პროკრასტინაცია გახასიათებს? მართე ემოციები და არა დრო
პრობლემა არა სამუშაოს თავიდან არიდებაში იმალება, არამედ — ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების სურვილში.
ფოტო: Marion Fayolle
ადრეულ 1980-იანებში დაგლას ადამსი მთელი ძალით ცდილობდა, ყველასთვის საყვარელი სერიის, ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში, მეოთხე ნაწილზე მუშაობის დასრულებას. სამეცნიერო ფანტასტიკის დიდმა იუმორისტმა სერიის წინა წიგნების წერისას შეამჩნია, რომ კარგი აზრები და იდეები, ძირითადად, აბაზანაში მოსდიოდა, ამიტომ ყოველ დილას იქამდე ატარებდა შხაპის ქვეშ, სანამ გონება არ გაუნათდებოდა. თუმცა რა წამს ის ჩაცმას მორჩებოდა და სამუშაოდ მაგიდას მიუჯდებოდა, ყველა გენიალური აზრი ავიწყდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აბაზანაში უნდა შებრუნებულიყო.
ბევრი თვის უშედეგო მუშაობის შემდეგ ადამსმა რამდენიმე კვირით ქალაქგარეთ განტვირთვა და სიმარტოვეში წერა გადაწყვიტა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის მასპინძლებთან დამეგობრდა და დროის უმეტესი ნაწილი ღვინის სმაში დახარჯა. ხელნაწერის ჩაბარების დედლაინამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე მას მარტო 25 გვერდი ჰქონდა დაწერილი. "მე მიყვარს დედლაინები", — უთქვამს ადამსს, — "განსაკუთრებით ის ხმა მომწონს, გვერდზე ჩაქროლებისას რომ გამოსცემენ".
ფოტო: Museo Del Prado
პროკრასტინაციაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ გამართულიყო, საპრიზო ადგილებს მწერლები დაიკავებდნენ. მარგარეტ ეტვუდმა წლების წინ თქვა, რომ მისი წერის რუტინა იწყებოდა დილით პროკრასტინაციითა და წუხილით. შემდეგ კი, დაახლოებით 3 საათისთვის, ის ტექსტზე მუშაობას იმაზე შფოთვით შეპყრობილი იწყებდა, რომ ვეღარაფერს მოასწრებდა. მიუხედავად ამისა, მას დედლაინისთვის არასდროს გადაუცილებია.
პროკრასტინაცია გულისხმობს დავალებებისა და საქმეების გადადებას მაშინაც კი, როცა ვაცნობიერებთ, რომ ეს ძვირად დაგვიჯდება. გაიხსენეთ, ბოლოს როდის გადაგიდიათ შესასრულებელი საქმე, რათა იუთუბის კიდევ ერთი ვიდეოსთვის გეყურებინათ და რაღაც ეტაპზე აღმოგიჩენიათ, რომ უკვე კატების ვიდეოზე მიშტერებულ თქვენს კატას მისშტერებიხართ. ჩნდება კითხვა, რა იწვევს პროკრასტინაციას და როგორ დავამარცხოთ ის? ეტვუდს ამისთვის თავისი პასუხი აქვს მზად — მისი თქმით, პროკრასტინაციას სიზარმაცის გამო განიცდის. დიდი პატივისცემით, მაგრამ მას ამაში ვერ დავეთანხმებით.
ფსიქოლოგებმა, ტიმოთი პიჩილმა და ფუშია სიროიმ აღმოაჩინეს, რომ პროკრასტინაციას განვიცდით არა სამუშაოს ასარიდებლად, არამედ ნეგატიური ემოციებისგან თავის დაცვის სურვილით. ადამიანებს პროკრასტინაცია მაშინ უფრო გვეუფლება, როცა შესასრულებელი საქმე ჩვენში ისეთ ემოციებს აღძრავს, როგორიცაა შფოთვა, დაბნეულობა ან მოწყენილობა. და მიუხედავად იმისა, რომ პროკრასტინაცია თავს თავიდან კარგად გვაგრძნობინებს, საბოლოოდ მას უარეს მდგომარეობამდე მივყავართ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი თქვენ პროკრასტინაციის შემთხვევათა შემცირება გინდათ, არაა აუცილებელი, თქვენი სამუშაო ეთიკისა ან დროის მენეჯმენტის დახვეწა. ამის მაგივრად, სჯობს, თქვენი ემოციების მართვა-რეგულირება შეძლოთ.
ერთ-ერთი გამოსავალია, უარი თქვათ საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებაზე. მაგალითად, დაგლას ადამსი, ექიმების ენაზე რომ ვთქვათ, ნერვული პერფექციონიზმით იტანჯებოდა: ის საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო. ადამსი უკვე დაბეჭდილ ტექსტს მცირედ ნაკლს მაინც თუ უპოვიდა, ფურცელს დაუფიქრებლად აგდებდა. ეტვუდი უფრო შორს მიდიოდა და ფურცელზე სიტყვების გადმოტანის ეტაპზეც კი ორჭოფობდა. ის მხევლის წიგნის წერას სამი წლის განმავლობაში ირიდებდა თავიდან. "ვფიქრობდი, რომ ზედმეტად გიჟური იყო", — იხსენებს ის. მწერალში მღელვარებამ მხოლოდ მაშინ იკლო, როცა მკითხველთა აზრზე ფიქრი შეწყვიტა, მუშაობისას კი თავის ნაწერს აღარ განსჯიდა.
ფოტო: Joey Guidone
აი, რას აკეთებენ ის პერფექციონისტები, რომლებიც მაქსიმალურ პროდუქტიულობაზე არიან ორიენტირებულნი: ისინი სიმაღლეების დაპყრობას მუშაობის საკუთარი სტანდარტების მიხედვით ესწრაფვიან და არა — სხვების მოლოდინების გასამართლებლად. როცა ნაწერის შავი ვერსია იმედს გაგიცრუებთ, საკუთარი თავის გაკიცხვის მაგივრად შეეცადეთ, თქვენს თავს თანაუგრძნოთ: გაიხსენეთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ და რომ ზოგჯერ ყველა განიცდის პროკრასტინაციას. ამის შემდეგ კი შექმენით სამუშაო გეგმა, რომელიც თქვენ მიერ შესრულებულ საქმესა და მოლოდინებს შორის არსებულ ნაპრალს ამოავსებს.
მეორე გამოსავალი იმის გადახედვაა, თუ როდის შეასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებებს. ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ პროკრასტინაციის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები უფრო ხშირად "ღამის ბუები" არიან. სამუშაო დღე იწყება მაშინ, როცა მათი გონება ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებული არაა. ახლადგამოღვიძებულზე კი მოსაწყენ საქმეს, როგორც წესი, "არას" ვუცხადებთ. თუკი ამ დახასიათებაში საკუთარი თავი ამოიცანით, მაშინ საქმის გადადება, შეიძლება, დაგეხმაროთ კიდეც. ამ შემთხვევაში, თუკი თქვენ საქმეს გვერდზე დებთ, რადგან ფიქრობთ, რომ მოგვიანებით მას უკეთ გაართმევთ თავს, პროკრასტინაციის მსხვერპლი სულაც არ ხართ.
მესამე გამოსავალი იმაზე დაფიქრებაა, თუ ვის გვერდით გიწევთ დავალების შესრულება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, როცა ადამიანს საშუალოზე მეტად პროდუქტიული ადამიანის გვერდით სვამდნენ, მისი პროდუქტიულობაც 10 პროცენტით იზრდებოდა. ზოგჯერ მაღალპროდუქტიული ადამიანები საქმეს მეტ ხალისსა და აზრს სძენენ. სხვა შემთხვევებში კი ასეთი ადამიანები პროკრასტინაციას იმდენად მტკივნეულად განიცდიან, რომ პროგრესი თავისთავად ხდება უფრო მიმზიდველი ალტერნატივა.
პროკრასტინაციის გავლენის ქვეშ მოხვედრა გაცილებით მარტივია, როცა თქვენ დამოუკიდებლად მუშაობთ, შესასრულებელი საქმე კი მოსაწყენი და აზრმოკლებულია. მაგრამ თქვენ ალბათ არასოდეს გსმენიათ იმ ქირურგების შესახებ, რომელთაც სამედიცინო პროცედურა გადაუდიათ. როგორც წესი, საქმეზე გაცილებით მარტივად მაშინ ვკონცენტრირდებით, როცა სხვები ჩვენზე იმედს ამყარებენ. როცა ჩვენს საქმეზე დამოკიდებულ ადამიანს ვხედავთ, ეს ფაქტი ჩვენს სამუშაოს მეტ აზრს სძენს (ან ჩვენში აუტანელ შფოთვას იწვევს) და, შედეგად, მეტად კონცენტრირებულები ვხდებით.
ფოტო: Ellen van Engelen
დაგლას ადამსმა ეს ყველაფერი გაიაზრა. სამუშაოს ჩაბარების დედლაინის მოახლოებისას და აბაზანის მეთოდის უშედეგობის დანახვისას, მის გადასარჩენად მისივე რედაქტორი მოვიდა. მან სასტუმროში თავისთვისა და მწერლისთვის გვერდიგვერდ ნომრები დაჯავშნა და ადამსის მუშაობას ყოველდღე აკვირდებოდა. შედეგად, რამდენიმე კვირაში ხელნაწერი დასრულებული იყო.
პროკრასტინაცია არ არის დაავადება, რომლის განკურნებაც სამუდამოდაა შესაძლებელი — ეს გამოწვევაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გავუმკლავდეთ.
ჩვენ ყოველთვის გვექნება ის არასასურველი დავალებები, რომლებიც ჩვენში კარგ ემოციებს არ დაბადებს. მსგავსი უარყოფითი გრძნობების თავიდან აცილების ჩვევის გამომუშავება კი შესაძლებელია. და მიუხედავად იმისა, რომ ადამსს არასდროს დაუმარცხებია პროკრასტინაცია, მან იმისთვის მაინც მოიცალა, რომ საკუთარი თავისთვის წინასწარვე მოეფიქრებინა ეპიტაფია: "მან, როგორც იქნა, თავისი დედლაინი დაიცვა".
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები