შეთანხმების მიუხედავად, ალეპოში ცეცხლი არ შეწყდა - მოსახლეობა ქალაქს ვერ ტოვებს
ფოტო: ABDALRHMAN ISMAIL/REUTERS
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ალეპოს აღმოსავლეთით, მეამობოხეთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაბომბვა მაინც გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ათასობით მშვიდობიან მოქალაქესა და ამბოხებულს ქალაქიდან გასვლის საშუალება უნდა ჰქონოდა. ამის შესახებ The Associated Press იუწყება.
AP-ის ცნობით, დაგეგმილი ევაკუაცია გადაიდო. სამთავრობო ავტობუსები ქალაქში ჩავიდნენ, თუმცა, საწყობებში დაბრუნდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შესრულდა.
ალეპოელი მედია აქტივისტი, მუჰამედ რასლანი იუწყება, რომ დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:15-ზე, მაშინ, როდესაც ერთ-ერთი თურქული სააგენტოსთვის მუშაობდა, მასთან ახლოს რაკეტა ჩამოვარდა.
სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, იმავე დროს, აფეთქების ხმა გაისმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უბნიდანაც.
სირიის ოპოზიციური ძალები აცხადებენ, რომ ალეპოში ევაკუაცის გეგმა ირანელმა მებრძოლებმა დაარღვიეს და მათ განაახლეს თავდასხმები ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ამბოხებულები არიან.
შიიტები ლიბანიდან, ერაყიდან, ირანიდან და ავღანეთიდან, პრეზიდენტ ასადის დასახმარებლად იბრძვიან სირიაში.
BBC-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს რუსეთსა და ირანს, უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება.
ამავე დროს, რუსეთმა ამბოხებულებს დასდო ბრალი შეთანხმების დარღვევაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალყაშემორტყმულ ალეპოში მყოფმა სირიელმა ამბოხებულებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ამბოხებულებმა გამთენისას განაახლეს საომარი მოქმედებები. კოლონას კი, რომელიც დილის საათებში უნდა დაძრულიყო ქალაქ იდლიბისკენ და გადაეყვანა მოსახლეობა, ცეცხლი გაუხსნეს.
ალეპოში მყოფი აქტივისტი და ჟურნალისტი, სალაჰ აშკარი ტვიტერზე წერს, რომ მის შენობას სამთავრობო ძალებმა გაუხსნეს ცეცხლი. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ევაკუაციისთვის ავტობუსებს ელოდებოდნენ, ისევ უნდა დაბრუნდნენ თავშესაფრებში.
13 დეკემბერს გაერომ განაცხადა, რომ სირიის მთავრობის ჯარისკაცები აღმოსავლეთ ალეპოში სახლებში შედიან და მოქალაქეებს კლავენ, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს:
"გუშინ საღამოს ჩვენ საშინელი ცნობები მივიღეთ ალეპოდან, ქუჩებში უამრავი გვამია" - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი.
მეამბოხეები, რომლებიც ალეპოს აღმოსავლეთში ბოლო 4 წლის განმავლობაში იმყოფებიან, განადგურების ზღვარზე არიან.
გაერო და წითელი ჯვარი სირიის მთავრობისგან და რუსეთისგან ალეპოში მოქალაქეების დაცვას ითხოვენ.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები