Google ყოველდღიურად კორონავირუსთან დაკავშირებულ 18 მლნ ყალბ იმეილს ბლოკავს
არსებულ კრიზისულ სიტუაციაში, როგორც ჩანს, კიბერკრიმინალებს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ. იმეილები, რომლებიც მიზნად პირადი ინფორმაციის გამოძალვას ისახავენ პანდემიის პირობებში რიცხვობრივად 667 პროცენტით გაიზარდა.
კიბერკრიმინალები იმეილებს WHO-ს ან ჯანდაცვის სხვა ორგანიზაციების სახელით გაგზავნას ცდილობენ.
გუშინ, Google-მა გამოამჟღავნა, რომ ის მსგავსი იმეილების გაფილტვრას Gmail-ზე შეუჩერებლად ცდილობს. კომპანია COVID-19-თან დაკავშირებულ 240 მილიონამდე სპამ წერილს ბლოკავს. გარდა ამისა, როგორც კომპანიაში ამბობენ, დამატებთ 18 მილიონი ისეთი იმეილი იბლოკება, რომლებიც პირადი ინფორმაციის მოპარვის მიზნით იგზავნება.
Spam-ის და საშიში წერილების გაფილტვრაში Google-ს მანქანური სწავლების ალგორითმი ეხმარება, რომლის ეფექტიანობაც ამ დროისთვის 99,9%-ია.
Google-ში ამბობენ, რომ სპამ იმეილები ძირითადად WHO-ს სახელით ფინანსურ დახმარებას ითხოვენ ან პირადი ინფორმაციის სანაცვლოდ, Gmail-ის მომხმარებლებს ფულს სთავაზობენ.
Google მომხმარებლებს ურჩევს, რომ არასანდო ან საეჭვო წყაროებიდან გამოგზავნილი ფაილები არ ჩაიწერონ და Gmail-ის "დოკუმენტის ნახვის" ფუნქციით გახსნან.
კომენტარები