კომიქსად ქცეული ვეფხისტყაოსანი, რომელიც ევროპის სამ ქვეყანაში გამოიცემა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
15 მაისი შოთა რუსთაველის დღეა.
ამ დღეს კიდევ ერთხელ, შეიძლება ჩვეულებრივზე ოდნავ პომპეზურად, ვიხსენებთ ავტორს, რომელიც საუკუნეებია დამსახურებული ეროვნული სიამაყით გვავსებს.
საქართველოში გაგვიჭირდება ვიპოვოთ ოჯახი, სადაც ვეფხისტყაოსანს არ შეხვდებით. პოემის შინაარსისა თუ ფორმის მნიშვნელობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოცემის თავისებურებების შესწავლა, რადგან სწორედ ესაა ტექსტის ახლებურად, თანამედროვედ და მრავალფეროვნად გააზრების ერთ-ერთი საშუალება.
თითქმის ერთი წელია, რაც ვეფხისტყაოსანი გრაფიკულ რომანად გამოიცა. დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებით გაფორმებულმა წიგნმა მკითხველს ნაწარმოები ხელახლა შეაყვარა და პერსონაჟებიც განსხვავებულად გააცნო.
ტექსტებზე სალომე ბენიძემ იზრუნა, რედაქტირებაზე — ნათია ნაფეტვარიძემ, მთლიან პროექტს კი მიხეილ ციხელაშვილმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ვეფხისტყაოსნის ეს გამოცემა. გაგიზიაროთ, რას ფიქრობენ მასზე ქართველი მწერლები და მკითხველები, გაგაგებინოთ სასიამოვნო სიახლე და გაგაცნოთ აქციები, რომელთაც სულაკაურის გამომცემლობა შოთა რუსთაველის დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ.
დავით მაჭავარიანი, მხატვარი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
"გრაფიკულ რომანზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა. ჩემი მიზანი იყო, შემექმნა ნამუშევარი, რომლის დახმარებითაც ყველასთვის გასაგები გახდებოდა, თუ რას ნიშნავს გრაფიკული რომანი.
წიგნზე 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ილუსტრაციები შევქმენი ისე, როგორც ამას ძველად აკეთებდნენ… რთულია დაიჯერო, რომ ყველაფერი ხელით არის დახატული. პერსონაჟები ისტორიას მივანდე, რათა თავად გამოემჟღავნებინათ საკუთარი თავი".
მიხეილ იოჰანი, მწერალი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
"ვეფხისტყაოსნის გრაფიკული რომანი ბევრი რამის გამოა მნიშვნელოვანი გამოცემა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ პირადად ჩემთვის ორი რამაა უმთავრესი: ერთი მხრივ, ამ გამოცემას შეუძლია შეცვალოს სკოლის მოსწავლეების დამოკიდებულება პოემისადმი, მათ აღქმაში ვეფხისტყაოსანი გახდეს რაღაც დამატებითი, ვიდრე სავალდებულო ლიტერატურა; მეორე მხრივ კი ამ წიგნის სახით ქართულ სალიტერატურო სივრცეში, სადაც კომიქსის ჟანრი თითქმის არ არსებობს, გაჩნდა სრულიად ახალი მედიუმი, რომელიც იძლევა იმედს, რომ ეს სივრცე კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება და სხვა ავტორებიც დაიწყებენ ამ ჟანრში მუშაობას".
დათო გორგილაძე, მწერალი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
"ეს არის გამოცემა, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოს მთავარ ლიტერატურულ საგანძურს, ვეფხისტყაოსანს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ყველა პერსონაჟი ხელახლა გაცოცხლდება და საშუალებას მისცემს მათ, შეაღწიონ ისეთ სივრცეებში, სადაც აქამდე არ ყოფილან: ქუჩაში, სცენაზე, კინოში და ა.შ.. რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ვეფხისტყაოსნის ეს გამოცემა, ნაწარმოებს სკოლის მოსწავლეებისათვის კიდევ უფრო საინტერესოსა და გასაგებს გახდის".
ნინული ახვლედიანი, ერთგული მკითხველი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
"ბავშვობიდან ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ სადაც დავდივარ, ვეფხისტყაოსანიც თან დამაქვს. რაღაცნაირი სიამაყით ვუყვები და ვაჩვენებ ყველას წიგნს, რომელმაც უდიდესი წვლილი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. სამეგობროში ტრადიცია გვაქვს, რომ ყოველი წლის ბოლო შაბათს ვთამაშობთ "საიდუმლო სანტას". წელს ჩემი საჩუქარი ვეფხისტყაოსანი იყო, თანაც — გრაფიკული... ჩემი ორი დიდი სიყვარულის გაერთიანება. გრაფიკული რომანი ხომ სხვანაირად აცოცხლებს ყველა პერსონაჟს. ჰოდა, ვზივარ მას მერე, ვუყურებ და მიხარია, თითქოს თავიდან გავიცანი ყველა გმირი…"
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც ვეფხისტყაოსანი გრაფიკულ რომანად გამოიცა, მას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. საავტორო უფლებები უკვე შეიძინეს ბელგიის, საფრანგეთისა და იტალიის წამყვანმა გამომცემლობებმა და სულ მალე ევროპელი მკითხველი ხელახლა გაიცნობს ვეფხისტყაოსანს, ამჯერად კომიქსის სახით.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
შოთა რუსთაველის დღესთან დაკავშირებით, მკითხველს საშუალება ეძლევა, ვეფხისტყაოსნის ნებისმიერი გამოცემა ("ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი" , "ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი – ლიმიტირებული გამოცემა", "ვეფხისტყაოსანი") ფასდაკლებით შეიძინოს სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტსა და მაღაზიებში. საჩუქრად კი გამომცემლობისგან მკითხველი გრაფიკული ვეფხისტყაოსნის პოსტერს მიიღებს. აქცია 3 დღის განმავლობაში, 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
თუ გსურთ მეტი გაიგოთ ვეფხისტყაოსნის ამ გამოცემასა და მისი შექმნის პროცესზე, შეგიძლიათ მხატვარ დავით მაჭავარიანის ინტერვიუ იხილოთ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები