ბასილ კობახიძე

3 May. 2020, 10:56

კვირას კიდევ იქნება საერთო კოვზით ზიარება და მრევლის შეკრება მთელ საქართველოში. რუსულ ეკლესიაში უკვე დაინფიცირდა ოცზე მეტი ეპისკოპოსი, ერთი გარდაიცვალა, ინფიცირებულია უამრავი მღვდელი, ბერი, მონაზონი და სემინარიის სტუდენტი. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ სამღვდელოებაში მთელი რიგი სასულიერო პირები უკვე არიან ვირუსის მატარებლები. ოღონდ ამას მალავენ მთავრობის და ექიმების დახმარებით, რათა "ყველაზე ვაჟკაცი" ეკლესიის სახელი არ გააფუჭონ. მღვდლების ტესტირება არ ხდება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სულაც უსიმპტომო მატარებელია ვირუსის. იმის გათვალისწინებით რომ არ ვიცით ქვეყანაში რამდენი ინფიცირებულია, ვისმენთ მხოლოდ ტრიუმფალისტურ განცხადებებს ვირუსის დამარცხებაზე, ტესტები ცოტა კეთდება, ეკლესიის მიერ კარანტინის ასეთი უტიფარი დაუცველობა მოიტანს კატასტროფულ შედეგებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ ბოლო წერილს გამოეხმაურა,…