ჰომოფობიური და ქსენოფობიური ალტ-ინფოს კოორდინირებული ქცევა Facebook-ზე — ISFED-ის ანგარიში
ფოტო: ISFED
სამართლიანი არჩევნების ანგარიშის თანახმად, მათ გამოავლინეს 34 ფეისბუქგვერდი, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენენ და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია ალტ-ინფოსთან არიან დაკავშირებული.
"ალტ-ინფო თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი — ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამჟამად, ალტ-ინფოს მთავარ იარაღს წარმოადგენს ონლაინ ვიდეოგადაცემების გაზიარება მათთან დაკავშირებულ 34 ფეისბუქგვერდზე, რომელთაგან 12 გვერდი ღიად, ხოლო 22 ფარულად არის აფილირებული ალტ-ინფოსთან. ამასთან, გვერდების გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი, რომლებშიც აქტიურად ზიარდება ალტ-ინფოს სიახლეები, მათგან 7 ჯგუფი მჭიდროდ არის კოორდინირებული და შენიღბულად ეწევა ალტ-ინფოს პროპაგანდას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფარულად გამავრცელებელ 22 გვერდს ჯამში 365 549 გამომწერი ჰყავს, ხოლო ოფიციალურად მოქმედ 12 გვერდს 157 640. მჭიდროდ კოორდინირებულ 7 ჯგუფში სულ 169 734 მომხმარებელია გაწევრიანებული, დანარჩენ 18 ჯგუფს კი, ჯამურად 777 679 წევრი ჰყავს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა, რომ ალტ-ინფო აქტიურად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს და ფეისბუქის მეშვეობით ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ, ღიად ანტიდასავლურ და ანტისაიმიგრაციო გზავნილებს ავრცელებს. ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის — DFRLab-ის შეფასებით, ალტ-ინფო ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.
შპს ალტ-ინფო 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ ალტერნატივა საქართველოსთვის 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია (რომელიც ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი და მონაწილეა), ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებულია [email protected]
გვერდების ალტ-ქსელი
ISFED-ში აღნიშნავენ, რომ ფეისბუქზე საკუთარი ქსელის ღიად გაფართოება ალტ-ინფომ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა ალტ-ინფოსთან და მასთან დაკავშირებული, სიძულვილის ენით გამორჩეული ე.წ ალფა დომინანტის გვერდები დაბლოკა.
მას შემდეგ ხელახლა შეიქმნა მათი ამჟამინდელი ოფიციალური გვერდი — Alt-Info • ალტ-ინფო, რასაც მალევე მოჰყვა მასთან დაკავშირებული ახალი ტიპის გვერდების გამოჩენა.
"როგორც ჩანს, ალტ-ინფოს მიზანს გამომწერების დივერსიფიცირება წარმოადგენდა და, შესაბამისად, ზოგიერთ ახალ გვერდს შენიღბულად გასართობი შინაარსი მიეცა. მათი დასახელების სტილი ერთგვაროვანია და ქსელურ კავშირზე იმთავითვე მიუთითებს. აღნიშნულ გვერდებზე სახელწოდების შესაბამის გასართობ სიახლეებთან ერთად ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კონტენტი ვრცელდება", — აღნიშნულია ანგარიშში.
ფოტო: ISFED
ალტ-ინფოს ფარული გვერდები
ISFED-ში აღნიშნავენ, რომ ალტ-ინფოს კონტენტის გამავრცელებელი გვერდების კიდევ ერთი ქსელი ფარულად მიბმულია ალტ-ინფოსთან და შენიღბულად ემსახურება ორგანიზაციის ხედვების მეტი მომხმარებლისთვის მიწოდებას. შესწავლილი გვერდების სახელწოდებები გასართობი და შემეცნებითი ხასიათისაა, ისე, რომ მომხმარებელი ალტ-ინფოსთან რაიმე კავშირს ვერ წარმოიდგენს.
ფოტო: ISFED
მათივე თქმით, შესწავლილ 22 გვერდზე ერთდროულად ზიარდება ყველა ვიდეო-გადაცემა, რომელიც თავდაპირველად ალტ-ინფოს ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება, რაც მათ კოორდინირებულობას ადასტურებს. ამ გვერდების უმრავლესობა ალტ-ინფოს სიახლეების გარდა, სხვა პოსტებს არ აქვეყნებს. გამონაკლისია მხოლოდ 3 ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიური შინაარსის გვერდი, რომლებიც ალტ-ინფოს ვიდეოებთან ერთად, მართლმადიდებლური შინაარსის პოსტებსაც ავრცელებს. ესენია: თაობა ქრისტესთვის, ახალგაზრდული ერთობა და პატრიოტული სულისკვეთება. სამივე გვერდზე ერთდროულად ან რამდენიმე წუთის დაშორებით ქვეყნდება ალტ-ინფოს ვიდეო-გადაცემები.
ორგანიზაცია ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ რიგ შემთხვევებში ფარულ გვერდებზე გადაცემები ორიგინალურ პოსტად არის გამოქვეყნებული და უფრო ადრე ქვეყნდება, ვიდრე ალტ-ინფოს ოფიციალურ გვერდზე.
"მონაცემების რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ალტ-ინფოს ვიდეოების ნახვების მაჩვენებელი გვერდებზე გაზიარების ხარჯზე იზრდება და ნახვების რაოდენობის თითქმის ნახევარი სწორედ გაზიარებულ ვიდეო-ნახვებზე მოდის. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ალტ-ინფო საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებას ფარულად და ორგანიზებულად, შენიღბული ფეისბუქ გვერდების გამოყენებით ეწევა
ალტ-ინფოსთან დაკავშირებულ 22 ფარულ გვერდზე, გამომწერთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, ალტ-ინფოდან გაზიარებულ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება არ აქვს. შესაძლოა ეს მიანიშნებდეს, რომ ამ გვერდების გამომწერთა უმრავლესობა არ იზიარებს ალტ-ინფოს მოწოდებებს. სავარაუდოდ, ისინი გვერდის გასართობი ან შემეცნებითი სახელწოდებიდან გამომდინარე, შეცდომაში შეიყვანეს და გამომწერები გვერდების სახელწოდების თავდაპირველი ნეიტრალური, გასართობი ხასიათის პოსტების მეშვეობით მოაგროვეს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ფოტო: ISFED
ალტ-ინფოს კონტენტი
ISFED-ში აღნიშნავენ, რომ ალტ-ინფო ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს, მათი მოწოდებები კი განსხვავებულობისა და სიახლისადმი შიშისა და მიუღებლობის დანერგვას ცდილობს. მათი ფეისბუქ აქტივობაც ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას ემსახურება:
"ალტ-ინფოს პოსტებსა თუ ვიდეო გადაცემებში ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი მიმართვები სექსუალური უმცირესობების, ქალების და ემიგრანტების მიმართ. მათი ნარატივი მიგრანტების მოძალადეებად წარმოჩენას მოიცავს. გვერდზე ხშირია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და ქალთა უფლებადამცველების დისკრედიტაცია. უკვე არაერთხელ დადგინდა, რომ ალტ-ინფოს პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული".
ფოტო: ISFED
ფოტო: ISFED
ამასთან, ISFED ალტ-ინფოს მხრიდან ანტიდასავლური განწყობების გაღვივებასა და რუსეთისადმი ხალხის კეთილგანწყობს მოპოვებაზე საუბრობს. მათ მაგალითად მოჰყავთ ალტ-ინფოს გადაცემაში მოწვეული ალექსანდრ დუგინი, ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი და რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი:
"გადაცემაში საუბარი იყო ევრაზიული რეგიონის მნიშვნელობაზე. დუგინი გადაცემაში განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნეიტრალურ კურსს დაიჭერს და უარს იტყვის პრო-დასავლურ მისწრაფებებზე, მაშინ რუსეთი მის ტერიტორიულ მთლიანობას მიესალმება. აღნიშნული ეთერი ალტ-ინფოს ქსელში ჩართულ 26 გვერდზე გავრცელდა. ვიდეო ასევე გაზიარდა ალექსანდრ დუგინის ფეისბუქ ჯგუფში და მის პროფილზე".
აღნიშნულ ვიდეო გადაცემას ალტ-ინფოს გვერდზე 15 298 ნახვა აქვს, ხოლო გაზიარებულ გვერდებსა და ჯგუფებში — 38 027. გაზიარებული პოსტების გარდა, ხშირია ვიდეო გადაცემების თანატრანსლირება შენიღბულ გვერდებზე, ე.წ. კროსპოსტინგი, რაც ამ გვერდების კოორდინირებულ ქცევაზე მიუთითებს.
ალტ-ინფოს აქტივობა ჯგუფებში
გვერდების გარდა, ალტ-ინფო კონტენტის გასავრცელებლად ფეისბუქზე ჯგუფებსაც იყენებს. ISFED-ში აღნიშნავენ, რომ ოფიციალურად, ალტ-ინფოსთან მხოლოდ ერთი დახურული ჯგუფია დაკავშირებული — ალტ-ინფოს ჯგუფი. თუმცა, სამართლიანმა არჩევნებმა აღმოაჩინა 25 ფეისბუქ ჯგუფი, რომლებშიც ერთი და იგივე ავთენტური თუ ყალბი ანგარიშები ორგანიზებულად აზიარებენ ვიდეოებს ალტ-ინფოს ოფიციალური გვერდიდან. აქედან ერთი გვერდის mematiane.ge სოსო მიქელაძეს ადმინისტრატორი ალტ-ინფოს დამფუძნებელი შოთა მარტინენკოა.
ფოტო: ISFED
ფოტო: ISFED
შესწავლილიდან, 7 ჯგუფი ერთმანეთთან დაკავშირებულ ქსელს წარმოადგენს. ეს ჯგუფები ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული, ზოგადი ხასიათისაა, რეალურად კი ალტ-ინფოს ფეისბუქ კონტენტის გავრცელებას ემსახურება. ჯგუფებში თვალშისაცემია კოორდინირებული ქცევა, რაც იდენტური პოსტების გაზიარებაში გამოიხატება. გაზიარებების დროც ერთმანეთს ემთხვევა.
ალტ-ინფოს პოსტების ჯგუფებში გავრცელების სქემა კონკრეტული ფეისბუქ პროფილების გამოყენებით:
ISFED ხაზს უსვამს, რომ ჯგუფებში, როგორ წესი, ყველაზე ხშირად მართლმადიდებლური შინაარსის გზავნილები ქვეყნდება და პოლიტიკური შინაარსის პოსტები მხოლოდ ალტ-ინფოს ვიდეო-გადაცემებით შემოიფარგლება.
ანგარიშის ბოლოს, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანტიდასავლური და ანტილიბერალური იდეების გასავრცელებლად ალტ-ინფოს არაორგანული აქტივობა ფეისბუქზე სწორედ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ნიშნებს შეიცავს და მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაცია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას შენიღბულად ცდილობს:
"მსგავსი ფარული და პროპაგანდისტული მეთოდები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული და შესაძლოა, რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული".
მათივე თქმით, ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის მთავარი იდეოლოგი, დუგინი ალტ-ინფოს გადაცემაში იყო მოწვეული და მისი ინტერვიუ ხელოვნური მეთოდებით ვრცელდებოდა, რათა საზოგადოებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი რუსეთის გადმოსახედიდან დაენახა და მასში საქართველოს პრო-ევროპული კურსი დაედანაშაულებინა.
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან



კომენტარები