კრემლის საარჩევნო ფსონი პატრიოტთა ალიანსზე — დოსიეს გამოძიება და ინაშვილის "კონტრარგუმენტი"
ფოტო: ფოტო დოსიეს მასალიდან
ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სასურველი შედეგის მისაღწევად პატრიოტთა ალიანსს აფინანსებს, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა.
დოსიეს განცხადებით, გამოძიებისას გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ე.წ. რბილი ძალა, რომელიც კრემლიდან იმართება: როგორ იბარებენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს მეზობელ ქვეყნებში, ხოლო მოსკოვიდან გაგზავნილ ინსტრუქციებში დეტალურადაა აღწერილი, პრორუსულმა ოპოზიციამ როგორ უნდა გააღვივოს პროტესტის გრძნობა, გამოიწვიოს პროვოკაცია და რომელ მტკივნეულ თემებზე დასვას მთავარი მახვილები.
"ამჯერად თემა ეხება საქართველოში დაგეგმილ ოქტომბრის არჩევნებს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კრემლი ფსონს ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე დებს, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებენ ნატოსა და აშშ-ს. უკვე შედგენილია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი და დამონტაჟებულია სააგიტაციო ვიდეო რგოლი. ხოლო პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის პოლიტ ექსპერტი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS დაიქირავეს.
თავად მიხეევს კი გენერალ ჩერნოვის ხალხი კურირებს, ეფ ეს ბეს პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გე ერ უს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი", — წერია დოსიეს მასალაში.
მიხეევი ცნობილია, როგორც კრემლთან აფილირებული პირი, რომელიც თავს პოლიტოლოგს უწოდებს. ის სახელისუფლებო მედიაში პროპაგანდისტულ მასალებზე მუშაობდა. დოსიეს ინფორმაციით, სწორედ მან მისწერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ წინასაარჩევნო სამზადისისთვის, პატრიოტთა ალიანსის გასაპიარებლად, პოლიტტექნოლოგების დასაქირავებლად, გადაადგილებისა და საცხოვრებელი ხარჯებისთვის, 700 000 დოლარი სჭირდებოდათ. გამოძიებას თან ერთვის, სავარაუდოდ, მიხეევის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის ფოტო.
დოსიეს ვარაუდით, მიხეევის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რადგან მათ ხელში აღმოჩნდა სხვა დოკუმენტებიც, რომლებშიც უკვე პატრიოტთა ალიანსის მიერ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვაა. დოსიეს ინფორმაციით, პარტია 4-თვიანი საარჩევნო კამპანიისთვის საკმაოდ მსუყე, რვა მილიონიან დაფინანსებას ითხოვს.
გარდა ამისა, საგამოძიები მასალაში აღნიშნულია, რომ მოსკოვური კომპანია POLITSECRETS, რომელიც ალიანსის კამპანიას გეგმავს, ურჩევს მათ, პრობლემურ თემებზე გააკეთონ აქცენტი, ქართველ ამომრჩეველში უკმაყოფილება გააძლიერონ, ელექტორატი გახლიჩონ და ამ ფორმით ხმები წაართვან ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. მათივე თქმით, უკვე მზად არის ამ კომპანიის დაზადებული სარეკლამო კლიპებიც.
დოსიე აცხადებს იმასაც, რომ ალიანსის გასაპიარებლად დაქირავებულია სპუტნიკის მიერ დაფინანსებული სააგენტო Regnum და პოლიტიკური ცენტრი ჩრილოეთ-სამხრეთი, რომლის ხელმძღვანელიც კრემლთან და რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის პრესსპიკერ, მარია ზახაროვასთან დაკავშირებული პირია.
ინაშვილის "კონტრარგუმენტი" და შეფასებები
საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი პატრიოტთა ალიანსისგან ჯერ კიდევ ოკუპირებული რეგიონში საიდუმლო ვიზიტის შესახებ ელოდა პასუხს, როდესაც დოსიეს გამოძიება გამოქვეყნდა. ინაშვილი იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში იყო ჩასული, თუმცა დოსიეს გამოძიებას აბსურდს და დეზინფორმაციას უწოდებს.
რვა მილიონიან დაფინანსებაზე საუბრისას ის აცხადებს, რომ ეს ციფრი მოგონილია და მათ საარჩევნო ნომერთანაა დაკავშირებული.
"ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. რვა მილიონი, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩვენო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ", — განაცხადა ინაშვილმა ბრიფინგზე.
ოპოზიციაში გავრცელებულ ინფორმაციას არსებული ეჭვების და ბრალდებების დასტურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსისთვის პარტიისთვის ფულის მიწოდება ემსახურება მიზანს, ეს პარტია გაძლიერდეს საქართველოში და კოალიციური მთავრობა შეუქმნას ქართულ ოცნებას.
"ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, და ეს ინფორმაცია რომელიც გავრცელდა არის სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს ამ ფაქტებზე. ბუნებრივია, ჩვენ არ ველით, რომ ქართული ოცნება ამას გამოიძიებს და თავის სატელიტ პარტიას პატრიოტთა ალიანსს რაიმე პრობლემას შეუქმნის", — აცხადებს კაპანაძე.
მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, თუ პატრიოტთა ალიანსს ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი დაუდასტურდება, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება.
"უნდა მოჰყვეს" — განაცხადა დეპუტატმა დოსიეს გამოძიების შეფასებისას.
მდინარაძე ამ თემაზე საუბრისას გამოეხმაურა კაპანაძის განცხადებასაც და მას და მის გუნდს ისევ აგვისტოს ომის საკითხი შეახსენა.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა

_5f43fe4f59c37_5f43fec1b4eb2.jpg)
კომენტარები