როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას – 4 შესაძლო სცენარი
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი შეიძლება ერთი ან ორი წელი გაგრძელდეს, თუმცა ამასობაში ჩვენი პრე-პანდემიული ცხოვრების ელემენტებს თანდათან დავიბრუნებთ
ფოტო: MARIA LITWA / LAIF / REDUX
ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეაჩერა ცხოვრება: დაიხურა ბიზნესები, აიკრძალა თავყრილობები, ადამიანები გარეთ აღარ გამოდიან. მას შემდეგ, რაც ეს რეჟიმი რეალობა გახდა, ყოველი დღე ერთი და იმავე კითხვით იწყება: როდის შევძლებთ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ?
პასუხი მარტივია: როცა საზოგადოების საკმარის ნაწილს, სავარაუდოდ, 60-80%-ს ექნება იმუნიტეტი დაავადების წინააღმდეგ, რაც ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას შეაჩერებს. ეს ფინიშის წერტილია, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რამდენი ხანი დაგვჭირდება ამ წერტილამდე მისაღწევად.
საერთო იმუნიტეტის მისაღწევად ორი რეალისტური გზა არსებობს: პირველი ვაქცინის შემუშავებაა. მეორე კი - ვირუსის ფართოდ გავრცელება, რაც უამრავ ადამიანს შეიწირავს, თუმცა დანარჩენებს იმუნიტეტს დაუტოვებს. იგულისხმება, რომ დაავადების გადატანის შემდეგ "გადარჩენილებს" კორონავირუსი მეორედ ვეღარ დაემართებათ და, შესაბამისად, სხვასაც ვეღარ გადასცემენ. პრობლემა ისაა, ზუსტად არ ვიცით, ტოვებს თუ არა იმუნიტეტს ეს დაავადება, ან თუ ტოვებს - რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მისი მოქმედება.
სამწუხაროდ, ეს ორივე სცენარი ერთი ან ორი წლის ხანგრძლივობისაა, თუმცა ამასობაში შეიძლება ჩვენი ნორმალური ცხოვრების ნაგლეჯები მაინც დავიბრუნოთ. მაგალითად, ზაფხულში კაფეში შესვლა შევძლოთ, მაგრამ ვერ დავესწროთ მუსიკალურ ფესტივალებს, ვიაროთ ოფისებში, მაგრამ ვერ ვიაროთ ხალხმრავალ სანაპიროებზე.
ჯერჯერობით ქვეყნების დიდი ნაწილი მხოლოდ თვითიზოლაციის ტაქტიკის ამარაა დარჩენილი, რომელიც საავადმყოფოებს გადაჭედვისგან იცავს, თუმცა ეს ეკონომიკურ მსხვერპლს და ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარის თქმას მოითხოვს. ეპიდემიოლოგებს წარმოდგენა არ აქვთ, როდის შეიძლება ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, თუმცა არსებობს რამდენიმე სავარაუდო სცენარი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.
ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, უსაფრთხოება ყოველთვის სახლში დარჩენასთან იქნება ასოცირებული. ნაადრევად თვითიზოლაციაზე უარის თქმამ შეიძლება კატასტროფული შედეგი მოიტანოს. როგორ უნდა მივხვდეთ, როდის არის "ნაადრევი" ცხოვრების ჩვეულ რელსებზე დაბრუნება? საქმე ისაა, რომ ზუსტად არ ვიცით, თუმცა სავარაუდო ვადა 8-დან 12 კვირამდეა.
პირველი სცენარი: ერთიდან ორ თვემდე
უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტები, რომელთაც The Atlantic ესაუბრა, ამ სცენარს სარწმუნოდ არ მიიჩნევენ. მისი განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოულოდნელად კორონავირუსი არც ისეთი საშიში აღმოჩნდება, როგორიც გვეგონა. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორი, უილიამ ჰანაგე გვიხსნის: "თუ უცებ შევამჩნევთ, რომ ახალი ინფიცირებულები უფრო მსუბუქ ფორმებში ხდებიან ავად, ვიდრე წინა შემთხვევებში ვხედავდით, გავაცნობიერებთ, რომ ნელ-ნელა იმუნიტეტი მუშავდება. ეს შედეგი, ცხადია, ფანტასტიკური იქნება, თუმცა, ამავე დროს, სპეციალისტებისთვის ძალიან დამაბნეველი"
კიდევ ერთი სცენარი, რომელშიც ასე მოკლე ვადაში დავუბრუნდებით ცხოვრებას, სულაც არაა სასიხარულო: სოციალური დისტანცირების უგულებელყოფა შემთხვევების სწრაფ მატებამდე მიგვიყვანს, შედეგად ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და უამრავი ადამიანი დაიღუპება. ასეთი კატასტროფის შედეგად ადამიანების ნაწილი გამოჯანმრთელდება, რაც ფართო მოსახლეობას საერთო იმუნიტეტის გამომუშავებასთან დააახლოვებს.
მომდევნო თვეებში დადგინდება, ტოვებს თუ არა კორონავირუსი იმუნიტეტს, რამაც შეიძლება თვითიზოლაციის რეკომენდაციაზეც იქონიოს გავლენა.
მეორე სცენარი: 3-4 თვე
როგორც ჰანეგე ამბობს, ამ შემთხვევაში "ჩვენ ვირუსის შესახებ ისეთ ცნობებს შევიტყობთ, რომლებიც ჩვეული აქტივობების გასაგრძელებლად საჭირო თავდაჯერებას მოგვცემს. მაგალითად, გავიგებთ, რომ უკვე გვაქვს საერთო იმუნიტეტის ნიშნები იმ ადამიანების დახმარებით, რომელთაც მსუბუქად ან საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანეს კორონავირუსი".
ასეთი ცოდნის დაგროვება უსიმპტომო და სიმპტომიანი ინფიცირებულების ფართომასშტაბიანი კვლევითაა შესაძლებელი. ამისთვის ორი ტიპის ტესტები დაგვჭირდება: რომლებიც არსებულ ვირუსს აფიქსირებენ და რომლებიც ვირუსის გადატანის შედეგად გამომუშავებულ ანტისხეულებს "იჭერენ".
ამ ახალი ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, როგორც ჰანეგე ამბობს, შესაძლებელი იქნება, რომ თვითიზოლაციაში მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ან ასაკოვანი ადამიანები დარჩნენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. "შეიძლება ბარებმა და კაფეებმა მაგიდების რაოდენობა შეამცირონ და ისე გააგრძელონ ფუნქციონირება", - ამბობს ჰანეგე.
მაიკლ სტოტო, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი ამბობს, რომ დაავადების გავრცელების მასშტაბს სამი ცვლადი განსაზღვრავს: "რამდენ ადამიანს ხვდება საშუალო-სტატისტიკური ადამიანი", "რამდენია იმის შანსი, რომ ამ შეხვედრებიდან მას ვირუსი გადაედოს (იგულისხმება როგორც პირისპირ კონტაქტი, ასევე საერთო ზედაპირთან შეხება)", და "დაავადებულების პროპორციული წილი პოტენციურ კონტაქტებს შორის".
უფრო მასშტაბური და უკეთ დამიზნებული ტესტირება ვირუსის ქცევის შესახებ ცხად სურათს დაგვიხატავს. შეიძლება ეპიდემიოლოგებმა ერთ ცვლადზე კონცენტრირება არჩიონ: მაგალითად, თუ მონაცემები გვაჩვენებს, რომ პოტენციური კონტაქტების შეზღუდვა ყველაზე ეფექტური გზაა, მაშინ რესტორნები და პატარა ბიზნესები ისევ შეიძლება გაიხსნას, თუმცა ხალხმრავალი ღონისძიებები აღარ გაიმართება. "ახლა რადიკალურ ზომებს ვიღებთ, რადგან ზუსტად არ ვიცით, ამ ზომებიდან რომელი მუშაობს, შეიძლება მომავალში ამ სტრატეგიის შერბილება შევძლოთ", - აცხადებს მაიკლ სტოტო.
გარდა ამისა, სამ-ოთხ თვეში მკვლევრებმა შეიძლება ადეკვატური მკურნალობა მოუძებნონ COVID-19-ს: არა წამალი, არამედ მეთოდების ერთობლიობა, რომლითაც სიმპტომების მოხსნა და ფატალური შემთხვევების პრევენციაა შესაძლებელი. ეს სოციალური დისტანციის აუცილებლობას შეამცირებდა. მართალია, ფართომასშტაბიანი "აფეთქებები" ისევ დაფიქსირდებოდა, მაგრამ სწრაფი განკურნების შედეგად საავადმყოფოები მალ-მალე შეძლებდნენ პაციენტების გაწერას.
ჰანაგესთვის ეს ვერსია დიდად არ განსხვავდება პირველი ვერსიისგან, რომელშიც ვირუსს "დაუჯერებელი" ფაქტორები აჩერებს, თუმცა დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია.
