ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. აჭარის მაუწყებლის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. მოგვიანებით კი სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.