უგულავა: თუ ოქრუაშვილი რუსეთზე პოზიციას არ შეიცვლის, ჩემთვის პოლიტიკურად მიუღებელი დარჩება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად მისთვის მიუღებელია. ამის მიზეზად უგულავამ ოქრუაშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება დაასახელა.
TV პირველის ეთერში უგულავამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან განსხვავებული ადამიანები არიან შეკრებილი, რადგან სიტუაცია მოითხოვს ამას.
"ივანიშვილმა მიიყვანა იქამდე მდგომარეობა, რომ დიამეტრალურად განსხვავებული პარტიები და პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ ერთად იმაში, რომ თამაშის წესი სჭირდება ყველას. ის, რომ მე ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა ერთად აღმოვჩნდით, ეს სწორედ ამის შედეგია.
ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ოქრუაშვილის პოზიცია რუსეთზე მომწონს, არასდროს არ მომეწონება ეს და ის თუ ამ პოზიციას არ შეიცვლის, ჩემთვის მიუღებელი დარჩება პოლიტიკურად", — განაცხადა მან.
უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ოქრუაშვილის ყოფნა მისი ამომრჩევლის გადასაწყვეტია:
"ჩემთვის გეოპოლიტიკურად რუსი და მენტალურად საბჭოთა ადამიანი ხელისუფლებაში არის სახიფათო და ის ოპოზიციაში თუ საკუთარ ელექტორატს წარმოადგენს ეს მისი საქმეა და მისი ამომრჩევლის".
ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა სხვადასხვა საქმეებზე იყვნენ დაპატიმრებული. ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდა და გათავისუფლებას მოითხოვდა, რაზეც მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ ისინი დამნაშავეები არიან და მართმსაჯულებაში ვერ ჩაერევიან. ორივე მათგანი პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
18 მაისის შეხვედრაზე ოპოზიციურმამ პარტიებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედება აქვთ გადაწყვეტილი.
მათი თქმით, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ოპოზიციის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც და ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები