შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
ფოტო: ELENA LACEY
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
17 მარტის მდგომარეობით:
- 197 164 დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში
- 7 949 გარდაცვლილი
- 81 643 გამოჯანმრთელებული
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 34
- კარანტინის რეჟიმში - 1 008
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64
დღის ფაქტი
ახალი კვლევის თანახმად, ყოველ დადასტურებულ შემთხვევაზე 5-10 ადამიანი მოდის, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მსუბუქი შემთხვევები დადასტურებულ პაციენტებთან შედარებით ნაკლებად გადამდებები არიან, თუმცა სწორედ მათ მიერაა გამოწვეული ახალი შემთხვევების 80% - წერია კვლევაში, რომელიც ჩინეთიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.
მსგავსი შედეგები აჩვენა იტალიის სოფელ ვოში ჩატარებულმა კვლევამაც: 3 000-იან მოსახლეობაში ყველას გაუკეთეს ტესტი. მათგან ვისაც კორონავირუსი ჰქონდა, 50-75%-ს სიმპტომები არ აღენიშნებოდა, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი არა მხოლოდ მძიმე შემთხვევების, არამედ უსიმპტომო ადამიანების იზოლაციაც.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
წინა ხაზზე მომუშავე ექიმები, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სხვა პაციენტებთან შედარებით ვირუსის უფრო მძიმე ფორმით ავადდებიან
ფოტო: Jacqueline Howard
"ვიცით, რომ ვირუსი განსაკუთრებით სახიფათოა ხანდაზმული ადამიანებისთვის, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ჯანდაცვის მუშაკები გართულების უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე იმავე ასაკის სხვა პაციენტები", - ამბობს პიტერ ჰოტეზი, ჰიუსტონის სამედიცინო კოლეჯის დეკანი.
CNN-თან ინტერვიუში მან ივარაუდა, რომ შეიძლება სიტუაციის გართულება ვირუსის უფრო მაღალი დოზის გამო ხდებოდეს, თუმცა ზუსტი მიზეზების დადგენას კვლევა სჭირდება.
დღის ფოტო: ქუჩების დეზინფექცია - ცოტა ხნის წინ ეს ფოტო ვიდეოთამაშის კადრი გვეგონებოდა
ფოტო: cdicdd2018
დღის დამაიმედებელი ამბები:
პირველი ტალღის ანტივირუსული წამლის, ფავიპირავირის კლინიკური ცდები კარგ შედეგს აჩვენებს
ჩინელმა მკვლევრებმა ფავიპირავირის საწყისი კლინიკური ცდები დაასრულეს. ჩინეთის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ჟან ქსინმინი აცხადებს, რომ ფავიპირავირით მკურნალობის შემთხვევაში პაციენტები მოსალოდნელზე სწრაფად გამოჯანმრთელდნენ და ფილტვის ფუნქციებიც ნაკლებ დროში აღიდგინეს.
კვლევა 80 ადამიანზე ჩატარდა. მათგან 35-მა წამალი მიიღო. შედეგებმა აჩვენა, რომ ფავიპირავირის შემთხვევაში პაციენტებს ოთხი დღის შემდეგ უფიქსირდებოდათ ნეგატიური შედეგი, როცა საკონტროლო ჯგუფში იმავე შედეგის მიღწევას 11 დღე სჭირდებოდა.
კორონავირუსის 10-წუთიანი ტესტი, რომელიც მხოლოდ $1 ეღირება, გზაშია
დასავლეთ აფრიკაში მდებარე ლაბორატორია, რომელმაც ყვითელი ცხელების წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი ვაქცინა შეიმუშავა, იმ ბრიტანულ კომპანიასთან გაერთიანდა, რომელსაც ფეხმძიმობის ტესტის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ.
სენეგალში მდებარე ლაბორატორია სწრაფი ტესტების შექმნაზე მუშაობს. ლაბორატორიის წარმომადგენლების თქმით, სამ თვეში 1$-იანი ტესტები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ადამიანები თავად შეძლებენ, რომ კორონავირუსზე შეემოწმონ და პასუხს 10 წუთში გაიგებენ.
რა ხდება მსოფლიოში:
- ამერიკაში COVID-19-ის კომერციული ტესტების გაყიდვა იწყება
- WHO-ს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი საავადმყოფოდან გაწერეს
- კორონავირუსის გამო ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო
- Amazon კორონავირუსთან გასამკლავებლად 100 000 თანამშრომელს დაიმატებს
- საფრანგეთმა ზომები გაამკაცრა: ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მოქალაქეებს მკაცრად მოსთხოვა, რომ მომავალი 15 დღის განმავლობაში სახლში დარჩნენ და სოციალური კონტაქტები მაქსიმალურად შეზღუდონ. ყველას, ვისაც ქუჩაში დააფიქსირებენ, დამაჯერებელი მიზეზი უნდა ჰქონდეს, რის გამოც სახლიდან გავიდა. კარანტინის ზომებს 100 000 ოფიცერი დაიცავს.
- ტაილანდსა და კამბოჯაში ახალი შემთხვევები დაფიქსირდა: ტაილანდში დაავადებულთა რიცხვი 177-მდე გაიზარდა (30 ახალი შემთხვევა ერთ დღეში), კამბოჯაში კი 12 ახალი ინფიცირებულია, რაც ქვეყანაში კორონავირუსის მქონე ადამიანების რიცხვს 24-მდე ზრდის;
- ამჟამად ვირუსი განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება იტალიაში (+3526 შემთხვევა), ესპანეთში (+1884 შემთხვევა), გერმანიაში (+2095 შემთხვევა) და საფრანგეთში (+1097 შემთხვევა). აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ დღეში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობით აშშ-მ ირანს გადაუსწრო (აშშ - 1793 შემთხვევა, ირანი - 1178)
- ბრაზილიაში კორონავირუსის გამო წესების გამკაცრების შემდეგ ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა. სან-პაულუს რეგიონში მდებარე ნახევრად-ღია ციხეების პატიმრებს დაწესებულება აღდგომისთვის უნდა დაეტოვებინათ, მოგვიანებით კი უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა უსაფრთხოების ზომების გამო მათი ციხეში დატოვება გადაწყდა. ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის ასობით პატიმარი, მათ კი შორიდან კაცი უყვირის: ორშაბათს დაბრუნდით, კარგი?
რა ხდება საქართველოში:
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში კორონავირუსის ისეთი შემთხვევა გამოვლინდეს, როდესაც ინფიცირებული პაციენტის პირველწყაროს ვეღარ დავადგენთ. ასე რომ, მომავალში შემთხვევების ზრდას უნდა ველოდოთ.
ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება:
- ალბათ, მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში — გახარია
- 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება
- კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება, შესაძლოა, პატიმრობაც
- ქალაქებს შორის გადაადგილება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას უნდა მოხდეს — იმერეთის გუბერნატორი
- კორონავირუსის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები დროებით იზღუდება
- სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირება სრულად შეიზღუდება
- ავტობუსებში გამოიყოფა მძღოლის სივრცე, კონდუქტორები მუშაობას დროებით შეაჩერებენ — კალაძე
- გახარია: რაღაც მომენტში, შეიძლება მოგვიწიოს კარანტინის გამოცხადება, მაგრამ ეს საგანგებოს აუცილებლობას არ ნიშნავს
- გახარია: ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება, ეს ობიექტური რეალობაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ
შემთხვევების მატებაზე რეაგირება ჰქონდა საპატრიარქოსაც. კორონავირუსისგან დასაცავად საპატრიარქომ თბილისის ქუჩები აკურთხა. წყლის კურთხევის ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ამის შემდეგ სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა უბნებისკენ მანქანებით დაიძრნენ. ქალაქის კურთხევის შემდეგ სასულიერო პირები გლდანის ციხესთან მივიდნენ და პატიმრები დალოცეს.
სანამ მასწავლებლები ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებას ეჩვევიან, განათლების სამინისტრო სწავლის შეჩერებისა და დისტანციური სწავლების შედეგებს აფასებს. გიორგი გახარიას თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწავლის აღდგენა 26 აპრილამდე მოხდეს, ამ შემთხვევაში კი "უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ".
ერთი ამბავი, რომელმაც დღეს გაგვაღიმა
კორონავირუსის გამო დაკეტილ აკვარიუმში პინგვინები მეზობელ ცხოველებს ათვალიერებენ
სანამ ადამიანები არ არიან, ჩიკაგოში მდებარე აკვარიუმი პინგვინებმა დაიპყრეს და, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი მეზობლები გაიცნეს.
