აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული, ჩვენი მოვალეობა სწრაფი გამოძიებაა — გახარია გაბუნიას საქმეზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში აღკვეთილია "უმძიმესი დანაშაული". ამით ის მთავარი არხის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს, პირველი არხის ეთერში ინტერვიუს დროს გამოეხმაურა.
პრემიერის თქმითვე, მთავრობისა და სამართალდამცავების მოვალეობაა, ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმის სწრაფი გამოძიება და ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება:
"ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემაზე. ფაქტი, რაც გვაქვს: თითოეული ჩვენი, მთავრობის წევრის, სამართალდამცავი სისტემის მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფ დროში გამოძიებული და ეს ინფორმაცია ღიად უნდა მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ კარგად გვესმის, ასეთ მძიმე შემთხვევებს კი არა, ბევრ მარტივ შემთხვევას ჩვენთან მოჰყვება უამრავი სპეკულირება.
ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწყო, პოლიტიკური, კორპორატიული ინტერესებიდან. თითოეულმა სიტყვამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს სრული სურათი. უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ შესაძლებლობა გამოძიების. ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს. სხვა ყველაფერს პოლიტიკური იერსახე დასდევს".
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
სომხეთის ამბერდის ციხესიმაგრეში თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს სომხეთის ამბერდის ციხესიმაგრეში თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ლევან ხაბეიშვილს უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჰოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს მიხეილ სააკაშვილი: ლევან ხაბეიშვილს უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჰოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს
გადახედვა
-
ნინო ნადირაძე: ჩვენი კლინიკის იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურა, თავისი მკურნალი ექიმი ეყოლება ელენე ხოშტარიას ნინო ნადირაძე: ჩვენი კლინიკის იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურა, თავისი მკურნალი ექიმი ეყოლება ელენე ხოშტარიას
გადახედვა
-
"ეს მთლიანად პოლიესტერი არაა" — გივი მიქანაძე სასკოლო ფორმებზე "ეს მთლიანად პოლიესტერი არაა" — გივი მიქანაძე სასკოლო ფორმებზე
გადახედვა
-
ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი) ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი)
-
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო
-
რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია? რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს
გადახედვა
-
4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია 4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია
გადახედვა
-
ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ
-
კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ
გადახედვა
-
როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო
გადახედვა
-
ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა
გადახედვა
-
ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის
-
თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
-
საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია" — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს "ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია" — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს
გადახედვა
-
ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა
-
პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
გადახედვა
კომენტარები