სტანდარტული კომპიუტერი ცნობიერი ვერასდროს გახდება — ნეირომეცნიერი
მკვლევრები ოცნებობენ, რომ ოდესღაც ხელოვნური ზოგადი ინტელექტი შექმნან — ყველაფრის მომცველი, ემოციური ინტელექტის მქონე ალგორითმი, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკაში გვინახავს.
თუმცა ალენის ტვინის მეცნიერებების ინსტიტუტის ნეირომეცნიერ კრისტოფერ კოხის თქმით, ისინი ამ მიზანს სტანდარტული კომპიუტერების გამოყენებით ვერასდროს მიაღწევენ. ამისთვის პირველ რიგში ინჟინრებმა საერთოდ ახალი კომპიუტერული მოწყობილობა უნდა შექმნან, შესაძლოა, კვანტური ტექნოლოგიაც კი გამოიყენონ.
კოხის მიხედვით, სტანდარტული კომპიუტერების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ სპეციალიზებული ალგორითმებით მუშაობა შეუძლიათ, ცნობიერების შექმნა კი ბევრად მეტს მოითხოვს — მოწყობილობას, რომლის შექმნის დროსაც ცნობიერი გონების კომპლექსურობაა გათვალისწინებული.
"ჩვენი თეორიის მიხედვით, თუკი გვსურს გადავწყვიტოთ, არის თუ არა მანქანა ცნობიერი, ჩვენ არა მის ქცევას, არამედ თავად იმ სუბსტრატს უნდა დავაკვირდეთ, რაც ამ ცნობიერების გამომწვევია. ამჟამინდელი AI სისტემების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ თავად კომპიუტერულ ჩიპებს უნდა დავაკვირდეთ", — აცხადებს კოხი.
მისი თქმით, ცნობიერების შესაქმნელად სტანდრტული კომპიუტერის ჩიპზე ადამიანის ტვინის სრული სიმულირებაც კი არაა საკმარისი.
"ნებისმიერი ალგორითმი, რამდენაც ინტელიგენტურადაც არ უნდა იქცეოდეს ის, ადამიანის ცნობიერების მსგავსი მაინც ვერ იქნება", — თქვა კოხმა.
კომენტარები