ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, ელენე ხოშტარია, ვაკე-საბურთალოს საარჩევნო შტაბში ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდარს შეხვდა.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დემოკრატიულ, თანასწორ და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელჩს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა საარჩევნო პროცესში კრიტიკული მნიშვნელობისაა.