეობდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც, ასევე, დუისის საჯარო სკოლის პედაგოგები და სუს-ის თანამშრომლების ოჯახის წევრები.
როდი სკოტის ფონდის პასუხი
როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელის, ლია მარგოშვილის თქმით, აქციის ორგანიზება იმის გამო გადაწყვიტა, რომ სათემო რადიოს ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი შენობის პრივატიზებას ეწინააღმდეგება. მისივე განცხადებით, შენობის შესყიდვის გარეშე დონორი ორგანიზაცია უარს ამბობს, მისი ფასადი გაარემონტოს, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია.
მარგოშვილის თქმით, ის მუზეუმის გარეშე, შენობის დარჩენილი ნაწილის შესყიდვას ითხოვს და განცხადებაში აღნიშნული აქვს, რომ მოიჯარეების ხელშეკრულება არ შეუწყდებათ. ამასთან, იგი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც შენობას არავინ დატოვებს.
"თუნდაც მერე, მე ამას არ დავუშვებდი. ჩემს უკან ვინც დგას ბრიტანეთში, ისინი არ დაუშვებდნენ. როგორ შეიძლებოდა ბრიტანელი ჟურნალისტის სკოლას შენობიდან რადიო გაეყვანა", — ამბობს ლია მარგოშვილი.
როგორც იგი ყვება, სწორედ ამ უთანხმოების გამო გადაწყვიტა შეხვედრის მოწყობა, სადაც დეპუტატებიც მიიწვია.
"ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. 240 ბავშვი მყავს, მათ ვუთხარი, ასეთი ამბავია, ვაკეთებთ ამ აქციას, რომ მთელი პანკისის ხეობის დეპუტატებს დავიბარებთ და მათ გადავცემთ ჩვენს სათქმელს და ისინი ჩვენს სათქმელს ჩაიტანენ გამგეობაში", — ამბობს ლია მარგოშვილი On.ge-სთან.
მარგოშვილის თქმით, აქციაზე ერთ-ერთმა პირმა ნამდვილად ისაუბრა Radio Way-ს ხეობიდან წასვლაზე, თუმცა იმ დროს თავად ადგილზე არ იმყოფებოდა:
"ყველაფერი კარგად მიდიოდა, იმან ის [გაგდებაზე] თქვა და დეპუტატები ეჩხუბნენ. ამით დამთავრდა. შევვარდეთ გელასთანო არ უთქვამთ. ის კი უთქვამთ, შევიდეთ და გამოვუყაროთ ეს ბარგიო, მაგრამ დეპუტატებმა გააჩერეს".
რაც შეეხება წყევლას, ლია მარგოშვილი განმარტავს:
"გამოვედი სიტყვით და მადლობა გადავუხადე მოსვლისთვის და მივმართე დეპუტატებს, რაც ხდება ჩაიტანეთ [გამგეობაში] და ჩვენი თხოვნაა, რომ იქ თქვათ-მეთქი. მე სიტყვით გამოვდიოდი და ვიღაცამ მომაძახა, Radio Way იმ შენობაში თქვენი მოყვანილიაო და მე კიდევ ქისტურად ვამბობ, "ცეცხლი წაეკიდოს Radio Way-საც და ჩემდა თავად მომყვანისაც-მეთქი", ასე გამოვიდა".
ლია მარგოშვილი ყვება, რომ მასა და გელა მთივლიშვილს შორის, დაახლოებით, სამი წლის წინაც იყო დაპირისპირება და მას შემდეგ, აღარ ელაპარაკება. მისივე თქმით, შეხვედრაზე სათემო რადიოს თანამშრომლებიც მიწვევაც სურდა, თუმცა "არ გამოვიდა".
პანკისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და აღნიშნავს, რომ პანკისის რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დარბევის მუქარაზე რეაგირებას მოითხოვენ:
"მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის — ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები".
კოალიცია მიუღებლად მივიჩნევთსმედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ პანკისის რადიოს გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი.
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: "თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს, ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს" ურსულა ფონ დერ ლაიენი: "თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს, ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს"
გადახედვა
-
სურნელის ძალა — როგორ მართავს არომატები ჩვენს განწყობას? სურნელის ძალა — როგორ მართავს არომატები ჩვენს განწყობას?
-
ქვიზი: გამოიცანი პლანეტა ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი პლანეტა ფოტოთი
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად აგრძელებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად აგრძელებს
-
ქვიზი: ვინ, სად, როდის — როგორ იცნობ ტარგარიენთა საგვარეულო ხეს? ქვიზი: ვინ, სად, როდის — როგორ იცნობ ტარგარიენთა საგვარეულო ხეს?
-
მიხეილ ყაველაშვილმა 33 პირი, მათ შორის ქეთი დუმბაძე, გიორგი კანდელაკი, გია მურღულია მერაბ კოკოჩაშვილი, ღირსების ორდენებით დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა 33 პირი, მათ შორის ქეთი დუმბაძე, გიორგი კანდელაკი, გია მურღულია მერაბ კოკოჩაშვილი, ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩისგან "არც ერთი არგუმენტი მოუსმენია, რომელიც "იმედის" და "პოსტვ"-ის დასანქცირებას გაამართლებდა" მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩისგან "არც ერთი არგუმენტი მოუსმენია, რომელიც "იმედის" და "პოსტვ"-ის დასანქცირებას გაამართლებდა"
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე შექსპირის პიესის სათაური კროსვორდი: დაასრულე შექსპირის პიესის სათაური
გადახედვა
-
აშშ-მა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს" ახალი სანქციები დაუწესა აშშ-მა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს" ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
STUDIO DROP — ახალი გამოცდილება სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის STUDIO DROP — ახალი გამოცდილება სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის
-
ლაშა ფარულავა: ნათია თურნავა თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ, გადადგეს ლაშა ფარულავა: ნათია თურნავა თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ, გადადგეს
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგი ინტუიცია გაქვს საჩუქრების შერჩევისას? ქვიზი: რამდენად კარგი ინტუიცია გაქვს საჩუქრების შერჩევისას?
-
ვიქტორ ორბანი: ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული თავდაცვითი ძალების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ომმა შეიძლება ჩვენს კარზე მოაკაკუნოს ვიქტორ ორბანი: ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული თავდაცვითი ძალების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ომმა შეიძლება ჩვენს კარზე მოაკაკუნოს
გადახედვა
-
ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება
გადახედვა
-
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
-
ვასილ მაღლაფერიძე: როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ "პოსტივის" და "იმედს"!!! ვასილ მაღლაფერიძე: როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ "პოსტივის" და "იმედს"!!!
გადახედვა
-
"რადიო თავისუფლების" ბულგარული და რუმინული სამსახურები 2026 წლის 31 მარტს დაიხურება "რადიო თავისუფლების" ბულგარული და რუმინული სამსახურები 2026 წლის 31 მარტს დაიხურება
გადახედვა
-
ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
გადახედვა
-
იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს აშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს
გადახედვა
კომენტარები