მესამე სცენარი: 4-12 თვე
COVID-19-თან დაკავშირებით ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს: გრიპის მსგავსად, შენელდება თუ არა მისი გავრცელება ზაფხულის მოსვლასთან ერთად. მაღალი ტემპერატურა და ულტრაიისფერი სხივები ვირუსების ერთი ნაწილისათვის მტრულ გარემოს ქმნის, გარდა ამისა, სკოლები არ ფუნქციონირებს, რაც ვირუსებს გასამრავლებელ პლატფორმებს უკლავს. ჯერჯერობით უცნობია, შეგვიძლია თუ არა ამ ფაქტორების კორონავირუსისათვის მისადაგება.
ექსპერტების აზრით, მომდევნო ორ-სამ თვეში გავიგებთ, არის თუ არა COVID-19 სეზონური დაავადება. აქ ეს სცენარი ორად იყოფა: ერთ სამყაროში ვირუსი ზაფხულში უკან იხევს, მეორე სამყაროში - არ იხევს. ორივე შემთხვევაში სოციალური დისტანციის გარკვეული ზომები შეიძლება 2020 წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ ნოიმერი ამბობს, რომ პირველ შემთხვევაში ზაფხული ბევრად უფრო სახალისო იქნება, ვიდრე გაზაფხული. პატარა ჯგუფებით სადმე გასვლა პრობლემებს არ შექმნის. ბარები და რესტორნები ისევ გაიხსნება, თუმცა მუსიკალურ ფესტივალებზე ოცნებას უნდა დავემშვიდობოთ.
შეიძლება სპორტული შეხვედრები ჩატარდეს, თუმცა აუდიტორიის გარეშე, მაღაზიები კი ლიმიტს დააწესებენ, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთდროულად სავაჭრო სივრცეში.
"თეორიულად, შეიძლება მოგზაურობაც უსაფრთხო გახდეს", - ამბობს ჰანეგე, - "როგორც კი ვირუსი ყველგან იქნება მოდებული და აეროპორტში თუ უბნის მაღაზიაში დაინფიცირების რისკი ერთმანეთს გაუტოლდება, მოგზაურობის შეზღუდვები მოიხსნება. ცხადია, აეროპორტებს ზომების მიღება მოუწევთ, რომ ერთ სივრცეში ბევრ ადამიანს არ მოუწიოს ყოფნა".
მეტნაკლებად ნორმალური ზაფხულის ერთი მინუსი ისაა, რომ კორონავირუსი რამდენიმე თვეში ისევ შეიძლება დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში სექტემბერში ან ოქტომბერში ისევ მოგვიწევს სოციალური დისტანციის დაცვა. ამ დროისთვის შეიძლება ბევრ ადამიანს უკვე ჰქონდეს იმუნიტეტი და მათთვის გარეთ გასვლა საფრთხისშემცველი აღარ იქნება. თუ შემოდგომისთვის შევიტყობთ, რომ ბავშვები მთავარი გამავრცელებლები არ არიან, შეიძლება სკოლები ისევ გაიხსნას.
ზაფხული კარგი დრო იქნება იმისთვის, რომ ქვეყნებმა სასუნთქი აპარატები, ნიღბები და ხელთათმანები აწარმოონ / მოიმარაგონ. ჯანდაცვის სისტემა ზაფხულს მოსამზადებლად გამოიყენებს.
მეორე, პარალელურ სამყაროში კი ზაფხულში შესვენება არ გველის. წესით, ამ დროისთვის პიკი გადავლილი იქნება, მაგრამ თბილ თვეებში ვირუსის თავიდან "ამოხეთქვის" რისკი მაინც დარჩება. თუ შემთხვევების რაოდენობა შუა ივნისში მკვეთრად არ დაიკლებს, დაზუსტებით შეგვეძლება იმის თქმა, რომ კორონავირუსი სეზონური არაა.
ამ შემთხვევაში სოციალური დისტანციის რეკომენდაციები შექმნილ სიტუაციას მოერგება. მაგალითად, თუ გვეცოდინება, რომ საავადმყოფოების გადატვირთვის რისკი არ არსებობს, ზომები შეიძლება შერბილდეს.
"როცა ეს ტალღა გადაივლის, ცოტას ამოვისუნთქებთ", - ამბობს ჰანაგე, - "შეიძლება უფრო ხშირად ვიმუშავოთ ოფისებიდან და ახლობლების ნახვაც შევძლოთ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება კვლავ სავსე იქნება საპონითა და ხელის სადეზინფექციო სითხით. ადამიანები, რომელთაც სახლიდან შეუძლიათ მუშაობა, ისევ სახლიდან იმუშავებენ და კაფეში გასვლის ნაცვლად საჭმელს ადგილზე შეუკვეთავენ".
შემოდგომა ქაოსს მოიტანს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ვირუსი სეზონური. საარჩევნო უბნები პოტენციურად ვირუსების გავრცელების კერაა. ამ დროისთვის გრიპიც დაბრუნდება და ტესტის გარეშე რთული იქნება იმის გარჩევა, ვის აქვს კორონავირუსი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის კატასტროფები, რაც ყოველწლიურად ხდება ზაფხულში, ისევ მოხდება (მაგალითად, ხანძრები ან ქარიშხლები ამერიკის შემთხვევაში).
მეოთხე სცენარი: 12-18 თვე ან მეტი
ზემოთ აღწერილი ყველა სცენარის პარალელურად (მატჩები მაყურებლების გარეშე, ერთმანეთთან დაშორებული მაგიდები რესტორნებში და ასე შემდეგ) იგულისხმება, რომ მეცნიერები ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობენ. საუკეთესო შემთხვევაში ვაქცინა 2021 წლის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი.
"ერთი წელი რეალური ვადაა, თუ ვაქცინა პირველივე ჯერზე იდეალური იქნება", - ამბობს ნოიმერი, - "თუ ვაქცინას დახვეწა დასჭირდება, მაშინ ეს მეტ დროს მოითხოვს, კიდევ ექვს თვეს, ან ერთ წელს".
ვაქცინების შექმნა ასეთი შრომატევადი პროცესი იმიტომაა, რომ მათი დახვეწა საკმაოდ რთულია. საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ ვაქცინა ჯანმრთელ ადამიანს არ დააზიანებს, რომ აცრის შემდეგ სწორი ანტისხეულები გამომუშავდება და ეს ანტისხეულები ნამდვილად შეაჩერებენ კორონავირუსს. ეს პროცესი ბიუროკრატიული ნორმების გამო არ იწელება. მეცნიერებმა უნდა შეიმუშავონ ვაქცინა, რომელიც ასობით მილიონი ან რამდენიმე მილიარდი ადამიანის სხეულში მოხვდება. აქ შეცდომის უფლება არ გვაქვს.
თუ ვაქცინა "ზუსტი" იქნება, ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება, ოღონდ - მაშინვე არა. დაახლოებით 350 მილიონი ადამიანის აცრა ლოჯისტიური გამოწვევაა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ერთდროულად ვერ მივა ასაცრელად. ვინ მიიღებს ვაქცინის პირველ დოზას? რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები? ექიმები?
შესაძლებელია ისიც, რომ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შექმნა ვერ შევძლოთ. ცხადია, ეს გულდასაწყვეტი იქნება, თუმცა 2021 წლის შემოდგომისთვის ქვეყნები, სავარაუდოდ, კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევენ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინას ვერ შევქმნით, კოლექტიური იმუნიტეტი იმის გარანტია იქნება, რომ COVID-19-ის მომავალი ამოფრქვევები ამდენ სიკვდილს აღარ გამოიწვევს. ვირუსი კვლავ გააგრძელებს ცირკულირებას, როგორც გრიპი ან გაციება, მაგრამ ნაკლებად დააზიანებს ჯანდაცვის სისტემას. ეს იდეალური შედეგი არაა, მაგრამ ამ დროისთვის ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება, თუმცა, ამავე დროს - აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.
-
ფრანგული კინოს ლეგენდა ბრიჟიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგული კინოს ლეგენდა ბრიჟიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
18 წარმოუდგენელი რამ, რაც 2025 წელს აიკრძალა 18 წარმოუდგენელი რამ, რაც 2025 წელს აიკრძალა
-
გიორგი ხიშტოვანი: "ოცნებამ" გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს საშიში პრაქტიკაა გიორგი ხიშტოვანი: "ოცნებამ" გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს საშიში პრაქტიკაა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას არის ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას არის ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ქვიზი: გაიგე, რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას ქვიზი: გაიგე, რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას
-
ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
გადახედვა
-
"ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს "ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია
-
TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს
გადახედვა
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
-
რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს
-
ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა
გადახედვა
-
"საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი "საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის
კომენტარები