არტისტი ფსევდონიმით "ანდრო დადიანი" ამბობს, რომ მისი ნამუშევარი ცენზურის გამო ჩამოხსნეს
ფოტო: ანდრო დადიანი
პოეტი და პერფორმერი, ფსევდონიმით ანდრო დადიანი, აცხადებს, რომ მისი ნამუშევარი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გამართულ ფესტივალზე ცენზურის გამო ჩამოხსნეს.
ფესტივალი ლიტერატურა სოლიდარობისთვის პანდემიის შედეგად უხელფასოდ დარჩენილ არტისტებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ტარდებოდა.
როგორც დადიანმა On.ge-ს უთხრა, თეატრალურმა უნივერსიტეტმა მისი ნამუშევრის, სახელწოდებით "შე *ლეო", სასწრაფოდ ჩამოხსნა მოითხოვა, მიუხედავად ფესტივალის ორგანიზატორების მიერ ახსნა-განმარტებისა, რომ ნამუშევარზე ასახული სიტყვა დღევანდელი ცხოვრების ნაწილია და არ შეიძლება ცენზურა დაედოს.
"არ შეიძლება ცენზურა დაედოს ხელოვნების ნიმუშს იმის მიხედვით, რომ ვიღაცის ესთეტიკურ კრიტერიუმს მიღმაა, მით უფრო, რომ ეს სივრცე სახელოვნებო დაწესებულებაა და ხელოვანის თავისუფლების შესახებ არ უნდა ესწავლებოდეთ. ეს ნაქარგი ორი სიტყვა, 4 თვე იკემსებოდა და თავისი უხამსობით, პორნოგრაფიული პირდაპირობით, ქუჩური და გადაგვარებული გრამატიკული ფორმით გამოხატავს იმას, რაც ჩვენს ირგვლივაა", — ხსნის ანდრო დადიანი.
ის On.ge-ს ნამუშევრის ინსპირაციაზეც ესაუბრა და გვითხრა, რომ მის შეყვარებულს ეძღვნება.
"'ნამუშევარი ჩემს შეყვარებულს, დავითს ეძღვნება, რომელთანაც პრობლემები მქონდა შარშან, როცა ამ ტილოს ვქარგავდი, წელს იმავე პრობლემებმა უფრო ფესვგადგმულმა იჩინეს თავი და ეს დაგროვილი წყენა მინდოდა მისთვის მიმეწვდინა. როცა ფესტივალმა ''ლიტერატურა სოლიდარობისთვის'' შემომთავაზა რაიმე გამეტანა გამოსაფენად სხვა ნამუშევრებზე არც მიფიქრია დიდხანს", — განაცხადა ანდრო დადიანმა.
ავტორის თქმით, გარდა პირადი ემოციებისა, ამ ნამუშევრით ის გარკვეულ მესიჯებს საზოგადოებასაც უგზავნის და ამბობს, რომ ეს ერთგვარად მიმართვაა სოციუმთან.
"ეს ცენზურა მოულოდნელი არ იყო, რადგან ირგვლივ ყველაფერი კვლავწარმოებიკენ და ტავტოლოგიისკენ გვიბიძგებს. იმედი არაა, რომ შემოქმედებითი სიმართლე, წამიერი გაელვების გარდა, სადმე ღირსებად გამოცხადდება. ამ ნორმად ქცეულ სიმახინჯეს და მის გამამყარებლებსაც მიემართება ეს ფრაზა. როგორმე უნდა გავარღვიოთ ეს ბოროტი წრე, სიტყვებს თავისი ენერგეტიკა აქვთ, თუ სიტყვა განიცდება ე.ი. ის ჯერ გარემოში იყო და მერე გარდაიქმნა სიტყვად და მის ჩახშობაზე ფიქრს აზრი არ აქვს და თუკი მაინც შეეცდება ვინმე ამის გაკეთებას, უნდა იცოდეს, რომ ეს ფაშიზმია", — აცხადებს დადიანი.
On.ge დაუკავშირდა ფესტივალის ორგანიზატორს, რომელიც ამბობს, რომ ნამუშევრის ჩამოხსნის გადაწყვეტილება უნივერსიტეტის წარმომადგენლების თხოვნით მიიღო.
"უნივერსიტეტის თხოვნით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამომეხსნა ნამუშევარი, რადგან მათ თვიანთი ფორმატი აქვთ, თავიანთი წესები აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ საუნივერსიტეტო სივრცე სრულიად უსასყიდლოდ 4 დღის განმავლობაში დამიდგა გვერდით, არტისტთან შეთანხმებითაც ჩამოვხსენით ეს ნახატი და ვისაუბრეთ ყველანაირი ინციდენტების გარეშე", — ამბობს თაკო შუკაკიძე.
ის ასევე აცხადებს, რომ მისთვის როგორც ანდრო დადიანის, ისე უნივერსიტეტის პოზიცია გასაგებია.
"სივრცის პოზიციაც და არტისტის პოზიციაც ჩემთვის გასაგებია. ორივეს ჩემი წილი პატივისცემა აქვს... მესმის მე ანდროსი. სხვა სივრცეში შეიძლება ჩვეულებრივად გამოვფინოთ, ალბათ, უფრო მეტად სამუზეუმო სივრცეში", — განმარტავს ის.
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
კომენტარები