გიგა ბოკერია — საზოგადოების დაკვეთა ევროპული კოალიციაა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ბორჯომში საერთო ოპოზიციურ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც გირჩის ინიციატივით და NDI-ის ორგანიზებით ჩატარდა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა ევროპული კოალიციაა, ამრიგად მნიშვნელოვანია იმ თემებისა და მიმართულებების განხილვა, რომლებზეც ევროპული კოალიცია იმუშავებს.
"ქვეყანაში დიდი კონსენსუსია იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც აქვს ამბიცია და თხოვს ხალხს მხარდაჭერას, უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, თუ რას გააკეთებს ამ ჩიხიდან ქვეყნის სწრაფად გამოსაყვანად, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება არსებითად. იმ პირობებში, როდესაც ევროპულ საქართველოს ღრმად სწამს, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ევროპული კოალიციური მმართველობა, ამ დროს საკვანძოა, რომ მნიშვნელოვან თემებზე შევჯერდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ შევჯერდით საკმაოდ ფართო სპექტრზე საკითხების და მოვნიშნეთ მიმართულება და პრინციპები, თუ საით უნდა წავიდეთ", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიამ ასევე თქვა, ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნების მიმართულებით რა თემებზე იყო საუბარი შეხვედრაზე:
"ეს არის ძალაუფლების, საკუთარ ბედზე, საკუთარ ცხოვრებაზე, გადაწყვეტილების მიღების დაბრუნება ჩვეულებრივ მოქალაქეებისთვის, ხალხისთვის. ეს ეხება ყველაფერს, თვითმართველობას, სამართალდამცავ ორგანოებს, საკუთრებას, ფულს, რომელსაც ხალხი საკუთარი შრომით მოიპოვებენ. იმ ამბიციას, რომ მთავრობა ვითომ მშობელია ჩვენი, თუმცა სინამდვილეში ცუდი ძიძაა, ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ. ხალხს უნდა დაუბრუნდეს ძალაუფლება და ამ მიმართულებით კონკრეტულ თემებზე იყო საუბარი, ისევე როგორც სასამართლო რეფორმაზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზე და მის დეცენტრალიზაციაზე, აგრეთვე საკუთრებაზე, რომელიც თავის დროზე ჩვენს მოქალაქეებს წაართვეს და ახლა უნდა დაუბრუნდეს კერძო საკუთრებაში თემებს, სოფლებსა და მოქალაქეებს; რეალურ თვითმართველობასა და მთავრობის ზომის შემცირებაზე, განათლების რეფორმაზე".
"ვფიქრობ, რომ ზემოხსენებული რეფორმები იქნება იმ ტიპის, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს. ამ ცვლილებებით ადამიანებს დარჩებათ მეტი ფული და ამას მოელის ხალხი ჩვენგან. ოქტომბრის არჩევნებიდან პირველ 100 დღეში ქვეყანას ეს ცვლილებები უნდა დაეტყოს", — დაამატა გიგა ბოკერიამ.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
კომენტარები