ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეკრება კორონავირუსის გამო საფრთხეა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას 26 მაისთან დაკავშირებით.

"26 მაისის აღსანიშნავად შეკრება არის საფრთხე იმისა, რომ გავრცელდეს ვირუსი. მე არ მაქვს შეხედულება ჩამოყალიბებული, პირადი ემოციებით, საფრთხე რეალურია. თუ ჩვენ ვხსნით შეზღუდვებს, ეს არაა კარგი ცხოვრებით გამოწვეული, ესაა გამოწვეული იმ რეალობით, რაცაა ეკონომიკის გადარჩენა", — თქვა დეპუტატმა.

ამ დრომდე უცნობია, იგეგმება თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ დღეს აღლუმი ტარდებოდა, ქართული ოცნების შემთხვევაში კი ხალხმრავალი შეკრება რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა გამოფენა და გასართობი ღონისძიება.