"ოცნება" შეშფოთებულია ივანიშვილის ნეგატიურად მოხსენიების გამო — პარტიის ლობისტები კონგრესმენებს
ფოტო: ქართული ოცნება
მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლობისტურმა კომპანიამ, Hogan Lovells-მა 13 ამერიკელ კონგრესმენს უპასუხა. წერილში ნათქვამია, რომ კონგრესმენების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურად მოხსენიების გამო ქართული ოცნება შეშფოთებულია. ლობისტების წერილი აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გავარცელა:
"პარტია ქართული ოცნება შეშფოთებას გამოხატავს მათი ლიდერისა და პარტიის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი განცხადების გამო. ყველა ეს კომენტარი ყოველგვარი დამადასტურებელი დოკუმენტის დარეშე იყო წარმოდგენილი. ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ მათი მმართველობის დროს, საქართველო, ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა დასავლურ ალიანსსა და აშშ-ს".
ქართულმა ოცნებამ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან თებერვალში, აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენებისგან კრიტიკული წერილების შემდეგ გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულების მიხედვით, პარტია კომპანიას ერთი წლის განმავლობაში თვეში $75 000-ს უხდის.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა,რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, "ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროპაგანდის ნაწილია.
"რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მის დეზინფორმაციული კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფს შემოთავაზებული ჰქონდა ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე, რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.
მაგალითად, ახალი უფლებამოსილების პირობებში სანქციები დაწესდებოდა ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე. გარდა ამისა, არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.
ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ. [...]
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში კრემლის კონტენტთან დაკავშირებულ ოლიგარქებზე, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რათა კონგრესმა განსაზღვროს სამომავლო სანქციები, ეს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა", — წერია ანგარიში.
წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის გავლენის სრული აღქმა დაეხმარება კონგრესს, აღმოფხვრას ხარვეზები, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს მავნე გავლენა იქონიოს. კონგრესმენების აზრით, უნდა განიხილონ რუსეთის გავლენა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მაგალითად ენერგიის მოპოვება, მილსადენები თუ სხვა.
წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკაც და მოკავშირეებიც უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ფინანსურ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის პასუხად. მათი თქმით, ასეთმა სანქციებმა შესაძლებელია, რუსეთის აგრესია შეაჩეროს და გააუმჯობესოს შტატებისა და მისი მოკავშირეების მდგომარეობა და ასეთი სანქციები უნდა გამოიყენონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შემთხვევაში.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები