ქარწაღებულნის უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფოტო: Warner Bros
ფილმის ქარწაღებულნი უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი, ოლივია დე ჰევილენდი, რომელიც ცოტა ხნის წინ 104 წლის გახდა, გუშინ, 25 ივლისს, გარდაიცვალა.
"გუშინ ღამით მსოფლიომ საერთაშორისო საგანძური დაკარგა, მე კი — ძვირფასი მეგობარი და საყვარელი კლიენტი. ის მშვიდად მიიცვალა პარიზში", — თქვა მსახიობის ყოფილმა ადვოკატმა სუზელ სმიტმა.
ჰოლივუდის ოქროს ეპოქის მსახიობმა 1940-იანების მიწურულს ორჯერ მოიგო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ფილმებში The Heiress და To Each His Own. მან აგრეთვე ოსკარის ნომინაცია მოიპოვა ფილმებისთვის ქარწაღებულნი, The Snake Pit და Hold Back the Dawn.
ოლივია დე ჰევილენდი ლესლი ჰოვარდთან ერთად ფილმში ქარწაღებულნი.
ფოტო: Loew's Inc
"ვინმე თუ ოდესმე ყოფილა დაბადებიდან მსახიობი, ეს ოლივია დე ჰევილენდია. მისი დიქცია შეუდარებელია. მას შეუძლია, ფრაზა რეჟისორისთვის სასურველი ნებისმიერი ინტონაციით თქვას იმდენად ზუსტად, თითქოს პიანინოზე უკრავდეს", — ასე დაახასიათა ერთხელ დე ჰევილენდი ამერიკელმა რეჟისორმა მერვინ ლეროიმ.
ოლივია ფილმის ქარწაღებულნი მთავარი როლების შემსრულებელთა შორის ერთადერთი ცოცხალი ვარსკვლავი იყო ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ვივიენ ლი, ლესლი ჰოვარდი და კლარკ გეიბლი გაცილებით ადრე გარდაიცვალნენ, დე ჰევილენდი კი ამ ფაქტზე ნაკლებად ამახვილებდა ყურადღებას. ის დიდწილად თავს არიდებდა საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნას და მშვიდად ცხოვრობდა საფრანგეთში. მსახიობი თავისი ხანგრძლივი კარიერითა და ცხოვრებით კმაყოფილი იყო.
"ბედნიერებას ან კმაყოფილებას კი არ ვგრძნობ, არამედ რაღაც სხვას. უბრალოდ, მადლობელი ვარ, რომ ამდენ ხანს ვიცოცხლე, ამდენი ისეთი რამ მოვასწარი, რისი გაკეთებაც მინდოდა და რომ ამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი სხვა ადამიანებისთვის", — თქვა დე ჰევილენდმა Independent-თან ინტერვიუში 2009 წელს.
ფოტო: THIBAULT CAMUS/AP
მსგავს თემაზე:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები