TI: სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება უნდა დაიწყოს
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძის მიმართ.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებებით დაირღვა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ამასთან მისი ქმედება ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობას:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წერს, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს აიტექნიკი დაფუძნდა 2011 წელს ვალერიან ცერცვაძის მამის და ცოლის ძმის მიერ, ხოლო დღეის მდგომარეობით კომპანიის 100%-იანი წილი მის ცოლის ძმას ეკუთვნის. მათივე გამოკვლეული ინფორმაციით, მოსამართლის მეუღლე ამავე კომპანიის მენეჯერია.
TI-ს მიერ გამოკვლეული საქმის დეტალები
თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია აიტექნიკი-ს მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღა კონკურენტი კომპანია Iphone+-ის ანგარიშები და ქონება. დავის მონაწილე Iphone+-ის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გავლენიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია ამ საქმის შედეგით.
ორგანიზაციის განცხადებით, მათ გამოითხოვეს ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული სამსახურეობრივი ავტომობილი ნამდვილად გამოყენებულია ხსენებული შპს აიტექნიკის ერთ-ერთ კომერციულ რეკლამაში. ამავე რეკლამაში ავტომობილს მართავს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
TI-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვალერი ცერცვაძემ 2013 წელს საკუთარი ქონება იპოთეკით დატვირთა კომპანია აიტექნიკის (იმდროინდელი სახელი შპს გრინეფლი ჯორჯია) სესხის უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების ნომერი ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასება
ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს რომ სასამართლო დავის შინაარსში არ ერევა. მათი შესაფასებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სამსახურეობრივი შესაძლებლობების ბიზნეს კომპანიის სასარგებლოდ გამოყენების დადასტურებული შემთხვევა საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს სასამართლოს თავმჯდომარის დაინტერესებაზე ამ კომპანიასთან დაკავშირებული სასამართლო დავის შედეგითაც.
"სახელმწიფოს მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული ავტომობილის ამგვარი გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საჯარო რესურსებით არამიზნობრივ სარგებლობას და არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლს".
ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც კრძალავს თანამდებობის პირის მიერ თავის ახლო ნათესავთან ქონებრივი გარიგების დადებას:
"სასამართლოს თავმჯდომარის სამსახურეობრივ სარგებლობაში არსებული ავტომობილის კომერციულ რეკლამაში მონაწილეობა თავისი არსით ქონებრივი გარიგებაა და მატერიალურ სარგებელს აძლევს მისი ოჯახის ბიზნესს სახელმწიფო რესურსების ხარჯზე".
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები