რას გულისხმობს წულუკიანის ბრძანება სუროგაციაზე და რატომ აფასებენ მას დისკრიმინაციულად
იუსტიციის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა მხოლოდ ქალსა და კაცს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ქორწინებიდან გასულია, 1 წელი ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ამავე პერიოდის განმავლობაში. მინისტრის ბრძანებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოყვა. უფლებადამცველები ამ დადგენილებას დისკრიმინაციულად აფასებენ.
თეა წულუკიანის ბრძანებაში ვკითხულობთ:
"ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა)".
გავრცელებული მოსაზრებით, მინისტრის ბრძანება მარტოხელა ქალებს ინ ვიტრო განაყოფიერებით შვილის ყოლის შანსს ართმევს, რასაც სამინისტროში უარყოფენ. მათი თქმით შეზღუდვა, ეს არა ინ ვიტრო განაყოფიერებას, არამედ სუროგაციას ეხება.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ in vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია", — წერია იუსტციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტა მინისტრმა სუროგაციის გზით შვილის გაჩენის საკითხების გართულება და დარეგულირება, უწყებაში ამას ბავშვებსა და დედებზე ზრუნვით განმარტავენ. მათივე მტკიცებით, მიზნად აქვთ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის პრევენცია მოხდეს.
"ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება ("სუროგატი დედა")". უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან", — აცხადებენ უწყებაში.
ბრძანების დისკრიმინაციულ ხასიათზე კრიტიკის პასუხად უწყებაში აცხადებენ, რომ სუროგაციის გზით ბავშვის აყვანა აქამდეც მხოლოდ ქალსა და კაცს შეეძლო. მათივე თქმით, დაზუსტების მიზანია ის, რომ წყვილს ბავშვის აღზრდის "გრძელვადიანი მიზანი ჰქონდეს" და ქორწინება არ იყოს ფიქტიური.
"2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა. კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის. ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც", — აცხადებენ უწყებაში.
ქალთა უფლებადამცველი, კავშირ საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია ბრძანებაში რაიმე გონივრულს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ ცვლილება დისკრიმინაციულად ეპყრობა მარტოხელა დედას, რომელსაც შვილის სუროგაციით ყოლა სურს. მისივე თქმით, ეს დამოკიდებულება იმას ნიშნავს, რომ მარტოხელა მშობელი არ არის კარგი მშობელი, მაშინ როცა, უამრავი ოჯახია, სადაც ბავშვები ძალადობის ქვეშ იზრდებიან.
"სუროგაცია, რომელიც შეიძლება გარკვეული რისკის შემცველი იყოს როგორ დედის, ასევე, ბავშის ჯანმრთელობისთვის, ცვლილებები ამ რისკებს არ აზღვევს", — ამობს პატარაია.
ევროპული საქართველოს ლიდერი ირმა ნადირაშვილი ამ ინიციატივას ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად აფასებს. მისი თქმით, ინიციატივა აბსურდული და ბოროტია.
"წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ მან უნდა იფიქროს ყველა წყვილის ნაცვლად, ყველა ოჯახის ნაცვლად, თუ როდის სურთ ადამიანებს ბავშვის ყოლა.კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ამ მავნებელი, ბოროტი ქალის, ძალიან ცუდი განზრახვა, რასაც ის ვერ განახორციელებს", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
კომენტარები