KFC 3D პრინტერით "დაბეჭდილი" ხორცის წარმოებაზე მუშაობს
ცხოველების მოკვლის გარეშე ხორცის მასობრივი წარმოება თანამედროვე ბიოტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარე გამოწვევაა. გარდა იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის რეალიზაცია ცხოველთა უფლებებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ის ხორცპროდუქტებთან ასოცირებულ სათბურის აირების ემისიებსაც შეამცირებს.
"3D ბიოპრინტერების ტექნოლოგიის გამოყენება თავდაპირველად მედიცინაში დაიწყეს, თუმცა ახლა ის ხორცის წარმოებაშიც პოპულარულია", — ამბობს 3D Bioprinting Solution-ის დამფუძნებელი იუსეფ ხესუანი.
სწრაფი კვების გიგანტი, KFC, რომელიც მომხმარებლებს ძირითადად ქათმის ხორცის პროდუქტებს სთავაზობს, 3D Bioprinting Solution-თან თანამშობლობს. ორი კომპანიის ერთობლივ განცხადებაში გამოითქვა იმედი, რომ მომავალში 3D "დაბეჭდილი" ხორცი უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რაც ხორცის ცხოველების მოკვლის გარეშე წარმოებას შესაძლებელს გახდის.
ამ დროისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხორცის 3D "ბეჭდვა", მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, ძალიან რთული და ნელი პროცესია, რის გამოც ამ ეტაპზე ის საბაზრო მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს.
თუმცა, ბევრი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ტექნოლოგია გაიაფდება და წარმოებაც დაჩქარდება, რაც ხორცის "ბეჭდვას" მეტად ეფექტიანს გახდის.
კომენტარები