დღის რჩევა:
მშობლის რჩევა — რა ვიკითხოთ ბავშვებთან ერთად, სანამ სკოლები დახურულია
ცნობილი ამბავია, რომ მშობელმა თავად უნდა მისცეს კითხვის მაგალითი შვილს, შექმნას და აჩვენოს მკითხველის მოდელი ბავშვს. ჰოდა, თუ არ გინდათ, რომ ბავშვები მთელ დღეს ეკრანებთან ატარებდნენ, თავადაც მოძებნეთ საინტერესო წიგნები და მათაც ურჩიეთ.
ამ სტატიაში ქართველი მწერლების წიგნებსაც ნახავთ, ბესტსელერებსაც და ცოტა "დაუფასებელ" შედევრებსაც. რაც მთავარია, არც ასტრიდ ლინდგრენი დაგვვიწყებია, რომელიც ბავშვებს ამ უჩვეულო დღეებს გაუხალისებს.
აქვე გეტყვით, რომ თუ კორონავირუსმა თქვენი ყოველდღიური რეჟიმიც შეცვალა და, ჩვენი რედაქციის მსგავსად, თქვენც სახლიდან გიწევთ მუშაობა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში და გავუზიაროთ ერთმანეთს ეს საინტერესო გამოცდილება.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ფოტო: CMarix / Dribbble
-
ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა
გადახედვა
-
მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს
გადახედვა
-
რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები
გადახედვა
-
რომელი სერიალები გამოდის 2026 წელს — პრემიერები და ახალი სეზონები რომელი სერიალები გამოდის 2026 წელს — პრემიერები და ახალი სეზონები
გადახედვა
-
გელა ხასაიას ადვოკატის განცხადებით, თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გამოძიებამ გაანადგურა გელა ხასაიას ადვოკატის განცხადებით, თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გამოძიებამ გაანადგურა
გადახედვა
- ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით? რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?
-
სანტა კლაუსის კვანტური სუპერპოზიცია — როგორ ასწრებს სანტა ყველაფერს? სანტა კლაუსის კვანტური სუპერპოზიცია — როგორ ასწრებს სანტა ყველაფერს?
გადახედვა
-
ევროკომისია აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს ევროკომისია აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს
გადახედვა
-
18 000 წლის წინ უკრაინის ტერიტორიაზე "სახლებს" მამონტის ძვლებისგან აშენებდნენ — კვლევა 18 000 წლის წინ უკრაინის ტერიტორიაზე "სახლებს" მამონტის ძვლებისგან აშენებდნენ — კვლევა
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს ალექსანდრე რაქვიაშვილი: ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს
გადახედვა
-
აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს $10.5 მლნ-მდე ღირებულების გრანტს გამოუყოფს აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს $10.5 მლნ-მდე ღირებულების გრანტს გამოუყოფს
გადახედვა
-
შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში — საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში — საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს
-
სალომე ზურაბიშვილი: უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ "არ ნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს", თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა! სალომე ზურაბიშვილი: უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ "არ ნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს", თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა!
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: "მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უსმენს საქართველოს პარლამენტი ხალხს" არჩილ გორდულაძე: "მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უსმენს საქართველოს პარლამენტი ხალხს"
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება ნინო წილოსანი: თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება
გადახედვა
- პაპი ლეო XIV რუსეთს მოუწოდებს, საშობაოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს პაპი ლეო XIV რუსეთს მოუწოდებს, საშობაოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს
-
შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
5 რჩევა, როგორ შეამცირო ნარჩენები საახალწლოდ 5 რჩევა, როგორ შეამცირო ნარჩენები საახალწლოდ
-
"მაწვნის საიდუმლო" ანუ რატომ იქნებოდნენ ჩვენი წინაპრები ჯანსაღი ცხოვრების გურუები დღეს "მაწვნის საიდუმლო" ანუ რატომ იქნებოდნენ ჩვენი წინაპრები ჯანსაღი ცხოვრების გურუები დღეს
-
გამოკითხვა: რომელია 2025 წლის საუკეთესო ფილმი? გამოკითხვა: რომელია 2025 წლის საუკეთესო ფილმი?
გადახედვა

კომენტარები