ტვინის იმპლანტის წყალობით პარალიზებულმა ადამიანმა ხელის მოძრაობა შეძლო
ახალი იმპლანტის მეშვეობით პარალიზებულმა მამაკაცმა ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ პირველად საკუთარი ხელის გამოძრავება და შეხების შეგრძნება შეძლო.
მსგავსი შედეგის მიღწევა იან ბურხარტზე წლების განმავლობაში ჩატარებული ტესტირებების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. მან ზურგის ტვინი 2010 წელს ავარიაში დაიზინა და პარალიზებული დარჩა.
2014 წელს ბატელის არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაციამ ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით მის თავის ქალაში BCI (ტვინისა და კომპიუტერის დამაკავირებელი ინტერფეისი) მოათავსა, რათა იანისთვის ხელის მოძრაობის უნარი აღედგინათ.
BCI სხეულის მოძრაობისთვის ტვინში წარმოქმნილ ელექტრულ იმპულსებს აგროვებს და მათ სადენის მეშვეობით კომპიუტერს უგზავნის. შემდეგ, პროგრამა სიგნალების მნიშვნელობას შიფრავს და მონაცემებს მისი მკლავის გარშემო შემოხვეულ ელექტროდებს გადასცემს.
სწორედ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შეძლო ბურხარტმა ხელის მოძრაობა, თუმცა მას შეგრძნებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მეცნიერებმა კი ამის მოგვარებაც გადაწყვიტეს.
მათ BCI-დან წამოსული სიგნალები ორად გაყვეს. მოძრაობისთვის განკუთვნილი სიგნალი მკლავთან გაგზავნეს, შეგრძნებისთვის განკუთვილი კი ბიცეპსზე დამაგრებულ სამკლავურში. შემდეგ, აღნიშნული სიგნალები ვიბრაციებად გარდაქმნეს, რომლებიც ბურხარტს ეტყვის თუ როდის ეხება ის რაიმე ობიექტს და რამდენად ძლიერად შეუძლია ხელის მოჭერა.
ბურხარტს ამჟამად შეუძლია ხელზე შეხების აღქმა, რაც მას ხელის ბევრად უკეთ კონტროლის საშუალებას აძლევს.
"საოცარი იყო იმ ტექნოლოგიის შესაძლებლობების დანახვა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ხელის მოძრაობის კონტროლში მეხმარებოდა", — აცხადებს ბურხარტი.
სისტემის ყოვედღიურ ცხოვრებაზე მოსარგებად კიდევ რამდენიმე კვლევაა ჩასატარებელი. თუმცა ცდებმა უკვე აჩვენა, რომ პარალიზება სამუდამო პრობლემა ნამდვილად არ იქნება.
კომენტარები