გარემოზე ზრუნვის მარტივი ჩვევები, რომლებზეც, შეიძლება, არასდროს გიფიქრიათ
ფოტო: Francesco Gallarotti / Unsplash
გარემოსდაცვით თემებზე მოწოდებები და გაფრთხილებები ხშირად გვესმის. ისიც გაგვიგია, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამოუსწორებელი შედეგებიც მოაქვს და მისი შემცირება გარდაუვალი აუცილებლობაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა ადამიანი უკავშირებს საკუთარ თავს ამ თემას და ნაკლებად უფიქრდება, რისი შეცვლა შეუძლია პირადად მას ყოველდღიურად, რათა უკეთეს გარემოში შევძლოთ ცხოვრება ყველამ.
სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, რომლის მიზანიც არის ადამიანებს გაუზიაროს ცოდნა, გაზარდოს მათი ცნობიერება გარემოსდაცვითი მიმართულებით და შესთავაზოს პრობლემების გადაჭრის გზები, პერიოდულად გთავაზობთ იმ მარტივ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც თითოეულ ადამიანს შეუძლია და გარემოს მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.
გახდი ენერგოეფექტური
ფოტო: NASA / Unsplash
მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების მთავარი წყარო წიაღისეული საწვავია (ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ურანი, შეშა), რომლისგანაც მიიღება ენერგიის 70%. დანარჩენი 25% ენერგიის მიღება ხდება ჰიდროელექტროსადგურებიდან და მხოლოდ 5%-ია ქარის და მზის ენერგიის წილი. წიაღისეული საწვავის მოხმარება ამცირებს ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაციას და ზრდის მასში ნახშირორჟანგის და სხვა უამრავი მავნე აირების და მყარი ნაწილაკების (ფერფლი, მტვერი, მძიმე მეტალები) კონცენტრაციას. ამიტომ თუ გადარდებს ეკოლოგიური გარემო, ნუ დაიზარებ და:
- გამორთე ნათურები, როცა სინათლე არ გჭირდება და გადაწიე ფარდები როცა მეტი სინათლეა საჭირო;
- ნუ დატოვებ საოჯახო ელექტროტექნიკას ჩართულს;
- ნუ დატოვებ ტელეფონის დამტენს ჩამრთველში, რადგან ის არამხოლოდ მოიხმარს ელ. ენერგიას ამ დროს, არამედ ხშირად ხდება ხანძრის მიზეზიც;
- ნუ ჩართავ ჭურჭლის და სარეცხის მანქანას სანამ ის არ გაივსება;
- შეცვალე ნათურები - ენერგოეფექტური ნათურები არ ღირს ძვირი და უფრო ეკონომიურია;
- საოჯახო ტექნიკის ყიდვისას ყურადღება მიაქციე, რამდენად ენერგოეფექტურ ნივთს იძენ, რადგან ეს დაგიზოგავს შემდგომ ფინანსებს და ბუნებასაც მიეხმარები;
- სარეცხი გააშრე ჰაერზე და არა საშრობში.
მოუფრთხილდი ქაღალდს
ფოტო: John O'Nolan / Unsplash
ძველ დროში ქაღალდი პაპირუსისაგან იწარმოებოდა, რომელიც მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. დღეს კი ქაღალდის წარმოებისათვის გამოიყენება მერქანი და მასში არსებული ცელულოზა. ამიტომ გვახსოვდეს, რომ ყოველი მოხმარებული ფურცლის უკან მოჭრილი ხე დგას.
- გამოიყენე ინტერნეტბანკინგი. ბანკში 1 მარტივი ოპერაციის შესრულებისას 2 ფურცელზე მაინც აწერ ხელს, ბეჭდავ რიგის ნომერს და შესაძლოა სულმა წაგძლიოს და იქ პლასტმასის ჭიქაც შემოგეხარჯოს;
- აქვს მნიშვნელობა ახალი იქნება თუ მეორადი საყიდლების ფურცელი, რომელზეც ერთი მხრიდან უკვე წერია რაღაც? — გამოიყენე მეორადი, ამით არაფერი შავდება;
- იცოდი, რომ კოლატერალური კარცინომები ახლო აღმოსავლეთში 40%-ით ნაკლებია ვიდრე ევროპაში და ეს იმიტომ, რომ ტუალეტის ქაღალდს იქ ფაქტიურად არ მოიხმარენ;
- ბეჭდური მედიის კითხვა ძვირი გვიჯდება ჩვენც და ბუნებასაც. უკეთესია, ონლაინ გამოიწერო სასურველი მედია და უფასოდ იკითხო სტატიები;
- ქაღალდის ხელსახოცი აბაზანაში და სამზარეულოში კარგია, თუმცა ძვირია და ცუდი გარემოსთვის. პირსახოცი და ტილო ამ ყველაფრის უკეთესი ალტერნატივაა ფინანსური და ეკოლოგიური თვალსაზრისით;
- აქტიურად გამოიყენე ჩანაწერების და მონიშვნებისათვის ტელეფონი. დღეს ამის ძალიან მოხერხებული აპლიკაციები და საშუალებები არსებობს;
- შეაგროვე მაკულატურა და ჩააბარე — ეს რეტრო სტილია და ძალიან ლამაზი.
მოუფრთხილდი მტკნარ წყალს
ფოტო: Pixabay / Pexels
საქართველოში ვერ ვგრძნობთ, თუმცა მტკნარი წყალი სულაც არაა ამოუწურავი რესურსი. დედამიწის მტკნარი წყლის ყველაზე დიდი მარაგი — პოლუსური რეზერვები დნობას განიცდის და ქრება, ტბა ბაიკალი კი შრება და ეკოლოგიური კატასტროფის პირასაა. გრუნტის წყლები ყოველწლიურად დაბლა იწევს და ჭები შრება. კლიმატის ცვლილების გამო კი სასმელი წყლის რეზერვუარებში წყლის დონე წლიდან წლამდე დაბლა იწევს და თუ არ მოვუფრთხილდებით სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამიტომ გავითვალისწინოთ:
ეზოს გადაჭარბებულად მორწყვა ცუდია, რადგან წყალი ნიადაგის ნაყოფიერ ფენას რეცხავს გრუნტში და ჩვენი მცენარეები უფრო პატარები და სუსტები ხდებიან;
სასოფლო-სამეურნეო მიწების "მიგდებით" მორწყვა მავნე პრაქტიკაა, რადგან არამარტო ვანელებთ ნიადაგის ნაყოფიერებას, არამედ ხელს ვუწყობთ ნიადაგის დამლაშებას და ამის გამო მასზე უფრო ნაკლები და ერთფეროვანი კულტურები შეიძლება მოვიყვანოთ;
კბილების ხეხვის პროცესში, რომელიც რეკომენდებულია, რომ 7-10 წუთი ხორციელდებოდეს, თუ ონკანს ღიას დავტოვებთ, ეს ნიშნავს რომ ამ მარტივი პროცედურით ჩვენ უბრალოდ ვფლანგავთ საშუალოდ 70 ლიტრ წყალს და ჩვენი ყოველთვიური დანახარჯი 4,2 ტონა წყალს შეადგენს. აბაზანის მიღებისას და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას უფრო სერიოზულად უდგები — ტანის ღრუბლით ხეხვას ანდომებ 10-12 წუთს, რა დროსაც მოშვებული ონკანიდან არამხოლოდ ვფლანგავთ მტკნარ წყალს, არამედ ენერგიასაც რომელსაც წყლის გაცხელებისათვის ვიყენებთ.
- გაფუჭებული ონკანის და უნიტაზის ბაკის შიდა მოწყობილობის შეკეთება საშუალოდ იმდენი დაგიჯდება, რამდენიც წყალმომარაგების კომპანიას უნდა გადაუხადო, თუ შეკეთებას 3 დღით დააგვიანებ;
- თუ შეგიძლია წვიმის წყლის შეგროვება, გამოიყენე მცენარეების მოსარწყავად — მცენარეების ჯანმრთელობისთვისაც კარგია ეს და ნიადაგისთვისაც;
- ნუ დატოვებ ჩაიდანს უყურადღებოდ ქურაზე- ორთქლი რომ წყლად ქცეულიყო და თქვენამდე მოეღწია, ამისათვის ბუნებამ ბევრი იშრომა და ნუ დაუკარგავ ამ შრომას;
- შეზღუდე საოჯახო ქიმიის მოხმარება და ნუ ჩარეცხავ კანალიზაციაში სხვადასხვა ნივთებს (წვერის საპარსი, საპნის შეფუთვა, ჯაგრისი, ტილოები....).
ასე რომ, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს მიკროსამყაროში დადებით ცვლილებებს მოიტანთ და უკეთეს გარემოში იცხოვრებთ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები