ლუგარში საერთაშორისო მისიამ არათუ ყველა ოთახი, არამედ ყველა მაცივარი გამოაღო და ნახა — იმნაძე
ფოტო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ლუგარში რუსი ექსპეტების დაშვების მოთხოვნას ეხმაურება და ამბობს, რომ მათ ლუგარის დათვალიერება შეუძლიათ საერთაშორისო მისიის ფარგლებში დადგენილი წესებით შეუძლიათ.
იმნაძის თქმით, თავის დროზე, როცა გაეროს კონვენციის ფარგლებში ლუგარში საერთაშორისო მისია იმყოფებოდა, მათ ყველაფერი შეამოწმეს, თუმცა, რუსეთის წარმომადგენლებმა მაშინაც უარი თქვეს ამ მისიაში მონაწილეობაზე.
"რომ ამბობენ, ყველა შენობაში შესვლა შეძლებენ და გეგონება წვდომა ექნებათ ყველა დოკუმენტაციაზე... კი მაგრამ, ეს პირობა იყო ზუსტად როდესაც აქ ჩამოვიდა გაეროს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ეგიდით 20 ექსპერტი და 5 დიპლომატი. ამათ ჰქონდათ შესვლის უფლება და ეს მაშინდელი ფოტოები დევს კიდევაც. ყველა ოთახში იყვნენ, ყველგან შევიდნენ. აქედან 4 ექსპერტი, რომელსაც თავის ქვეყანაში ჰქონდა მესამე დონის ლაბორატორიაში დაშვების უფლება, შევიდნენ ჩვენს მესამე დონის ლაბორატორიაში. არათუ ყველა ოთახში, არამედ ყველა მაცივარი გამოაღეს, ყველა დოკუმენტაცია, რაც კი იყო ნახეს, ყველა კომპიუტერი ნახეს. უარი თქვეს იმ მისიაში მონაწილეობაზე. ახლაც, როცა იქნება აქ საერთაშორისო მისია, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ასეთ საერთაშორისო მისიის ფარგლებში. წესი ასეთია და ამ წესებით მათაც შეუძლით მიიღონ მონაწილეობა", — განაცხადა იმნაძემ.საერ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შენობის ყველა კორპუსზე, ასევე დოკუმენტებზე.
ამასთან, მათი მოთხოვნაა, რომ ვიზიტი შედგეს ორმხრივ საფუძველზე და სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ელოდება ოფიციალურ პასუხს შესაძლო ვიზიტის ნოტაზე, რომელიც საქართველოში 2019 წლის ივნისში გამოიგზავნა.
ამასთან, რუსეთი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს განცხადებებს რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და ამის მიზეზად მორიგ დეზინფორმაციას ასახელებს: "რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ ცენტრის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობისგან".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი განცხადება 26 მაისსაც გაავრცელა. უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვება მოითხოვა და ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა, თითქოსდა ლუგარში, რომელიც ამერიკული მხარის დახმარებით აშენდა, ბიოიარაღი მზადდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ ქვეყანა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც შექმნილია ეფექტური მექანიზმი ცენტრის ტრანსპარანტულობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ სისტემის ფარგლებში 2018 წელს მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც უარი თქვეს მონაწილეობაზე. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მზად არიან კიდევ ერთხელ ჩაატაროს წვრთნები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და რუსეთის წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს, თუმცა ორმხივად, კონკრეტულად რუსეთისთვის კი მსგავსს არ ჩაატარებენ და ამის ვალდებულებაც არ აქვთ.
რუსეთს ლუგარის ლაბორატორია პროპაგანდისთვის არაერთხელ გამოუყენებია. ლაბორატორიის გახსნის დღიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. რუსეთის ბრალდებები არაერთხელ უარყო და სიცრუე უწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და აშშ-მ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები