საქართველოს 2020 წლის მოსწავლეთა საუკეთესო კომპანია გამოვლინდა
ფოტო: თიბისი
ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, USAID-ის პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, მინიკომპანიების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.
2020 წლის საუკეთესო მინიკომპანია - თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების კომპანია - Helmet vision გახდა. Helmet Vision მეხანძრის უნივერსალური ჩაფხუტია, რომლის ფუნქცია მეხანძრისთვის კვამლიან გარემოში გზის გაკვალვაა. ჩაფხუტზე განლაგებულია 5 ულტრაბგერითი მანძილმზომი. დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, ჩაფხუტზე შესაბამისი მიმართულებით დამაგრებული სენსორი მეხანძრეს მოსალოდნელი დაბრკოლების შესახებ ხმოვან სიგნალს აძლევს.
გამარჯვებული მინიკომპანია 2020 წლის 22-დან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ონლიან რეჟიმში წარადგენს ევროპის მოსწავლეთა კომპანიების რიგით 31-ე კონკურსზე - www.jacompanyoftheyear.org, სადაც ევროპის 40 ქვეყნის საუკეთესო მინიკომპანიები იქნება წარმოდგენილი.
კონკურსის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებშიც გამოვლინდნენ:
- Facebook მომხმარებლის რჩეული — თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მინიკომპანია — Eიფ2ა
- საუკეთესო პროდუქტი - თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების მინიკომპანია — Helmet vision
- საუკეთესო ინტერვიუ — ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეების მინიკომპანია — Eco Friend
არსებული ვითარების გამო, წელს კონკურსი დისტანციურად, Zoom აპლიკაციის დახმარებით ჩატარდა. ჟიურიმ და საზოგადოებამ მოსწავლეების მიერ დაფუძნებული 10 მინიკომპანიის პრეზენტაცია მოისმინა.
თიბისიმ კონკურსის 43-ივე მონაწილე თიბისის სამაჯურებით დაასაჩუქრა, რომელიც მომხმარებელს ინოვაციური მეთოდით — ბარათისა და ელექტრონული საფულის გარეშე გადახდის საშუალებას აძლევს.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 250-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეებმა ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს მიერ მომზადებული პროგრამა - "მეწარმეობის საფუძვლები"’ გაიარეს.
პროგრამა მომზადებულია ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს’ (JA Worldwide) "მოსწავლეთა კომპანიის" პროგრამის (Student Company Programme) მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ევროკომისიის მთავარი დირექტორატისა და ევროპის ტრენინგ–ფონდის (ETF) მიერ, სამეწარმეო განათლებაში საუკეთესოდ არის აღიარებული.
პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბიზნესიდეები რეალურ ბიზნესებად აქციეს: საკუთარი მინიკომპანიები ჩამოაყალიბეს, თანატოლებისგან კომპანიის მმართველი დირექტორთა საბჭო აირჩიეს, მოიზიდეს კაპიტალი, გამოიკვლიეს მომხმარებელთა საჭიროებები, აწარმოეს საქმიანი დოკუმენტაცია და მათ მიერ შექმნილი საქონელი თუ მომსახურება პროგრამის სხვა მონაწილეებს წარუდგინეს. სასწავლო წლის ბოლოს აქციონორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, ანგარიშგებაც მოამზადეს.
მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა 15-20 წლის მოსწავლეებს აერთიანებს და ერთი აკადემიური წლის მანძილზე მიმდინარეობს.
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები