5 ადგილი საქართველოში მშვიდი დასვენებისთვის
აქტიური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ზოგჯერ გვინდა ჩვენს თავს უბრალოდ მოდუნების და გარემოსთან განმარტოვების საშუალება მივცეთ. საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც შეგიძლია მშვიდად გაატარო დრო, იმის მიუხედავად ურბანულ გარემოსთან ახლოს ყოფნა გინდა, ველურ ბუნებასთან ურთიერთობა თუ უბრალოდ მშვიდ ქუჩებში ხეტიალი.
1. თელავი
ფოტო: Shutterstock commons
პირველ რიგში, ასეთ ადგილად შეიძლება საქართველოს უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი არქიტექტურის ქალაქი - თელავი დასახელდეს. აქ ყველაფერია შენი მშვიდი დასვენებისთვის. გარდა ამისა, თელავი საქართველოს ქალაქებს შორის, ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე სუფთა ქალაქია და ამ მხრივ ჩვენს სახელგანთქმულ კურორტებსაც არ ჩამოუვარდება. საკმარისი გამწვანება და მყუდრო უხმაურო ქუჩები, ნამდვილად მოგცემს განტვირთვის და მოდუნების შესაძლებლობას. ამასთანავე, თელავში საკმაოდ კარგად არის განვითარებული სხვადასხვა საჭირო სერვისი, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი დასვენებისთვის.
2. აბასთუმანი
ფოტო: Shutterstock commons
აბასთუმანი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ამოზიდული მარგალიტია ზღვის დონიდან 1 340 მეტრზე. აქ არსებული ჰაერის თუ წყლების სამკურნალო თვისებები საუკუნეების წინ შენიშნეს. ციცაბო ფერდობზე გაშენებული წიწვოვანი ხეები, რომელთანაგაც ფიჭვი დომინირებს ყვავილობის პერიოდში განსაკუთრებულად სასარგებლოა. დღემდე აბასთუმანი რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სუფთა კურორტად.
3. ცემი
ფოტო: Yasuhiro Kojima / Wikipedia
ცემი ბორჯომიდან სულ 17 კილომეტრით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 1 120 მეტრზე მდებარეობს. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბორჯომის ხეობის მდიდარი მცენარეული საფარი. ხეობის 2/3 დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, სადაც მცენარეთა 1600-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული.
4. შოვი
ფოტო: Shutterstock commons
რაჭის სილამაზეს საზღვარი არ აქვს, მომენტალურად გრძნობ განსაკუთრებულ სიმშვიდეს და ჰარმონიას ბუნებასთა, ეს ყველაფერი კი ზემო რაჭის, ფაქტობრივად ბოლო სოფელში (თუ ღებს არ ჩავთვლით, რომელიც დისტანცირებულია დასახლებული პუნქტებიდან) - კურორტ შოვში ბევრად მძაფრად იგრძნობა. შოვი, როგორც კურორტი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მოეწყო და ის დღემდე ინარჩუნებს სისტემურად ჩამოყალიბებულ სახეს, რაც გეგმით იყო გათვალისწინებული და შეიქმნა ყველა პირობა იმისათვის, რათა მაღალი სტანდარტების სამთო კურორტი შექმნილიყო.
5. ციხისძირი
ფოტო: Shutterstock commons
თუ სიმშვიდესთან ერთად, ფანტასტიკური პლაჟიც გინდა ბონუსად, მაშინ ციხისძირისკენ უნდა აიღო გეზი. ამ დაუჯერებელი სილამაზის ზღვისპირა კურორტზე, ყველაფერია, რაც მშვიდი დასვენებისთვის და ზღვის ტალღებში ნებივრობისთვის დაგჭირდება.
გამგზავრებამდე კი მთაში, ბარში თუ ზღვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლია მარტივად ნახო საშენო საცხოვრებელი rent.myhome.ge-ზე. ახალი პლატფორმის მეშვეობით ონლაინ დაჯავშნი შენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ქონებას, ეს იქნება ბინა, კოტეჯი, სახლი თუ აგარაკი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღებ ინფორმაციას სხვა დამატებითი სერვისების შესახებ. ხოლო, თუ visa-ს ბარათით გადაიხდი, თანხის 20%, 100 ლარამდე უკან დაგიბრუნდება, ქეშბექის სახით.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები