გოგლა ჟვანია: ჩემი მოლოდინი არ გამართლდა
ფოტო: Agenda.ge
წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა და ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განცხადა, რომ მისი ძმის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობამ მოლოდინები არ გაუმართლა, რადგან საკმარისი მყარი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს საქმის გასახსნელად.
გოგლა ჟვანიას თქმით, გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა, იმ გახმაურებულ ფირის სახით, რომელიც ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელდა:
"გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა უფრო ადრე გახსნის იმედი, იქედან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა. თუმცა, იმისათვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებებით დაამტკიცო, თურმე მეტია საჭირო".
გოგლა ჟვანია ფიქრობს, რომ საბოლოოდ, გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივა. მისი აზრით, იგი აქამდე უცხოელი ექსპერტების ჩართვამ შეაფერხა, რადგან ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, შეკითხვების გადაგზავნა, პასუხების მიღება:
"ზოგიერთმა [ექსპერტმა] მიწერ-მოწერის შემდეგ განაცხადა, ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეა და მასში ჩართვაზე უარს ვაცხადებო. ასეთი თემები იწვევს საქმის გაჭიანურებას".
მიუხედავად ამისა, გოგლა ჟვანია ფიქრობს, რომ თუკი, ექსჰუმაციის საკითხი ისევ აქტუალური გახდება, პროცესი უცხოელი ექსპერტების ჩართვით უნდა წარიმართოს.
მას საეჭვოდ მიაჩნია ლევან სამხარაულის საქმეც:
"პრემიერის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის მკვლელობის ფაქტი საეჭვოა, რადგან ის ზურას საქმის გამოძიების დეტალებზე სრულად იყო ინფორმირებული".
რაც შეეხება ექსპერტ ლევან ჩიჩუას, გოგლა ჟვანია ამბობს რომ მასთან დაკავშირებული საკითხი ჟვანიას საქმეში მათთვის მაინც ბოლოხარისხოვნად რჩება.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, იგი გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით დაიღუპა.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები