ნეპოტიზმი სასამართლო სისტემაში — ნაზი ჯანეზაშვილი მის მიერ შესწავლილ ფაქტებს ასაჯაროებს
ფოტო: Nazi Janezashvili / Facebook
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემა კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის ჩაკეტილია, ხოლო გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის ღიაა.
მისი თქმით, გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ძალაუფლება დგას არა მხოლოდ უშუალოდ ე.წ. კლანის მოსამართლეებზე, არამედ სასამართლო სისტემის იმ მოხელეებზეც, რომლებიც მათი ნათესავები, მეგობრები ან სხვაგვარად დაკავშირებული პირები არიან.
"ნათესაური, მეგობრული თუ სხვაგვარი კავშირების გამო სასამართლოების თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭების პრაქტიკა ხელს უშლის კვალიფიციური კადრების შემოდინებას, ხოლო სისტემაში დასაქმებულ პროფესიონალებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ართმევს. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა მთლიანად სასამართლო სისტემის მუშაობის ხარისხზე უარყოფითად აისახება", — აცხადებს ჯანეზაშვილი.
ჯანეზაშვილმა საერთო სასამართლოების სისტემაში გავლენიან მოსამართლეთა მხრიდან ნათესავების, ახლობლების და სხვაგვარად დაკავშირებული პირების მფარველობასთან დაკავშირებული შემთხვევები შეისწავლა და მათ ნაწილს ასაჯაროებს. მისი ინფორმაციით:
ირაკლი შენგელია — თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი:
- ირაკლი შენგელიას ცოლი, ლანა თევზაძე მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შენგელიას დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ლანა თევზაძე 2014 წლიდან დასაქმებულია საერთო სასამართლოების სისტემაში;
- ირაკლი შენგელიას და, თინათინ შენგელია სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად მუშაობს;
- ირაკლი შენგელიას დისშვილმა, სალომე კაცაძემ მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და დღესაც საქმიანობს სასამართლო სისტემაში.
რევაზ ნადარაია — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი:
- რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსადმთავრებულის კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია (სოფელი დიდი ჭყონი), მაგრამ, როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ ნადარაია როდესაც ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო; როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში; ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა — "ვინაიდან ჩაგუნავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (რომლის წევრიც ნადარაიაც არის) გადაწყვეტილებით, სკოლის მსმენელი გახდა, არ არის გამორიცხული, ჩაგუნავა უახლოეს მომავალში საბჭომ მოსამართლედ დაინიშნოს, რადგან სკოლის დამთავრება მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა";
- კობა ჩაგუნავას დაც, სოფიკო ჩაგუნავა სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის 2015 წლიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტია. იქამდე მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და სასამართლოში არასდროს უმუშავია;
- ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, რევაზ ნადარაიამ უნდა უპასუხოს კითხვას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის ხატია გვილავას შესახებ, რომელიც იქ 2018 წლიდან მუშაობს, არის თუ არა მისი ნათესავი?
დავით მამისეიშვილი — ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე:
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს დავით მამისეიშვილის თანასოფლელი (სოფელი გეგუთი) თორნიკე გიგიაძე, რომელიც 2019 წლის 30 დეკემბრიდან აღნიშნული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტია. გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე მამისეიშვილმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, არის თუ არა მისი ნათლული.
პაატა სილაგაძე — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე:
- პაატა სილაგაძის ცოლის და, ნინო გიორგაძე 2015 წლის ივლისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ის ჯერ იყო წამყვანი სპეციალისტი, ხოლო, მოგვიანებით, ამავე სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი გახდა.
გოჩა დიდავა — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე:
- პაატა ბობოხიძე, რომელიც გოჩა დიდავას ნათესავია ცოლის მხრიდან, 2009-2013 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მანდატური, რის შემდეგაც ის წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობდა. 2016 წლიდან მისი ნათესავი, მოსამართლე გოჩა დიდავა ინიშნება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ამის შემდგომ, 2018 წელს პაატა ბობოხიძეც ბრუნდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯერ კურიერად, შემდეგ ხდება წამყვანი სპეციალისტი, ახლა კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანია.
დავით ახალბედაშვილი — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე:
- დავით ახალბედაშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ გიორგიძე ნათესავები არიან. ნოდარ გიორგიძემ მუშაობა დაიწყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დავით ახალბედაშვილი ამავე სასამართლოს მოსამართლე იყო. 2017 წლის 20 ნოემბრიდან ნოდარ გიორგიძე არჩეული იქნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად (ქართული ოცნებიდან) და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. მართალია, გიორგიძე სასამართლოში აღარ მუშაობს, მაგრამ მისი ცოლი, თინათინ ციცქიშვილი ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეა.
ვანო ბოლქვაძე — იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი
- ვანო ბოლქვაძის ცოლი, ხატია ჯავახიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის კონსულტანტია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავად ვანო ბოლქვაძეს მიხეილ ჩინჩალაძესთან მუშაობის გამოცდილება აქვს ჯერ უზენაეს სასამართლოში, შემდგომ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი წარმატებაც სწორედ ამ წარსულ გამოცდილებას უკავშირდება.
ლევან გზირიშვილი — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი
- ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია. მან 2018 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოგვიანებით კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გახდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, რაც მოსამართლედ დანიშვნამდე სავალდებულო ეტაპია. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაბარება ნეპოტიზმის შედეგია, რადგან მამის დახმარების გარეშე მისთვის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყება და იუსტიციის სკოლაში ჩაბარება მარტივი არ იქნებოდა — "გამორიცხული არ არის, რომ ალექსანდრე გზირიშვილი უახლოეს მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გახდეს მოსამართლე, რომლის წევრიც არის მისი მამა".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები