შვეიცარიის მყინვარში ახალი ბაქტერიები და მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს
შვეიცარიაში ბევრგან მუდმივად ნოტიო ნიადაგია. ქვეყნის ზედაპირის 5% მუდმივად ყინულით არის დაფარული. 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე ზოგან ყინული უკანასკნელი 13 ათასი წელია, არ გამდნარა.
შვეიცარიის თოვლის და ლანდშაფტის (WSL) კვლევითმა გუნდმა ზედა ენგადინის რეგიონში უპრეცედენტოდ დაბალი ტემპერატურის პირობებში ბაქტერიების და მიკროორგანიზმების ახალი სახეობები მოიპოვეს. მასალები ამჟამად WSL-ის და ციურიხის ლაბორატორიების მაცივრებში -80 გრადუს ცელსიუსზე ინახება და აქტიური კვლევის საგანია.
"გაყინულ ნიადაგში სახეობების უფრო დიდი მრავალფეროვნებაა, ვიდრე ჩვეულებრივ ზედაპირებზე. ამას არ ველოდით", — ამბობს WSL-ის მკვლევარი ბიტ ფრეი, — "თუ, დავუშვათ, ათას სახეობას ვპოულობთ, ამათგან 300 მხოლოდ მუდმივად ნოტიო ნიადაგში არსებობს".
ფრეი და მისი გუნდი ჰიპოთერმულ სახეობებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მაგალითისთვის, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მიკროსკოპული სოკო, რომელიც -5 გრადუს ცელსიუსზეც უპრობლემოდ ცოცხლობს.
ლაბორატორიებში მეცნიერები ახალი ბაქტერიების ანტიბიოტურ თვისებებს სწავლობენ. ბაქტერიები ხშირად ისეთ ნაერთებს გამოყოფენ, რომლებიც, შესაძლოა, ინფექციებთან გასამკლავებლად გამოდგეს.
მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ ზოგი ახლადაღმოჩენილი მიკროორგანიზმი ისეთ ენზიმებს გამოყოფს, რომლებიც ცხიმის დაშლას დაბალ ტემპერატურაზეც ახერხებენ. ეს, შესაძლოა, მომავალში სარეცხ ფხვინელბში გამოდგეს, რაც ტანსაცმლის დაბალ ტემპერატურაზე გარეცხვის საშუალებას მოგვცემს და ენერგიის დაზოგვაში დაგვეხმარება.
შვეიცარიის მთებში გამდნარი ყინული მეცნიერებს საინტერესო მიკროორგანიზმების კვლევის საშუალებას აძლევს. თუმცა, ყინულის ლღობა გლობალური კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი შემახსენებელია.
კომენტარები