სპეციალური დრონები აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულებს ამოიცნობენ
კომპანია Draganfly-მ პირველი ამერიკული დრონები წარმოადგინა, რომლებიც კორონავირით ინფიცირებული ადამიანების ამოსაცნობადაა განკუთვნილი.
დრონები სენსორებითა და სპეციალური სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც სხეულის ტემპერატურის, სუნთქვისა და გულის ცემის სიხშირის გაზომვა დაახლოებით 58 მეტრის დაშორებით შეუძლია. ის ასევე დაცემინებას, დახველებასა და სოციალური დისტანციის წესების დარღვევასაც ამჩნევს.
სატესტო ფრენები ვესტპორტში, კონექტიკუტში ჩატარდა, სადაც კორონავირუსის საკმაოდ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. Draganfly-ის მიხედვით, ვესტპორტი ტექნოლოგიას რისკ ჯგუფების დასაცავად გამოყენებს.
"სავარაუდოდ, ვირუსი ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდება, ჩვენ კი სოციალური დისტანციის წესების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რათა COVID-19-ის გარცელებას ხელი შევშალოთ", — განაცხადა ვესტპორტის პოლიციის ლეიტენანტმა ანტონი პრეზიოსმა ადგილობრივ მედიასთნ.
კომპანიის მიხედვით, მათი პროგრამა სახის ამომცნობ სისტემას არ იყენებს, იგი მხოლოდ ბიომეტრიულ მონაცემებს აანალიზებს, რომლებიც ანონიმურია.
"სისტემა ინდივიდუალიზირებულ მონაცემებს არ აგროვებს, იგი ხალხის იდენტიფიცირებას არ ცდილობს", — აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი კამერონ ჩელი YouTube ვიდეოში.
"ეს სისტემა და უსაფრთხოების საჯარო წარმომადგენლებთან მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან არ გვინდა კიდევ ერთხელ ვიყოთ ასეთ სიტუაციაში, სადაც ასეთი მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევს, რომლებიც არამხოლოდ ადამიანის სიცოცხლეზე, არამედ ეკონომიკასა და მსოფლიო მოსახლეობაზე ახდენს გავლენას", — აცხადებს ჩელი.
კომენტარები