წითელი ჯვრის ინიციატივით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნა
ახალი კორონავირუსის გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების პირველი საკოორდინაციო პლატფორმა ამოქმედდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პლატფორმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს აერთიანებს, რომლებიც მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების დისტანციურ მომსახურებას უფასოდ სთავაზობენ.
მათივე ცნობით, პლატფორმაზე გაერთიანებულია: რამდენიმე ცხელი ხაზი, სერვისები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის. პლატფორმის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს იდეების, მიდგომების, გამოცდილებისა და ფსიქოსაგანმანათლებლო მასალის გაზიარება.
"ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კონფერენციაზე მივიღეთ რეზოლუცია, პანდემიისა და ეპიდემის დროს რეაგირების შესახებ, რომლის ერთ-ერთ მიმართულებას ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოსოციალური დახმარება წარმოადგენდა. კორონავირუსის გავრცელებისთანავე, ავამოქმედეთ ფსიქოსოციალური დახმარების ცხელი ხაზი. შემოსული შეტყობინებების ანალიზმა გამოკვეთა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებები და სწორედ, ამ გამოწვევის დასაძლევად შეიქმნა სპეციალური პლატფორმა. კრიზისის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო და მადლობას ვუხდი მათ მყისიერი გამოხმაურებისა და თანამშრომლობისთვის", — აცხადებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
ორგანიზაციის განცხადებით, დღეისათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა 17 ორგანიზაციას და პროფესიულ ჯგუფს აერთიანებს:
- COVID-19-ის შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, შესაბამის სერვისებში გადამისამართებას და ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას უზრუნველყოფს საქართველოს წითელი ჯვრის ცხელი ხაზი: 0 800 000 018;
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა", კოორდინაციაში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და კლუბ "სინერგიასთან" ერთად, გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზით უზრუნველყოფს როგორც ფსიქოლოგის, ასევე ფსიქიატრის კონსულტირებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გადამისამართებას — ტელ.: 2 911 000;
- კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს, გემბლინგსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულებულ პირებს, ასევე, ზოგად პოპულაციას COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული სტრესის მართვაში ეხმარება "კლუბი სინერგია". ფსიქოსოციალური მომსახურება ხორციელდება "გლობალური ინიციატივა ფსიქიტრიაში - თბილისის" (GIP) მიერ. ტელ: 599807021 / 599807024;
- მოსწავლებს, მათზე მზრუნველ პირებსა და სკოლის ადმინისტრაციას კრიზისს ფონზე გამოვლენილი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88;
- ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ პირებზე; ოჯახებზე, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ COVID-19 და იმყოფებიან მაღალი სტრესის ქვეშ; სამედიცინო პერსონალზე, რომელთაც უწევთ დაინფიცირებულ ან სავარაუდო დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტი, ზრუნავს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) - ტელ: 577 22 68 68, 577 12 68 68;
- ლბტ ჯგუფის ფსიქოსოციალურ საჭიროებებზე ზრუნავს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი — ცხელი ხაზი: 595 19 03 03;
- კარანტინში მყოფ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს (16 წლიდან) ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას გაუწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი - Skype: tsu_center;
- ა(ა)იპ "ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი დენდრონი" ემსახურება პირებს, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ Covid-19 და მათ ოჯახის წევრებს, კარანტინში, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, მოსახლეობას, რომელიც განიცდის სტრესს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. ტელ.: 599 56 18 08. ელ. ფოსტა: [email protected];
- ფსიქოსაგანმანათლებლო მასალების შექმნასა და კორონავირუსის რისკის ქვეშ ან მათზე მზრუნველი პირების შეკითხვებზე უკუკავშირს ახორციელებს "საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება" აკრედიტებული ფსიქიატრებისა და ფსიქოთერაპევტების გუნდით — ტელ: 599 735 443;
- სტრესის დონის შემცირებასა და ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, მაინდფულნესზე დაფუძნებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, ზრუნავს "Happy Mind" – ტელ.: 577577002; 571914433;
- მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მათზე მზრუნველ პირებს კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, დღის დაგეგმარებაში, ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდების გაზიარებასა და სხვა ფსიქოემოციური საჭიროების შემთხვევაში, UNICEF-ის მხარდაჭერით და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან კოორდინაციით, ეხმარება "საქართველოს ბავშვები" — ტელ: 558485814;
- მოსწავლეთა ოკუპაციებისა და ინკლუზიისათვის, როგორც მოსწავლეებს, ასევე, მათ მშობლებს დისტანციურ დამხარებას უწევს სტუდია "მოდი", ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე — ტელ: 593 27 04 03;
- ილიაუნის სტუდენტებს შფოთვის, დაქვეითებული გუნება-განწყობის, სხვადასხვა შიშის, ურთიერთობში პრობლემებისა თუ სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი — ტელ: 511 13 99 90; 511 13 99 91; 511 13 99 92; 511 13 99 94;
ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს უწევს:
- ინიციატივა "ფსიქოლოგიური პირველი დახმარება" — ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის კონფლიქტების მართვისა და ანალიზის ინსტიტუტის ბაზაზე — ტელ: 574837231; სკაიპი: PFA CrisisAid;
- ორგანიზაცია "ერთად ერთისთვის", საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების წევრ ფსიქოლოგებთან ერთად — ტელ: 555 16 33 55. https://www.facebook.com/togetherforone1/;
- საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება — სერვისში ჩართულნი არიან როგორც ბავშვთა და მოზარდთა, ასევე ზრდასრულდა ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები — www.gppo.ge ;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შექმნილი "ფსიქოლოგიური განწყობის კვლევის და კორექციის ცენტრის" კორონავირუსთან დაკავშირებული კონსულტირების პროექტის ფარგლებში სერვისში ჩართულია ფსიქიატრი, ფსიქოლოგ-კონსულტანტები და პედიატრი - ტელ: 599 90 87 67;
- კრიზიულ ვითარებაში, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაცია მზად არის, მოსახლეობას მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს. ინფორმაციისთვის მიმართეთ facebook გვერდზე.
საქართველოს წითელი ჯვრის ცნობით, მოქალაქეებს სერვისებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე: 0 800 000 018 შეუძლიათ, სადაც ზარი უფასოა.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები