"აწარმოე რეალური პოლიტიკა" - მესამე სექტორის 5 ძირითადი მოთხოვნა პარლამენტს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტი აქციის ფონზე გაიხსნება. მესამე სექტორის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ აქციას სახელად "აწარმოე რეალური პოლიტიკა" მართავენ.
ისინი მოუწოდებენ პარლამენტარებს დაიწყონ რეალურად საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა და დღის წესრიგში დააყენონ შემდეგი საკითხები:
- ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა
- დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები
- მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა
- კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება
- რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება
იხილეთ მანიფესტი სრულად:
ბოლო წლების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა უმეტესად ფოკუსირებული იყო ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელთა პრობლემატიზება ხელოვნურად ხდებოდა. შედეგად, ფსევდო დისკურსებმა დაჩრდილა რეალური პოლიტიკური საჭიროებები. ეს პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დღემდე არ არსებობს პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა აწარმოონ რეალური, საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა.
საზოგადოებამ, სხვადასხვა ჯგუფისა და პროფესიული კავშირების ხელშეწყობით, თავად მოახდინა პრობლემებისა და გადასაჭრელი საკითხების იდენტიფიცირება. ჩვენ მოგმართავთ, რომ დღის წესრიგში დააყენოთ შემდგომი საკითხები:
1. მშრომელზე არაორიენტირებული შრომის პოლიტიკის შედეგად მხოლოდ 2011-2015 წლებში, ოფიციალური მონაცემებით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 212 და დაშავდა 691 ადამიანი; ამავდროულად, აღურიცხავი დარჩა მძიმე საწარმოო ტრავმისა და პროფესიული დაავადების უამრავი სხვა შემთხვევა. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის საჭიროება მშრომელთა უკიდურესი უუფლებობითა და მათი ოჯახების უმძიმესი ყოფითაა განპირობებული. მშრომელების, გაერთიანებული პროფკავშირების, აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაა, 2017 წელი იყოს ის გადამწყვეტი ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მთელ რიგ რეფორმებს, ფუნქციურად სრულყოფილი და ეფექტიანად მოქმედი შრომის ინსპექციის შექმნისათვის.
2. 2005-2006 წლებში გატარებული დერეგულაციის პოლიტიკის შედეგად, მოსახლეობისა და მშრომელების ყურადღების მიღმა დარჩა ინფორმაცია გარემოსა და რესურსების მოხმარება-ათვისების შესახებ და პროცესებმა სახელმწიფოსა და ბიზნესის ხელში გადაინაცვლა. ამან გამოიწვია გარემოს დაზიანების მასშტაბური ზრდა, ჰაერის, ნიადაგისა და მდინარეების დაბინძურება. მწვანე პოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფები მოვითხოვთ, აღდგეს გარემოსდაცვით სფეროზე სახელმწიფოს კონტროლის ინსტრუმენტები, მათ შორის, წიაღის მოპოვებისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მექანიზმი, რომელიც მშრომელსა და ადგილობრივ მოსახლეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემოიყვანს, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, სახელმწიფოსა და დამსაქმებლის/ინვესტორის თანასწორად.
3. სტუდენტებმა ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს განათლების სისტემის მანკიერი და ცოდნის წარმოებისგან დაცლილი სტრუქტურის მხილება. მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს განათლების ფუნდამენტური რეფორმა _ განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტულობა დაფიქსირდეს კონსტიტუციაში ჩანაწერით, რომელიც განსაზღვრავს დარგის დაფინანსებას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. დღის წესრიგში დადგეს უნივერსიტეტის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი. მოვითხოვთ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სტუდენტური თვითმმართველობის მოდელის რეფორმირებას, სტუდენტური საცხოვრებლების რაოდენობის გაზრდასა და კეთილმოწყობას, სტაჟირებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შექმნას.
4. სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი შრომის, დასაქმებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის გატარებისას ქალთა საბაზისო საჭიროებები ადეკვატურად უნდა იყოს აღიარებული. საყოველთაო ჯანდაცვა, ისევე, როგორც შრომის და დასაქმების პოლიტიკა, უნდა გახდეს გენდერულად სენსიტიური და სათანადოდ გაითვალისწინოს ქალთა საჭიროებები.
მნიშვნელოვანია ეკონომიკური მოდელის ალტერნატიული, არანეოლიბერალური ხედვების განხილვა, რომელიც ორიენტირებული იქნება კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს პროგრესულ გადასახადებზე ფიქრით, დაურეგულირებელი ფინანსური სექტორის რეგულაციით და ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმებით.
5. ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა 10-წლიანი უმოწყალო დევნის შედეგად საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომ ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა ფუნდამენტურადაა შესაცვლელი. უმკაცრესმა საპოლიციო მიდგომამ მომხმარებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ეკონომიკური და სოციალური სტატუსი კატასტროფის წინაშე დააყენა. დროა, ნარკოპოლიტიკა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ნაწილად იქცეს; დროა, დასჯის ნაცვლად ზრუნვის პარადიგმით ჩანაცვლდეს, რადგან წამალდამოკიდებულება ჯანმრთელობის პრობლემაა და არა კრიმინალური ქმედება.
შესაბამისად, მანიფესტის _ „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ ძირითადი მოთხოვნებია:
- შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია;
- დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები;
- გატარდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა;
- დაიწყოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება;
- დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.
აქტივისტური ჯგუფები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარვადგენთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში ხალხში დაგროვილ უკმაყოფილებებსა და გარდაუვალ საჭიროებებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან მყისიერი პასუხი სჭირდება.
შემოგვიერთდით, თემათა ერთიანი ჯაჭვით ვაჩვენოთ უფლებამოსილ ორგანოებს, რომ რეალური ცვლილებების დროა.
მანიფესტს ხელს აწერს:
- ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
- მწვანე მუშტი
- ქალთა მზერა
- თვითორგანიზების ქსელი
- აუდიტორია 115
- თბილისის სოლიდარობის ქსელი
- თეთრი ხმაურის მოძრაობა
- ახალგაზრდა მწვანეები
-
როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები